თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 04:55
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 9
იუნაიტედის ლიდერები: საუკეთეესო ექვსეული
"იუნაიტედის" 6 გამორჩეული კაპიტანი
იუნაიტედის ლიდერები: საუკეთეესო ექვსეული
ბრაიან რობსონი, კაპიტანი 1982-1994

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ბრაიან რობსონი ერთი გამორჩეული რეკორდით შევიდა: მასზე დიდხანს ოლდტრაფორდული კლუბის კაპიტანი არავინ ყოფილა. ის 1982-1994 წლებში კაპიტნობდა კლუბს, სადაც ოთხასზე მეტი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში ბრაიან რობსონი 1981 წლის 1 ოქტომბერს გადაბარგდა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან". მის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 1,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს - ამ გარიგებით ბრაიან რობსონი 1987 წლამდე ინარჩუნებდა ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდებას. 1983 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის ფინალში "ბრაიტონთან" განმეორებით შეხვედრაში 4:0 გაიმარჯვა. ბრაიან რობსონმა დუბლი შეასრულა და თასი კაპიტნის რანგში ჩაიბარა. მოგვიანებით, 1985 და 1990 წლებში მან კიდევ ორჯერ აღმართა თასი და გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი კაპიტანი, რომელმაც სამჯერ ჩაიბარა ეს პრესტიჯული ჯილდო.



სტივ ბრიუსი, კაპიტანი 1992-1996

ლეგენდარული სტივ ბრიუსი, რომელმაც "იუნაიტედის" მაისურით 414 შეხვედრა ჩაატარა და 51 გოლის გატანა მოახერხა. კლუბთან ერთად ბრიუსმა 12 ტიტულის მოგება მაოხერხა. კაპიტნის სამკლაურით მან 3-ჯერ აღმართა პრემიერ ლიგის თასი, 1992–93, 1993–94 და 1995–96 წლის სეზონებში.



ერიკ კანტონა, კაპიტანი 1996-1997

ლეგენდარული ფრანგი მოთამაშე 1992-1997 წლებში თამაშობდა ოლდტრაფორდულ კლუბში და ხუთი სეზონის მანძილზე ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1996 წლის გაზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის ფინალში 1:0 სძლია "ლივერპულს". გადამწყვეტი გოლი კანტონამ შეაგდო და გახდა პირველი არაბრიტანელი კაპიტანი, რომელმაც თასი აღმართა.



როი კინი, კაპიტანი 1997-2005

როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა. 1990–იანი წლების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში ირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი იყო. "იუნაიტედის" ისტორიაში კინი ყველაზე ხელხვავიანი კაპიტანია: მისი ხელმძღვანელობით ოლდტრაფორდელებმა ყველაზე მეტი, 9 ტიტული მოიპოვეს: 4-ჯერ მოიგეს პრემიერლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, თითოჯერ კი ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა თასი და საკონტინენტთაშორისო თასი.



გარი ნევილი, კაპიტანი 2005-2011

გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 1991 წელს ჩაირიცხა. 1992 წელს, კი სადებიუტო თამაში ჩაატარა მოსკოვის ტორპედოსთან. 1994 წლიდან იგი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" რეგულარული მოთამაშე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2005 წლის დეკემბერში, როი კინის გუნდიდან წასვლის შემდეგ გუნდის ახალი კაპიტანი გახდა. ნევილს მანჩესტერთან ერთად აქვს მოგებული: 7 პრემიერ ლიგა, 3 ასოციაციის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი. მან 588 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეხუთე ადგილს იკავებს.



ნემანია ვიდიჩი, კაპიტანი 2011-2014

სერბი მცველი, გუნდის ლდიერი და ამჟამინდელი კაპიტანი კლუბს 2006 წლის 5 იანვარს შეუერთდა. "იუნაიტედს" კაპიტნის ტრანსფერი 7 მილიონი დაუჯდა. ვიდიჩი კლუბში უკვე 9 სეზონია ასპარეზობს, მან 289 მატჩი ჩაატარა და აქედან 281 ძირითადში დაიწყო. სერბმა ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 15 ტიტული მოიგო. ვიდიჩმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს.

სიახლეები, ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: fabio
15 თებერვალი 2014 08:47
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
magari siaxlea kargi iqneba ufro xshirad rom idebodes esetebi
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 09:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
yvela kai kacia :D mara cantona-ze imena vafren. aseti besprideli aravin minaxavs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 09:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კანტონა მეტს მიაღწევდა, პროსტა რაღაცნაირი უცნაური ხასიათი ჰქონდა
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 10:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩემი აზრით ამათ შორის საუკეთესო მაინც გარი ნევილი იყო...სტივ ბრიუსის თამაში არ მომწონდა არასდროს
0
№5
ავტორი: Manchester_M
15 თებერვალი 2014 10:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კინი და კანტონა მაგრები იყვნენ.
ახალი კაპიტანი ვინ იქნება ვიდიჩის წასვლის შემდეგ :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2014 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რობსონი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო love კინზე მაგარი კაპიტნის დედა ვატირე wink
0
№7
ავტორი: Manchester United 14
15 თებერვალი 2014 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კანტონა მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: tupaca
15 თებერვალი 2014 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Roy Keane iyo udzlieresi kapitani msiplioshi
0
№9
ავტორი: LizarD
16 თებერვალი 2014 00:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მსოფლიოში ეგეთი კაპიტანი არ არსებობს როგორიც კინი იყო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top