თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2014, 18:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2263,
კომენტარები: 5
პიკე: "იუნაიტედი" ყველაფერს გადალახავს
"ბარსელონას" მცველი, ხერარ პიკე მოგვითხროს იმის შესახებ, თუ როგორ გადაბარგდა იგი "ოლდ ტრაფორდიდან" "ნოუ კამპზე".
პიკე:
"ბარსელონას" მცველი, ხერარ პიკე მოგვითხროს იმის შესახებ, თუ როგორ გადაბარგდა იგი "ოლდ ტრაფორდიდან" "ნოუ კამპზე".

"სანამ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, სერ ალექსმა მე და ჩემი ოჯახი ვახშამზე დაგვპატიჟა. გაოცებული ვიყავი იმით, რომ კაცმა, რომელსაც 20 წელი გაუტარებია კლუბში, გამოძებნა დრო იმისათვის, რომ ყველასთვის უცნობ ბიჭს შეხვედროდა. იმ დროისთვის პროფესიონალ გუნდშიც კი არ ვთამაშობდი. ასე, თუ ისე, ის შეხვედრა შედგა. მე მადლიერი ვარ სერ ალექსის, იმ დღის გამო. ეს საუკეთესო მხრიდან აჩვენებს იმას, თუ როგორ უდგება იგი თავის საქმეს." - ციტირებს პიკეს სიტყვებს telegraph.co.uk.

"მე წილად მხვდა ერთ-ერთ საუკეთესო მცველთა დუეტთან ერთად მუშაობა - ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი. შემადგენლობაში მოხვედრა მართლაც რთული იყო. მე იჯარის წესით გამანათხოვრეს და როცა დავბრუნდი, სერ ალექსმა მკითხა, რომ მას ჩემი იმედი ექნებოდა და სეზონში მინიმუმ 25 შეხვედრას ჩავატარებდი. თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელი იყო. მალე "ბარსელონასგან" წამოვიდა შემოთავაზება და მე ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო."

"დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" ყველა სირთულეს გადალახავს. სერ ალექსი კლუბს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა და გასაოცარი სულაც არაა ის, რომ ახალი მენეჯერი გარკვეულ პრობლემებს განიცდის. ნამდვილად სიმართლეა რომ "სიტი" მკვეთრად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ქალაქის ძალაუფლება გამოიცვალა."


reddevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2014 18:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგი გენია იყო, იცოდა საქმის კეთება

პელეგრინიმ კიდე დაახვიოს
0
№2
ავტორი: buka oboladze
18 თებერვალი 2014 19:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
pique magrad mevaseba
0
№3
ავტორი: Manchester_M
18 თებერვალი 2014 19:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პიკე ჩვენი კაცი ყოფილა <3 :D
0
№4
ავტორი: RedGirl
19 თებერვალი 2014 01:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ქალაქი ყოველთვის წითელი იქნება !! პელეგრინიმ კიდე მიიღო დღეს პასუხი თავის ამბიციურ განცხადებებზე და იმედია მალე ოლდ ტრაფორდზეც მიიღებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Shako Jones
19 თებერვალი 2014 14:19
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შეცდომა იყო ამის გაშვება
და ბრავო ბარსელონას რო ასეთი ტალანტი აღმოაჩინა. თანაც სულ ორიოდე მატჩი ითამაშა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top