პოლონეთისა და "დორტმუნდის ბორუსიას" 9 ნომერი, რობერტ ლევანდოვსკი საგონებელშია ჩავარდნილი, მას არ უნდა მიატოვოს კლუბი, თუმცა მაინც სურს, რომ შეიცვალოს გარემო. საქმე იმაშია, რომ პოლონელს რამდენიმე, კერძოდ კი 2 კარგი შემოთავაზება აქვს, გრანდებისაგან. "იუნაიტედის" და ახლა უკვე "იუვენტუსის" სახით. "იუვე" მზადაა მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, როგორც "Goal.com" გვაცნობს. თუმცა არანაკლები შეთავაზება აქვს "იუნაიტედს" თანხა დაახლოებით იგივე და ხელფასი 2ჯერ მაღალი ვიდრე გერმანულ კლუბში აქვს. 24 წლის თავდამსხმელმა წინა სეზონში, "დორტმუნდის" რიგებში 30 გოლი გაიტანა, სხვადასხვა ჩემპიონატებზე, მას შემდეგ მასზე მოთხოვნილება გაიზარდა. კლოპის განცხადებით, რობერტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მის დათმობას არ აპირებს. როგორც უკვე ვიცით, "იუნაიტედმა" ვან პერსის გადმოყვანამდე, ლევანდოვსკის შეთავაზა გადმოსვლა, თუმცა მან იუარა. ახლა კვლავ გრძელდება ამ თემაზე საუბარი და თუ პოლონელი გადავა "იუნაიტედში" შესაძლოა ერნანდესმა ადგილი დაკარგოს გუნდში და გადაბარგებაზე იფიქროს, თუმცა ეს მხოლოდ მომავალია.