თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2014, 14:09
ავტორი: Esi,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 10
რას წერენ გაზეთები?
უეინ რუნიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი...რატომ უნდა წასვლა ვან პერსის?
რას წერენ გაზეთები?
რას წერენ გაზეთები?

#1. მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა უეინ რუნიმ, კლუბთან ახალ 4.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება პრემიერ ლიგის ისტორიაში.

#2. თურქული კლუბი გალათასარაი და ლივერპული დაინტერესებულები არიან მანჩესტერ სიტის მარჯვენა მცველით, მიკა რიჩარდსით. ორივე ზემოდხსენებული კლუბი მზადაა, ფეხბურთელში £8 მილიონი გადაიხადოს.

#3. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება, ლონდონის ჩელსი მზადაა შეიძინოს ურუგვაის ნაკრების ფორვარდი ედისონ კავანი და ინგლისელი ახალგაზრდა მცველი ლუკ შოუ.

#4. მანჩესტერ იუნაიტედი ეცდება დორტმუნდის ბორუსიიდან ერთბაშად ორი გერმანელი ფეხბურთელი შეიძინოს.საუბარია ილკაი გუნდოგანსა და მარკო როისსზე.ასევე კლუბი მზადაა ამ ტრანსფერში იაპონელი შინჯი კაგავა ჩართოს.

რას წერენ გაზეთები?

#1. ორი ლივერპულური კლუბი, ლივერპული და ევერტონი მზად არიან შეიძინონ, ლევანტეს 27 წლის კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასი.

რას წერენ გაზეთები?

#1. დარენ ფლეტჩერი თხოვს დევიდ მოიესს, რომ ათამაშოს ძირითად შემადგენლობაში.

#2. დევიდ მოიესს სურს შეიძინოს მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი ჟოაო მირანდა.

#3. თურქული კლუბი ახლოსაა შეიძინოს ლონდონის არსენალის მცველი ბაკარი სანია.

რას წერენ გაზეთები?

#1. ლონდონის არსენალის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ისინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხულიან დრაქსლერს შეიძენენ და ამ ფეხბურთელში მათ არავინ შეეცილება.

#2. ფულჰემმა რენე მალესტინი ფელიქს მაგათით შეცვალა.

#3. როი ჰოჯსონი მოხარულია, რომ რაჰემ სტერლინგი მომავალ კვირას დაბრუნდება. მოგეხსენებათ სტერლინგი ინგლისის 30 კაციან განაცხადშია.

#4. ყოფილი ტოტენჰემ ჰოთსპურის მწვრთნელი და ამჟამად ქუინს პარკ რეინჯერსის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს მიუნხენის ბაიერნს და ნება დართოს გერმანელება ქუინს პარკის მოედანზე ივარჯიშონ.მოგეხსენებათ ამ კვირაში გერმანელები ლონდონის არსენალს დაუპირისპირდებიან ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ მატჩში.

რას წერენ გაზეთები?

#1. ალან პარდიუს შანსი აქვს რომ ერთი მატჩით გადაწყვიტოს მისი ბედი ნიუკასლში.

#2. მადრიდის რეალის ნახევარმცველით, სამი ხედირათი, ლონდონის ჩელსია დაინტერესებული.

#3. მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის სურს დაბრუნდეს არსენალში.

#4. მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ თუ ტონი კროოსი ამ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედში გადავა, მაშინ ეს მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: name.fanex
16 თებერვალი 2014 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
კავანი გაასწორებს
0
№2
ავტორი: Malboro463
16 თებერვალი 2014 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ვან პერსი წავა ზაფხულში
0
№3
ავტორი: ლადო
16 თებერვალი 2014 14:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ვან პერსის წასვლა იმ შევთხვევაში მოხერხდება, თუ კავანიში გავცვლით, ისე არსად წავა
0
№4
ავტორი: Berba 9
16 თებერვალი 2014 15:24
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ანუ რენე დროებითი მწვრთვნელი იყო, თუ ესე მალე რატო შეცვალეს ვერ მივხვდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: red devil
16 თებერვალი 2014 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kroosi gündogani coentrao subotichi draxleri da moura gavushvat clerveli, yangi, kagawa, vidic, evra, ferdinandi,
0
№6
ავტორი: chudikone
16 თებერვალი 2014 16:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რატო დამკვიდრდა ამ მწვრთვნელების ჰაი ჰარალოზე შეცვლა და დათხოვნები არ ვიცი. ძალიან გამაღიზიანებელია უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
16 თებერვალი 2014 17:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდოგანი როისი ერთად სასწაული ტრანსფერი იქნება
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
16 თებერვალი 2014 17:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როისი და კიდე კარგი მცველები გვინდა და ეგაა!!
0
№9
ავტორი: Manchester_M
16 თებერვალი 2014 19:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როისი და გუნდოგანი ერთად დორტუმუნდიდან გადმოყვანა არარეალურია. მალესტინს რატო არ აცადეს გაკვირვებული ვარ :X. პერსის ჯერ არავინ გაუშვებს თუ თვითონ არ წავიდა :X

სგ ავტორ კაი სიახლეა !!!!
0
№10
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2014 09:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
gundogani roisi da kroosi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top