კაპიტანი სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებს, "იუნაიტედი" კი მის ღირსეულ შემცვლელს ეძებს.
რობინ ვან პერსის მომავლის შესახებ უამრავი ჭორი აგორდა ბოლო კვირების მანძილზე. თუ ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, ჰოლანდიელი "იუანიტედს" დატოვებს და ყოფილ კლუბს, "არსენალს" დაუბრუნდება.
"იუნაიტედს" წლობის მანძილზე კაპიტნობდა ნემანია ვიდიჩი, თუმცა რატომღაც, წითლების ლიდერმა წასვლა გადაწყვიტა და მისი პოსტი ცარიელი რჩება. ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს ვიდიჩის ღირსეულ შემცვლელს.
პრესაში პერსის, როგორც მომავალი კაპიტნის სახელი ხშირად გვხვდებოდა, თუმცა ოფიციალური საიტის გამოქვეყნებულ სიაში ის არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, პერსი "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარეგბამდე "მეთოფეების" კაპიტანი იყო, ასევე მან მოირგო კაპიტნის სამკლაური ზაფხულის ტურნეს დროს. ნუთუ რობინი არ აკმაყოფილებს ხელმძღვანელობის მოთხოვნილებებს?
რობინისგან განსხვავებით, კანდიდატთა სიაში მოხვდა:
1. უეინ რუნი.
2. დავიდ დე ხეა.
3. ჯონი ევანსი.
4. ფილ ჯონსი.
5. დარენ ფლეტჩერი.
ვიდიჩს ტრამვების დროს ხშირად ცვლიდა ევრა, თუმცა სიაში ვერც ის აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ფრანგიც მიბაძავს მეგობარს და ვიდიჩის მსგავსად ისიც დატოვებს კლუბს სეზონის ბოლოს.
ვის აირჩევს "იუნაიტედი"? ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. თუმცა, რუნი მაინც ყველაზე რეალურ კანდიდატად რჩება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ის ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში £300 000 გახდება.
DailyMail.co.uk