თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2014, 13:03
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 4
პიკე: მანჩესტერში "სიტი" #2-ია
ყოფილი "ეშმაკი" მანჩესტერულ კლუბებზე და კატალონიის "ბარსელონას" ძლიერებაზე საუბრობს.
პიკე: მანჩესტერში
ხერარდ პიკე აცხადებს რომ თუ იგი არჩევანის წინაშე დადგებოდა, იგი "იუნაიტედს" აირჩევდა მათი ამჟამინდელი ფორმის მიუხედავად. პიკე ამ კლუბში 3 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, მანამ სანამ "ბარსელონას" არ შეურთდა 2008 წელს, სადაც მან მალევე მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.

"იუნაიტედი" ახლა პრემიერ ლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულთან" ჰანდიკაპის შემცირებას. ამასობაში მათი ხმაურიანი მეზობლები პრეტენზიას აცხადებენ პრემიერ ლიგის ტიტულის დაუფლებაზე, განაგრძობენ ასპარეზს Capital One და FA Cup-ის თასებზე და ჩემპიონთა ლიგაზე კი ურთულესი შეხვედრა ელით კატალონიელებთან.

ზემოთ აღნიშნული შეხვედრა დღეს გაიმართება და "ქალაქელების" მთავარი მწვრთვნელი, მანუელ პელეგრინი მიიჩნევს რომ მისი გუნდი ნომერი პირველია მანჩესტერში. ამის მიუხედავად, ხერარდ პიკე აცხადებს, რომ "იუნაიტედი" მისი მეორე კლუბია და არჩევანის არსებობის შემთხვევაში ის ოლდ ტრაფორდზე თამაშს ამჯობინებდა, ვიდრე ეტიჰად სთედიუმზე.

"თქვენ როგორ ფიქრობთ ?" ასე უპასუხა მან, როდესაც მას კითხვა დაუსვეს თუ რომელ კლუბში ასპარეზს ისურვება იგი. "თუ მე არჩევანის წინაშე დავდგებოდი, აუცილებლად "იუნაიტედს" ავირჩევდი."

"მე "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია და მისი დატოვება სულაც არ მსურს. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ რომ "იუნაიტედი" ჩემთვის ნომერი მეორე კლუბია "ბარსელონას" შემდეგ. მე ვისურვებდი, "მანჩესტერში" უფრო მეტი მატჩი ჩამეტარებინა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი სამი წელი იყო, რომლის მანძილზეც მე დიდი გამოცდილება შევიძინე."

პიკე მიიჩნევს, რომ მისმა ამჟამინდელმა კლუბმა დანარჩენ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს რომ იგი ისევ საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ მათ ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად 2011 წელს მოიგეს, სადაც ფინალში სწორედ "იუნაიტედი" დაამარცხეს.

"ვფიქრობ, კლუბებს ისე აღარ ეშინიათ ჩვენი როგორც უწინ, ვინაიდან კლუბმა ვერ მოახერხა ბოლო ორი წლის მანძილზე ამ ჩემპიონატის მოგება. მაგრამ მიმაჩნია, რომ ისინი ჯერ კიდევ გვცემენ პატივს, რადგან ჩვენს შემადგენლობაში მსოფლიოს, ევროპის, და ლა ლიგის ჩემპიონები თამაშობენ."

"ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია საუკეთესოები ვიყოთ, მაგრამ მანამდე ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ რომ ეს შესაძლებელია. ახლა გუნდი კარგად გამოიყურება. ჩვენ ლა ლიგის სათავეში ვართ, ვფლობთ ბურთს და გაგვაქვს გოლები. კლუბისთვის ეს შესანიშნავი შანსია რომ აჩვენოს თუ რა დიდებული ფეხბურთელები გვყავს ჩვენ, რომელთაც ყველაფრის მოგება შეუძლათ." - დაასრულა პიკემ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2014 13:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პელეგრინიმ დააყენოს ერთი ადგილი ნუ გაბლატავდნენ wink

კარგი პასუხი იყო, ეხლა ბარსასკენ ვიქნები დღეს cerealguy gun2
0
№2
ავტორი: chudikone
18 თებერვალი 2014 13:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: გიორგი
კარგი პასუხი იყო, ეხლა ბარსასკენ ვიქნები დღეს

მიუხედავად თანაქალაქელების უსაზღვრო სიძულვილისგან იმ კლუბს ნამდვილად ვერ ვუბალეშიკებ ვინც ფინალში ორჯერ მოგვიგო. ამ ორთაბრძოლაში სიტისკენ ვარ! მეტს მაინც ვერ გაქაჩავენ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Rosso Diavolo
18 თებერვალი 2014 17:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მანჩესტერი წითელია და მუდამ წითელი დარჩება manunited
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 თებერვალი 2014 19:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პრემიერ ლიგის გუნდებს ვბალეშიკობდი მაგრამ პელეგრინმა გაიჯვა და ახლა მარტო არსენალს და ჩელსის ვბალეშიკობ მანჩესტერს თავის თავად. ერთი ამათ გადაახიონ როგორ გამისწორდება :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top