თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2014, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1785,
კომენტარები: 4
განათხოვრებული მოთამაშეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვიდმა განათხოვრებულმა ფეხბურთელმა სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ...
განათხოვრებული მოთამაშეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვიდმა ფეხბურთელმა, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში გამოდიან იჯარის წესით, გარკვეული სათამაშო დრო მიიღეს week-end-ზე, თუმცა გამარჯვება ვერც ერთმა ვერ იზეიმა.

ნიკ პაუელი, რომელიც ამ დროისათვის ტრავმას იშუშებს, ტრიბუნებიდან აკვირდებოდა იმას, თუ როგორ გამოთიშა "უიგანმა" ოლე გუნარ სოლსკიაერის "კარდიფი" ინგლისის თასის გათამაშებიდან (2:1). უილფრიდ ზაჰამ 90 წუთი დაჰყო მოედნაზე და ერთადერთ გოლში მიირო მონაწილეობა, რომელიც ასევე "იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრეიზერ კემპბელმა გაიტანა. მოგვიანებით თავად ზაჰამ "ჩაუტარა" გამოცდა, თუმცა მეკარემ იგი წარმატებით ჩააბარა.

"დონკასტერს", რომლის კარსაც სემ ჯონსტონი იცავს, ერთი წუთი არ ეყო სულ რაღაც, რომ გამარჯვება ეზეიმა. 20 წლის მეკარე 89 წუთზე განხორციელებულ დარტყმას ვერ გაუმკლავდა და მსაჯმა საბოლოო შედეგი, 2:2 დააფიქსირა.

ფედერიკო მაკედამ 90 წუთი ითამაშა "ბირმინგემის" შემადგენლობაში, მაგრამ ეს სულაც არ დახმარებია "ბირმინგემს" იმაში, რომ დამარცხებას არიდებოდა. "ჰადერსფილდმა" 2:1 სძლია მეტოქეს. არც ტომ ტორპს და არც ტაილერ ბლეკეტს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"კარლაილის" შეხვედრა გადაიდო უამინდობის გამო, ამიტომ სემ ბირნმა და ჩარნი ეკანგამენემ ვერ მიიღეს თავის გმაოჩენის საშუალება. ჯეკ რაჯი "ტორკი იუნაიტედის" განაცხადში ვერ მოხდა, რომელმაც ჩესტერფილდში 3:1 წააგო.

კვირას უილ კინმა 57 წუთი ითამაშა "ქპრ"-ს შემადგენლობაში, რომელმაც "რედინგთან" 3:1 წააგო.

საზღვრებს გარეთ მოთამაშეებს რაც შეებათ, ანხელო ენრიკესი 56 წუთზე შეცვლაზე შემოვიდა "რეალ სარაგოსას" შემადგენლობაში, რომელმაც ფრე ითამაშა "ტენერიფესთან" (1:1). ანდერსონს სატადარიგოთა სკამიდან მოუხდა "ფიორენტინა" - "ინტერის" მატჩზე თვალის დევნება, რომელში მისი გუნდი 1:2 დამარცხდა. ბებე კი ვერაფრით დაეხმარა "პასუშ დე ფერეირას", რომელიც "ბენფიკასთან" 2:0 დამარცხდა.

manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
17 თებერვალი 2014 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მოკლედ არავის არაფერი გაუკეთებია
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 თებერვალი 2014 16:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
gilmour,
ahaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2014 18:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაკედას ერთი გაუვარდა წინაზე და ეგ იყო, ზაჰა კარგად თამაშობს კარდიფში და დროული იყო განათხოვრება, სკამზე დალპობას ჯობდა ეთამაშა კაცს. პაუელის ტრავმა ყველაზე ცუდად დაემთხვა, არარადა მაგარ ფორმაში იყო
0
№4
ავტორი: chudikone
17 თებერვალი 2014 19:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან გამიტყდა კარდიფი რო გამოვარდა თასიდან :( ზაჰა მაგრად შეეწყო გუნდს და მარცხენა ფლანგიდან სულ აქტიურობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top