ხუან მატას მორიგი გზავნილი გულშემატკივრებს დუბაიდან.
მოგესალმებით ყველას!
დღეს მე გწერთ
დუბაიდან. აქ შესანიშნავი ტემპერატურაა და საერთოდ ვერ იფიქრებ რომ ახლა თებერვალია. მიზეზი აქ ყოფნისა ის გახლავთ, რომ "არსენალთან" მატჩის შემდეგ უახლოს 10 დღეში ჩვენ თავისუფლები ვიყავით და კლუბის აზრით აქ გამომგზავრება ჩვენთვის კარგი იქნებოდა. მთავარი მიზანი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი ელემენტები დავმუხტოთ პრემიერ ლიგის დასკვითი ნაწილისათვის.
ასეთი შესვენებები ყოველთვის დადებითად მოქმედებს. ეხმარება გუნდს კიდევ უფრო გაძლიერებაში გვავიწყებს იმ რთულ გრაფიკს, რომელიც პრემიერ ლიგის სავიზიტო ბარათია.
ასევე სასიამოვნოა, როდესაც ხედავ რომ კლუბს ამდენი ფანი ჰყავს მთელი მსოფლიოს გარშემო.პერსონალურად,
ეს დღეები მე ძალიან დამეხამრება, რათა კლუბში კიდევ უფრო დავიმკვიდრო ადგილი. აქ გადამხდარ მოვლენებს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიზიარებ. და რაც მთავარია,
ვმუშაობ თავდაუზოგავად და ვეჩვევი ვარჯიშის ახალ სტილს, მე ხომ ჯერ 3 კვირაა რაც ამ კლუბს შევუერთდი. აქ დღეები უფრო გრძელი გეჩვეება... სავარჯიშო სესიები და შეხვედრები სპონსორებთან. ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ერთად, თუმცა თავისუფალი დროც საკმაოდ გვაქვს. ასე რომ მე შემიძია გავიცნო ქვეყანა და მისი კულტურა.
მართალია, აქ ძალიან კარგი ამინდებია. ყოველი დღე მზიანიდა და ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი უკან ნამდვილად გარუჯული დაბრუნდება. ხვალ ჩვენ
მანჩესტერში დაბრუნდებით, რათა დარჩენილი სეზონისთვის მოვემაზდოთ და
ვიმედოვნებთ რომ ამით დაიწყება დადებითი შედეგების ჩვენება პრემიერ ლიგაში.ჩვენი უკანასლნელი მატჩი "არსენალთან" ფრედ დასრულდა. ეს ცუდი შედეგი არ გახლავთ, მაგრამ მომენტები გვქონდა და შეგვეძლო გამარჯვება. ეს უკანასკნელი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამისთვის ვირჯებით ჩვენ. ახლა კი სეზონის ბოლო უფრო და უფრო ახლოსაა.
დადებითი რაც იყო, ის გახლავთ რომ ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ დაცვაში და არ მივიღეთ გოლი საკუთარ კარში.დუბაიში ყოფნისას, მე ტელევიზიის საშუალებით ბევრ მატჩს მივადევნე თვალი. ორივეს, FA CUP-საც (ვულოცავ მათ, ვინც შემდეგ ეტაპში გავიდა) და დანარჩენი ევროპის თამაშებსაც. ესპანეთში "ბარსამაც" და "ატლეტიკომაც" მოახერხეს მეტოქის დამარცხება. ეს იმაზე მიგვითითებს
თუ როგორი დაძაბული ბრძოლა გველის წინ. ასევე, "რეალმაც" დაამარცხა მისი მოწინააღმდეგე "ხერაფე" და ცხრილის სათავეში ისევ სიმჭიდროვეა. მგონია რომ ყველაფერი სეზონის დასასრულამდე, ორი კვირაში გადაწყდება.
მე ასევე ვადევნებ თვალს
სოჭის ოლიმპიადას. უამრავი შესანიშნავი სპორტის სახეობა არის წარდგენილი. მაგალითად სკელეტონი და ბობსლეი. ისინი დაუჯერებლად დიდ სისწრაფეს ანვითარებენ. მე ასევე ვუყურებდი ხავიერ ფერნანდეზს, ესპანელ მოციგურავეს. მას ძალიან ცოტა დააკლდა მედლის მოპოვებამდე. საწყენია, მაგრამ მან მაინც შესანიშნავად იასპარეზა. გავამხნევოთ!
როგორც უკვე ვთქვი, მე მაქვს
"იუნაიტედის" მაისური, რომელიც მინდა ლატარიით გავატამაშო. მინდა რომ ფოტო
გამომიგზავნოთ, რომელზედაც 8 ნომერზე იქნება ყურადღება გამახვილებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს საფეხბურთო მაიკა იქნება თუ სხვა რამ. მთავარია იყოს განსხვავებული და სახალისო. ყველაზე მეტად რომელიც მომეწონება, მისი ავტორი მიიღებს ჩემს მაისურს ჩემივე ავტოგრაფით. წინასწარ გიხდით მადლობას მონაწილეობის მიღებისთვის და თავდაუზოგავი მხარდაჭერისთვის.
სიყვარულით
ხუანი.