მუხლის ტრავმის შემდეგ, ფილ ჯონსი კარგად პროგრესირებს და ახლოა პირველ გუნდში დაბრუნებასთან . სერ ალექს ფერგიუსონი ვარაუდობს რომ, მას არ უნდა დასჭირდეს დიდი ხანი ფორმის აღსადგენად და ფიქრობს რომ შემდგომ პირველ საშიანაო მატჩში, "ქუინს პარკ რეინკერსსთან" მიიღებს ახალგაზრდა მცველი მონაწილეობას. მატჩი პრემიერ ლიგის კალენდრით 24 ნოემბერს გაიმართება. "იგი ორშაბათიდან შეუერთდება პირველ გუნდს და ფქირობ რომ, ათი დღე სამკმარისი იქნება , იმისათვის რომ ფილმა აღიდგინოს ძველებური ფორმა" განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა MUTV-სთან ინტერვიუში. მან ასევე ივარაუდა რომ გუნდის კაპიტნის, ნემანია ვიდიჩის დაბრუნება მალე არ მოხერხდება. "ნემანია დიდი ხნით დაისვენებს. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ იგი ახალ წლამდე" დაამატა ბოსმა.