თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2415,
კომენტარები: 11
საზაფხულო წმენდა და მომავლის პოტენციალი
ზაფხულში კლუბი სულ შეიცვლება.
საზაფხულო წმენდა და მომავლის პოტენციალი
"მანჩესტერ იუნაიტედის" არაოფიციალურ საიტზე გავრცელდა ერთი ძალიან საინტერესო სტატია, რომლის ავტორიც Shane Mahon გახლავთ. შეიძლება ამ კაცის საუბარი აქ დაწერის ღირსი არაა, მაგრამ მე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ამ საკითხთან დაკავშირებით.

გულშემატკივრები და ჟურნალისტები არ წყვეტენ საუბარს შესაძლო საზაფხულო წმენდასა და ახალ კონტრაქტებზე, მაგრამ მოდით ყველამ ვკითხოთ საკუთარ თავს,რომელ სუპერვარსკვლავს მოუნდება იმ კლუბში თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება? მე "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ და ვერ ვხედავ იმას თუ როგორ უნდა ავიდეს გუნდი მე-7 ადგილიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ოთხეულზე. უკვე დროა გულშემატკივრები შევეგუოთ დღევანდელ რეალობას და მომავალს ილუზიით არ შევხედოთ.

ოთხეულში მოხვედრა ჯერ-ჯერობით მიუღწეველი ოცნებაა და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაც კი არ არის გარანტი იმისა, რომ "მანკუნიანელები" მომავალ სეზონში ამ ტურნირზე ითამაშებენ. ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" დაკარგავს თავის ადგილს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უეფა-ს ცალკეული კომისიის გადასაწყვეტია. არაჩვეულებრივი ინქებოდა, მაგრამ არის კი შანსები? ამ სტატიას "არსენალთან" მატჩის შემდეგ ვწერ, რომელიც იგივე "ლივერპულმა" ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე მიწასთან გაასწორა.

სიამოვნებით ვკითხავდი დევიდ მოიესს, თუ რომელი ადგილის დაკავებას ელოდება სეზონის ბოლოს.

დღევანდელი შემადგენლობა - შესაძლო წასვლები


პირველი მოთამაშე, რომელმაც შემადგენლობა დატოვა, ანდერსონი გახლავთ. იჯარით გადავიდა ზაჰა "კარდიფში" და აქ გადასვლაც არ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ სათამაშო ფორმის დაკარგვასთან.

რაც შეეხება ტომ კლევერლის...არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ეს არის ადმაიანი, რომელსაც მომავალ პოლ სკოულზად მიიჩნევდნენ. ახლა კლევერლი როგორც მინიმუმ გადაჭარბებით შეფასებულ მოთამაშეს ჰგავს, რომელიც სკოულზთან ერთად თამაშის დროს უკეთესად გამოიყურებოდა. ასეთია ჩემი პოზიცია კლევერლისთან დაკავშირებით. მას ვერ ვხედავ იმ "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რომელსაც თასის აღება შეუძლია. მოდით ისტორიას ჩავუღრმავდეთ. ვინმეს შეუძლია დაასახელოს ნახევარმცველი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთელი სეზონით გაუშვა იჯარით რომელიმე კლუბში, მერე იგი დაბრუნდა და ძირითადის ფეხბურთელი გახდა? მე არ შემიძლია. "უიგანიდან" დაბრუნების შემდეგ, კლევერლიმ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა. ამ სეზონში იგი ძირითადის ღირსი არაა. "იუნაიტედისა" და კლევერლის სანაკრებო კარიერისთვისაც აჯობებს, რომ სხვა კლუბში გადავიდეს.

მე მზად ვარ, შანსი მივცე მარუან ფელაინის, გამომდინარე მისი ტრავმებიდან, თანაც მინდა დავრწმუნდე, რომ 27 მლნ საქმეში დაიხარჯა.

რაფაელის ფორმა - ნამდვილი გამოცანაა. მე ვფიქრობ, რომ იგი ამ სეზონში გაცილებით ცუდად მოქმედებს დაცვაში, ნორმალურ მოწოდებებს კი საერთოდ ვერ აკეთებს თავდასხმისას, ამის დასტურად შეგვიძლია "ფულემთან" მატჩი ავიღოთ.

ნემანია ვიდიჩი მიდის, ფერდინანდი კარიერის დასრულებაზე ფიფქრობს...ჩვენი დაცვის მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოსილი და ოპტიმიზს ანელებს.

ტრანსფერებს რომ დავუბრუნდეთ, მაინტერესებს თუ შევძლებთ მატას დონის მოთამაშეების მიზიდვას და ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილებს თუ შემოგვიერთდება ვინმე.

რაც შეეხება სკაუტების სისტემას


ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ ჩვენ, ისე როგორც არავის შეგვიძლია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა. როცა ფერგიუსონმა წასვლის შესახებ განაცხადა, ცოტა ვინმემ თუ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ მთავარი სკაუტის პოსტი დატოვა მისმა ძმამ, მარტინ ფერგიუსონმა. ამ უკანასკნელმა თავის დროზე რუუდ ვან ნისტელროი გადმოგვიყვანა და მისმა წასვლამ კლუბს ძლიერ ავნო.

იმისათვის, რომ გუნდი გადააწყო, სკაუტთა ძლიერი სისტმაა საჭირო. ისტორია გვიჩვენებს, რომ ძლიერი სისტემით შესაძლებელია ჩემპიონი გუნდის ჩამოყალიბება. ჩვენ ადნან იანუზაი გვყავს, რომლისთვისაც არამარტო ქვეყნები, არამედ საუკეთესო კლუბებიც კი იბრძვიან. თუ შევძლებთ და მას შევინარჩუნებთ, ასევე ძლიერ სკაუტს ვიშოვით, ეს დიდი წარმატება იქნება.

ვუდვორდის დაპირება - გუნდის გაძლიერება


ედ ვუდვარდის სიტუაცია - ჩემი აზრით გლეიზერების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც გამოწვეული იყო დევიდ გილის წასვლით. ვუდვორდი კომერციულ განყოფილებაზე აგებდა პასუხს და უცებ ერთ-ერთ მთავარ თანამდებობაზე აღმოჩნდა კლუბში. ანდერ ერერასთან კონტრაქტის გაფორმება ყველას მოსწონდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ იგი ხელიდან გავუშვით, ვუდვორდისა და მისი დამხმარეების ცუდი მუშაობის შედეგია.

ჯერ უცნობია, ზედმეტი გადავიხადეთ თუ არა ფელაინიში - ამას დრო გვაჩვენებს. იმედი მაქვს, რომ გლეიზერების მიერ გამოყოფილი ფული და მოიესის სატრანსფერო პოლიტიკა გუნდს ძლიერ გააძლიერებს.



http://redevils.ru
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 11:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ავტორ, გამართულად წერ...

რაც შეეხება იუნაიტედ ვფიქრობ, რომ ოთხეულში მაინც შევალთ და ეს გვიშველის...
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 12:37
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საღოლ ავტორ კარგია !! აქტიურობ მომწონს შენი სიახლეები
0
№3
ავტორი: red devil
15 თებერვალი 2014 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლადო,
shansi agar gvaq otxeulis da droa sheveguot
0
№4
ავტორი: Count Alucard
15 თებერვალი 2014 13:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
წელს სასწაული თუ გვიშველის, თუ სუარეზი და სტარიჯი დაილეწებიან მაშინ შანსი გვაქ გადავუსწროთ ლივერპულს lol lol ისე არამგონია რამე მოხდეს რომ ლივერპულმა დათმოს ოთხეული, რას ვიფიქრებდით შარშან თუ 1 წლის მერე ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა გუნდი recourse შარშან ამ დროს ჩემპიონობას ვზეიმობდით 15 ქულით ვუსწრებდით სიტის და ახლა აქეთ გვისწერებენ 12 ქულით. okay
0
№5
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 13:08
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
red devil,
12 თამაში გვაქვს წინ...ყველაფერი შეიძლება მოხდეს
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2014 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან კარგი სიახლეა და ვეთანხმები ავტორს თიტქმის ყველაფერში. ქლევერლის ადგილს გუნდში ვერ ვხედავ და კიდევ ბევრის. გუნდს გადახალისება სჭირდება, ნახევარდაცვა ა რგვეყოფოდა ეხლა დაცვაც დაგვემატა და უფრო ცუდ დღეშია. ვიდა, რიო და ალბათ ევრაც წავლენ. ჩემი აზრით მანგალა–ჯონსი კარდი გუეტი იქნება, ლუკ შოუ და ერთი მარჯვენა მცველი რომ გვწირდება მგონი ფაქტია. კროოსი არ ვიცი რამდენა დგამოვა, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ არადა ერარა. მოიესს მთელი 1 სეზონი ჰქონდა დრო, თუ არ გაუშვებენ მგონი დროა შედეგები მოვთხოვოთ, ამ ზაფხულ კარგი ტრანსფერები უნდა განხორციელდეს, მითუმეტეს მსოფლიოზე უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, ის ფაქტორი რომ ლიგაზე არ ვიქნბეით უკან დაგვწევს მაგრამ მაინც
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 16:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიო,
gaixare
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: tupaca
15 თებერვალი 2014 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
shane mahoni kargad msjelobs :) erti rame mainteresebs yvelas ro gindat es MANGALA ramdeni tamashi gagvt misi nanaxi an ra mogewonat aseti? Me piradat portos titqmis yvela tamashi maqvs nanaxi Da araperi mcveli eg araa, portugaliis chempionati raa jer Da mere iq ras uketeben xolme xandaxan :) eg ro inglisshi iyos yvela atrevda, tan pasic gaberili aq iyidos sitim Da mere chveni bulki iqneba :D
0
№9
ავტორი: RioManIa
15 თებერვალი 2014 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
საინტერესო სტატიაა,
დავწერ მეც აქ ჩემს აზრს ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში დაცვის ხაზშია საყიდელი ერთი მაღალი დონის მცველი:
გავრცელდა ინფო ვერტონგენი უნდა მოიესსო და ძალიან კარგი იქნება თუ შედგა ეს ტრანსფერი.
ერთი ცენტრალური ნახევარმცველიც საჭიროა, აი კროოსის დონის,
და ორი ფლანგელიც:
როისი და ჰერმანი (გლადბახში თამაშობს და ძალიან კარგი ბიჭია)
4 ფეხბურთელი უეჭველი გვინდა ე.ი. და ეს ოთხი ფეხბურთელი 150 ლიმონი დაჯდება მინიმუმ.
წესით ეს თანხა აქვს იუნაიტედს, მით უმეტეს გასაშვებია კლუბიდან ხალხი.

1) დე ხეა (ხელშეუხებელია)
2) რაფაელი (ძალიან მოუკლო, შეიძლება მარჯვენა მცველიც დაგვჭირდეს გაისად)
3) ევრა (საუკეთესოა დაცვაში, მაგრამ უკვე ასაკშია, ალბათ შოუს ტრანსფერი ცუდი არ იქნება)
4) ჯონსი (ტრამვები რომ არ ქონდეს, მაქვს მისი იმედი)
5) ფერდინანდი (წესით კარიერა უნდა დაასრულოს)
6) ევანსი (მაღალი დონის მცველთან დუეტში კარგად თამაშობს)
8) მატა (ხელშეუხებელია)
10) რუნი (ხელშეუხებელია)
11) გიგზი (წესით კარიერა უნდა დაასრულოს)
12) სმოლინგი (მეტი რწმენა უნდა ქონდეს თავის, მონაცემები ნაღდად აქვს)
13) ლინდეგაარდი (მეორე მეკარე ვინ იქნება რა აზრი აქვს)
14) ჩიჩარიტო (უნდა დარჩეს)
15) ვიდიჩი (სწორ გადაწყვეტილებას იღებს რომ მიდის)
16) კარიკი (ხელშეუხებელია)
17) ნანი (უნდა გაიყიდოს)
18) იანგი (უნდა გაიყიდოს)
19) უელბეკი (ელშეუხებელია)
20) ვან პერსი (წესით უნდა დარჩეს)
23)კლევერლი (არა აქვს პროგრესი, არ ვიცი, ალბათ დარჩება)
24) ფლეტჩერი (დაბერდა უკვე, ერთი სეზონი დარჩა გუნდში ვფიქრობ)
25) ვალენსია (უნდა დარჩეს)
26) კაგავა (ალბათ გაუშვებენ, მე მომწონს)
27) მაჩედა (ფაქტიურად გაშვებულია)
28) ბიუტნერი (რა უნდა ამ ტიპს, უნდა მოუმატოს)
29) ზაჰა (დააბრუნებენ იმედია)
31) ფელაინი ( მაქვს თავბრძგლას იმედი)

ასევე შანსი უნდა მიეცეთ ლინგარდს და რაც მთავარია პაუელს. უიგანში აღარ თამაშობს ეს ბიჭი დაიბრუნა მოიესმა?


დიდი პოსტი გამომივიდა :D
0
№10
ავტორი: zatara
15 თებერვალი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
RioManIa,

powell ისევ უიგანშია... წლის ბოლომდე დარჩა... 20 თამაში 5 გოლი... ყველაზე მეტად მაგის იმედი მაქვს მე...

რაც შეეხენა ოთხეულს... მეც მაქვს იქ მოხვედრის იმედი... 12 თამაშია დარჩენილი და თუნდაც ლივერპულს ჩავარდნა არ ქონია მთელი სეზიონი და სწორედ ამ მომენტს ველოდები ეხლა... მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული... ბევრი შეცდომა დაუშვეს გუნდებმა მაგრამ ამ დროს ჩვენ პატარებთან ვკარგავდით ქულებს... არ ვიცი რა როგორ იქნება მაგრამ ფაქტია რომ დარჩენილი 12 თამაშიდან ყველა უნდა მოვიგოთ!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top