''იუნაიტედის'' ფორვარდი უეინ რუნი იმედს იტოვეს, რომ "არსენალთან" გამართული მატჩში დაშვებული შეცდომები კარგად დაეხმარება გუნდს ამიტომ ისინი მზად არიიან იგივე შეცდომები აღარ გაიმეორონ შემდეგში რათა ღირსეულად დაასრულოს სეზონი ''იუნაიტედმა''.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის მიმინარე სეზონში. ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც, მოუთმენლად ველით ამ საინტერესო შეხვედრებს. - ციტირებს რუნის სიტყვებს ოფიციალური საიტი. ვფიქრობ, ოთხშაბათს კარგად გამოვიჩინეთ თავი. ფრე არ არის ცუდი შედეგი გასვლით შეხვედრაში. "არსენალი" საკმაოდ კარგი გუნდია განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში ვნხეთ თუ რა შეუძლიათ, თუმცა ჩვენ მხოლოდ 1ქულის წამოღება შევძელით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მოგებას და 3 ქულის აღებას ურობლემოდ შევძლებდით".
"არსენალთან მოპოვებული 1 ქულა კარგია, თუმცა ახლა საჭიროა ჩვენი თავდაჯერებულობა გამოვიყენოთ სხვა მატჩებში რათა იგივე შეცდიმები აღარ დავუშვათ. სეზონის დიდი ნაწილი არ გამოდგა ჩვენთვის კარგი, ამიტომაც საჭიროა დროულად ჩავდგეთ ფორმაში რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს სეზონის ბოლომდე".
"ჩვენ გვაქვს დასვენება მომავალ შეხვედრამდე, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური მომზადება შეგვმატებს საჭირო ძალებს შემდეგი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ ერთად გატარებული დრო კარგად იმოქმედებს კლუბზე. ჩვენ ერთად მოგვიწევს ყოფნა ამ დროის მანძილზე, რაც კლუბს ძალიან წაადგება."
"ჩვენ ახლა განსხვავებულ ატმოსფეროში ვიმყოფებით ვიდრე გასულ სეზონში, ამიტომ საჭიროა ეს დრო გამოვიყენოთ ძალების აღსადგენად. ჩვენ მომზადებულები დავბრუნდებით "კრისტალ პალასთან" შეხვედრისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც მზადყოფნაში დავხვდებით როგორც ''იუნაიტედს'' სჩვევია".
ასევე უეინმა კომენტარი გააკეთა ხუან მატას ტრანსფერზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ეს საოცარია! ხუანის სახით ''იუნაიტედმა'' შეიძინა მსოფლიო დონის ფეხბურთელი. რა საკვირველია მას გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტირებისთვის, რათა ჩვენთან ერთად მიეჩვიოს თამაშს. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დავიწყებთ გოლების გატანას, ასევე გავახარებთ დიდი ხნის დამწუხრებულ გულშემატკივარს და დავეხმარებით კლუბს წარმატების მიღწევაში" - დაასრულა ინგლისელმა.
წყარო: manutd.ru
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.