"იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგმა ისაუბრა თავისი შთაბეჭდილებების შესახებ "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ. კითხვაზე იმოქმედა თუ არა დადებითად "იუნაიტედზე" იმ ფაქტმა, რომ სტადიონზე შუქი დროებით არ იყო კრისმა უპასუხა.
"დიახ, ვფიქრობ ჩვენ დაგვეხმარა ამ ფაქტმა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო იმის შემდეგ რაც გოლი გაგვიტანეს. რაღაც უნდა შეგვეცვალა თამაშში.
ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა ამას არავითარი სარგებელი არ მოჰქონდა. ამიტომაც ამ შესვენებამ დადებითად იმოქმედა ჩვენზე".
სმოლინგმა აღნიშნა უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის პროფესიონალიზმი, სწორედ ამ ორი ფორვარდის ზუსტი დარტყმების შემდეგ მოახერხა "იუნაიტედმა" თამაშის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.
"რობინ ვან პერსი - ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ერთი მომენტი ჭირდება. მისი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
ვფიქრობ ამ მატჩში უეინ რუნიმ თავისი სიმამაცე დაამტკიცა. მას სურდა დაემტკიცებინა, რომ პენალტს ზუსტად ასრულებს.
ეს ძალიან კარგი თვისებაა, რომელიც მხოლოდ ლიდერებს ახასიათებთ".
კრისმა ასევე ისაუბრა თავის პირველ გუნდში დაბრუნების შესახებ.
"ჩემი ბოლო თამაში "იუნაიტედის" რიგებში ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ჩემთვის ძნელი იყო გუნდის თამაშებისათვის მხოლოდ თვალი მედევნებინა. შესანიშნავია, რომ პირველ გუნდში სწორედ ასეთი მატჩის დროს დავბრუნდი.
ჩვენ 12 ქულა გვაქვს. ეს შესანიშნავია" - განაცხადა კრისმა.