"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი მცველი რაფაელი აცხადებს,რომ ძირითადში თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 16 შეხვედრიდან 14-ში რაფაელმა ძირითადში დაიწყო.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბრაგასთან" მატჩში სერ ალექს ფერგიუსონმა რაფაელს დასვენების საშუალება მისცა და მის პოზიციაზე ანტონია ვალენსია დააყენა.
"ყველა ფეხბურთელს სჭირდება დასვენება.წინა მატჩში სერ ალექსმა გადაწყვიტა,რომ მე არ მიმეღო მონაწილეობა და მოვმზადებულიყავი მომდევნო მატჩისათვის.იმედია ეს ერთ მატჩიანი დასვენება დადებითად იმოქმედებს ჩემზე." - განაცხადა რაფაელმა.
"მე ადრეც განვაცხადე და ეხლაც ვიტყვი,რომ ძალიან კარგად ვთამაშობ ანტონიო ვალენსიანსთან ერთად.ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს,როდესაც ვალენსია მარჯვენა ფლანგზე თამაშობს ჩემი აზრით ამ დროს მოწინააღმდეგე გუნდს დიდი პრობლემები ექმნება."
ბრაზილიელმა აღიარა,რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წარმატებამ უკვე დაავიწყდა წინა წლის წარუმატებლობა.
"ძალიან მოხარული ვარ,რომ ჩვენ უკვე გავინაღდეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა.სიმართლე გითხრათ ამ ფაქტმა უკვე დამავიწყა წინა წლის წარუმატებლობა.ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია,რომ რამოდენიმე ტურნირზე ერთად ვითამაშოთ." - დაასრულა რაფაელმა.