თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 20:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2117,
კომენტარები: 10
მოიესი ბრაზილიელის ყიდვას ცდილობს
მოიესის მცდელობა - ბრაზილიელი ფეხბურთელის 17 მლნ. ფუნტად შეძენისა, ესპანურმა გაზეთმა გამოააშკარავა.
მოიესი ბრაზილიელის ყიდვას ცდილობს
ესპანური გაზეთი, AS ამტკიცებს, რომ მოიესის მცდელობა, "ატლეტიკო მადრიდის" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ფილიპე ლუისის შეძენისა, კრახით დასრულდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პატრის ევრას შემცვლელს ეძებენ, ხოლო ფაბიო "კარდიფში" გაუშვეს, ესპანური გაზეთი ამტკიცებს, რომ მოიესი კონცენტრირებული იყო ლუისზე, თუმცა კლუბისგანაც და მოთამაშისგანაც უარი მიიღო.

მოიესი აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს. ბევრი მიიჩნევს, რომ პატრის ევრა სეზონის ბოლოს "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, ამიტომაც მოიესს სჭირდება მისი შემცვლელი.

დევიდ მოიესმა კრახი განიცადა ლეიტონ ბეინსის შესყიდვის დროსაც, რამეთუ ინგლისელმა "ევერტონთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაც შეეხება ლიუკ შოუს, როგორც მიიჩნევენ მას ძალიან სურს თავის საოცნებო კლუბში თამაში. ეს უკანასკნელი კი ლონდონის "ჩელსია". შოუ "არისტოკრატებს" ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

ლუისი 2010 წელს "დეპორრტივო ლა კორუნიდან" გადმოსვლის შემდეგ შეუერთდა "ატლეტიკოს" და ჯერ კიდევ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მარცხენა მცველად მთელი ევროპის მასშტაბით. როგორც ამბობენ, 28 წლის ბრაზილიელს სურს "ატლეტიკოს" შემადგენლობაში დარჩენა, რადგან მადრიდელები ლა ლიგის პირველობისთვის იბრძვან, ეს კი ბრაზილიელ მოთამაშეს ნაკრებში მოხვედრასა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშში დაეხმარება.


http://www.manutd8.com/
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 20:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი ფეხბურთელია!!!
0
№2
ავტორი: Manchester_M
15 თებერვალი 2014 20:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ ვიცი ამის თამაში და რავი მგონი ჯობია ვინმე გამოცდილი მცველი ვიყიდოთ კოენტრაო მინდა მარცხენა მცველად :X
0
№3
ავტორი: Gio Ghonghadze
15 თებერვალი 2014 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
იმედიაბოლოს ვინმე ნორმალურს ვიყიდით
0
№4
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 21:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
normaluri motamashea...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2014 21:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შოუ მინდა მაგრად, მაგრამ წავა ჩელსიში. კოენტრაო დაეთრიათ თავის დროზე, მაგრამ სად შეუძლიათ
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 21:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Manchester_M,


ძმა ამას გამოცდილება არ აკლია.ატლეტიკოში 105ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ამაზე მეტი გამოცდილება რა გინდა?
0
№7
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 21:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შოუ ყველაზე ნაღდი ვარიანტია, მაგრამ იუნაიტედმა რომ 20 მლნ შეთავაზოს და ჩელსიმ 10, ჩელსიში გადავა
0
№8
ავტორი: Luka Gelashvili
15 თებერვალი 2014 22:06
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ფაბიო ხო გაყიდეს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 22:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Luka Gelashvili,

კი
0
№10
ავტორი: red devil
16 თებერვალი 2014 07:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Coentraos daitrevda mag fasad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top