ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც რუუდ ვან ნისტელროია გამოსახული. ფოტოზე რუუდი თავისი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს და ფიზიკურ დატვირთვასაც იღებს. მოგვიანებით კი ჰოლანდიელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბმული, რომელშიც ის ამბობს, რომ კვირაში 6 დღეს ვარჯიშობს.
მინიშნება იმის შესახებ, რომ ნისტელროი დიდ ფეხბურთს უბრუნდება, თავად გააკეთა. იგი წერს: "როგორც კი ბუცები ჩავიცვი, ისეთი შეგრძნება მქონდა, ტითქოს არც არასოდეს გამეხადოს. მიხარია, რომ ისევ დავუბრუნდი ვარჯიშებს." ორი დღის შემდეგ კი განაცხადა: "გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მე რამდენიმე საინტერესო ამბავი მაქვს, რომელსაც უახლოეს დღეებში მოგაწვდით."