ფაქტორები, რის გამოც იუნაიტედი ცუდ სეზონს ატარებს...
სტატიაში მე მინდა გესაუბროთ მანჩესტერის უღიმღამო სეზონის გამომწვევ მიზეზებზე, გამოვხატაო საკუთარი აზრი, რომელზეც შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ ან პირიქით. მოგეხსენებათ, წინა სეზონის შემდეგ სერ ალექსმა დატოვა თანამდებობა და ადგილი დევიდ მოიესს გადაულოცა. დევიდი "ევერტონს" სტაბილურად ათამაშებდა წლების განმავლობაში, მაგრამ არა წარმატებულად (იგულისხმება პრემიერ ლიგის მაღალი ადგილები). მოიესს უჭირს გუნდის მართვა. ზოგი მთავარ დამნაშავედ მთავარ მწვრთნელს მიიჩნევს, ზოგი ფიქრობს რომ გუნდს არ ჰყავს კარგი მოთამაშეები და ა.შ. ფაქტი კი ერთია, "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები მცირეა, იმის მიუხედავად რომ ამ გუნდისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაშ ასე, ქვემოთ ვისაუბრებ საკვანძო პრობლემებზე.
#1 გუნდის მოტივაცია
მოტივაციის გარეშე თამაშის მოგება პრემიერ ლიგაში ძალიან რთულია, ნებისმიერ მეტოქესთან. მოთამაშეებს ეტყობათ რომ უღიმღამოდ თამაშობენ და დიდად არ იწუხებენ თავს გუნდის წინსვლისთვის (არ ეხება ყველას). საუბარი მაქვს კონკრეტულად პრემიერ ლიგაზე. თითქოს ეს ტურნირი ნაკლებად ანაღვლებთ, მათ ხომ ის ბევრჯერ მოიგეს. წინა წელს კი თასი უკან დაიბრუნეს თანაქალაქელებისგან. ეს შთაბეჭდილება იქიდან გამომდინარე მრჩება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იუნაიტედმა" აპარეზობა წაგების გარეშე დაასრულა(ასეთი რამ მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო, მათ შორის წითლებმა). ვერ იტყვი რომ ლიგაზე სუსტი გუნდები ასპარეზობენ, ისინი ხომ თავიანთ ქვეყნებში ცხრილის სათავეში ასრულებენ სეზონს. არ ვამბობ რომ ზუსტად ამ ფაქტორის გამო ვერ თამაშობენ პრემიერ ლიგაში "ეშმაკები", მაგრამ ჩემი აზრით მოთამაშეებს მონდომება და მოტივაცია აკლიათ.
პ.ს. იგივე შეიძლება ითქვას ინგლისის სხვა თასებზე.
#2 სერ ალექსის ფაქტორი
ფერგიუსონი გუნდს 27 წლის განმავლობაში მართავდა, მან ყველაფერი იცოდა კლუბის შესახებ და მარტივად ახერხებდა ყველა ხარვეზის აღმოფხვრას ნებისმიერი პრობლემის დროს. ჩემი აზრით გუნდის წარმატებული წინა სეზონი მთლიანად ამ ადამიანის დამსახურებაა." წითლებს" ხშირად სჭირდებოდათ "ქამბექი" პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, მოტივატორი და ტაქტიკოსი კი ფეხბურთის გენი სერ ალექსი იყო, გასახდელში. ის იმ მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთნება რომელთა შეცვლა შეუძლებელია. გუნდის დატოვებით ფერგოუსონმა კი თითქმის წარმატების 50% წაიყოლა.
#3 დაცვის ხაზი
დავიწყებ ფლანგის მცველებით, პირდაპირ ვიტყვი – წელს ევრა არის "გარღვევა". მარცხენა ფლანგი ძალიან სუსტია. ფრანგი კარგად ერთვება შეტევაში მაგრამ დაცვას ძალიან მოუკლო. მისი შეცდომების გამოსწორება კი ცენტრალურ მცველებს უწევთ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს არეულობას და ზონების განთავისუფლებას მეტოქის თავდამსხმელებისთვის. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, რაფაელი კარგი მცველია(არ არის მაღალი დონის), მაგრამ მისი შემცვლელი გუნდში არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სმოლინგს რომელის ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია.
დაცვის ცენტრალურ ხაზი – ვიდიჩი და ფერდინანდი უბრალოდ დაბერდნენ და აღარ არიან იმ დონის მცველები როგორებიც ერთ დროს იყვნენ. სმოლინგი რომელიც არასტაბილურია და ტრავმებისკენ მიდრეკილი ჯონსი. ერთადერთ სტაბილური მოთამაშე გახლავთ ჯონი ევანსი.
#4 ნახევარდაცვა
სტატიის ამ ნაწილზე მინდა ყველაზე მეტად გავამახვილო ყურადღება. გუნდს ჰყავს ერთადერთი სტაბილური მოთამაშე – მაიკლ კერიკი. ის კარგი ჩამშლელი და მეპასეა მაგრამ არა კრეატიული და შემქმნელი.
ქლევერლი – ძალიან არასტაბილური მოთამაშეა, ასევე გახლავთ კერიკის სტილის, უფრო ჩამშლელი ვიდრე შემქმნელი.
ფლეტჩერი – უკომენტაროდ.
ფელაინი – რაც ის გუნდში გადმოვიდა აწუხებს ტრამვები და ვერ მოახერხა თავისი თავის რეალიზება.
ანუ გამოდის რომ გუნდს ჰყავს მხოლოდ ერთი სტაბილური ცენტრი და ისიც დაცვითი სტილის. შემტევ მოთამაშეებს სჭირდებათ პასების მიმწოდებლები რომლებიც ძირითადად CMF, ML, MR ები არიან ან AMF(იუნაიტედი არ იყენებს შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველს ამიტომ არ განვიხილავ ამ შემთხვევას).
- ფლანგებიწითლებს აშკარად არ ჰყავთ კრეატიული მეპასე იანუზაიას გარდა. ვალენსია ერთფეროვანია(მაგრამ წელს აშკარად კარგ ფორმაშია და მოედანზე ძალიან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს).
ნანი - დიდი ხანია ფორმას ვეღარ კრეფს ტრამვიანობის და სათამაშო დროის უქონლობის გამო.
კაგავა - ის უბრალოდ არ არის ფლანგის მოთამაშე და არაეფექტურია ამ პოზიციაზე.
იანგი - უკომენტაროდ.
ამ ნაწილზე იმიტომ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ როდესაც გუნდში გყავს ისეთი შეტევითი პოტენციალის მქონდე მოთამაშეები როგორებიც არიან მატა, რუნი, პერსი არ უნდა უჭირდეს გუნდს გოლის გატანა. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ რუნი და მატა ცენტრთან ახლოს. ეს ყოველივე კი იქიდან გამომდინარე რომ შეტევამდე ბურთი ვერ ჩადის. ეს საქმე კი ნახევარდაცვას და ფლანგებს ევალება.#5 დევიდ მოიესი
დევიდს უბრალოდ არ აქვს გამოცდილება მართოს გრანდი, მაგრამ არის კარგი მწვრთნელი. ჩემი აზრით უსამართლობაა როცა მისგან ფერგის უდანაკლისოდ შეცვლას ითხოვენ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ შეიძლება არ მომწონდეს მისი გადაწყვეტილებები და ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სერ ალექსმა სწორედ მას გამოუცხადა ნდობა და არა მაურინიოს, რომელიც სიხარულით დათანხმდებოდა "იუნაიტედის" მართვის წინადადებას, ან ნებისმიერ სხვა მაღალი დონის მწვრთნელს, მე მაინც მოიესს დავუჭერ მხარს და ასევე ნებისმიერ "იუნაიტედის" ფეხბურთელს, რომლებიც ასპარეზობენ გუნდის მაისურით. კარგად თუ ცუდად. როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნე დევიდი სტაბილურობით გამოირჩევა და სწორედ ეს მიმაჩნია მისი "იუნაიტედის" თავკაცობის მიზეზად, მიუხედავად ჩავარდნილი სეზონისა.
დღეს აქ დავამთავრებ, შეიძლება ბევრი რამის თქმა ვერ მოვახერხე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე დამენახებინა მთავარი პრობლემები, რომლებიც გუნდს აწუხებს.