თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2014, 23:42
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2501,
კომენტარები: 7
ნანი და კაგავა გუნდში რჩებიან
ზაფხულში "მანჩესტერი" ნანის და კაგავას არ გაუშვებს...
ნანი და კაგავა გუნდში რჩებიან
GOAL-ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუიშ ნანისა და იაპონელი კაგავას გაშვებას არ გეგმავს. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან იშვიათად გამოდიან მოედანზე. თუ ნანის უთამაშებლობა ტრავმით შეიძლება აიხსნას კაგავას შემთხვევაში რთულადაა საქმე. იაპონელმა ამ სეზონში პრემიერ-ლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ითამაშა. ნანიმ კი 8. მიუხედავად ამ ყველაფრისა სხვადასხვა წყაროების თანახმად არც პორტუგალიელი და არც იაპონელი ზაფხულში გუნდს არ დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელით კვლავ დაინტერესებულია "იუვენტუსი", რომელიც ვინგერის შეძენას ზაფხულში გეგმავს.

თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით ეს ორი ფეხბურთელი გუნდში რჩება. გავიხსენოთ ნანისა და შინჯის საუკეთესო მომენტები.







წყარო: Givemesport.com
სტატიები, ახალი ამბები, ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
14 თებერვალი 2014 23:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვაი ასეთ დარჩენას
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 თებერვალი 2014 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შანსი არააა!!! ჯერ ის ვთქავთ, რო კაგავას დარჩენას აზრი არ აქვს თუ არ ვათამაშებთ და მატას მოსვლის შემდეგ სად უნდა ითამაშოს ამ კაცმა მე ვერ ვხვდები, ცოდოა ელემენტარულად რო ესეთი ნიჭის პატრონი სკამზე დავალპოთ. რაც შეეხება ნანის მე პირადად მგონია რო ნანიმ ამოწურა თავის თავი მანჩესტერში, პლიუს ამას გაუთავებელი ტრამვები და ვარეფრით ვერ ჩადგა ფორმაში, ასე რომ ჯობია წავიდეს იტალიაში სადაც სიამოვნებით მიიღებენ. თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი უნდა შეიცვალოს!!!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2014 00:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი კიდევ მესმის, იმიტომ რომ ვინგერების დიდი პრობლემაა (ნანი ვერ გვიშველის მაგრამ მაინც) კაგავა ცოდოა ეს ტიპი რა :დ გავცვალოთ ბორუსიასთან რომელიმე ფეხბურთელში
0
№4
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 09:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე პირადად მინდა ნანი რო დარჩეს...მჯერა მისი თამაშს. ხო უკვე დაგვიანდა და აქამდე უნდა მოესწრო თუ რამე შეუძლია, მარა მაინც მჯერა და რა ვქნა. კაგავა კი უკეთესია წავიდეს, ნამდვილად არაა ის ვინც ჩვენ გვჭირდება. როცა მოიყვანეს არ მჯეროდა რომ იაპოელი რამეს შეძლებდა, მე პირადად დორტმუნდის სტილს ვერაფრით შევადარებდი პრემიერ ლიგის ვერც ერთის გუნდის სტილს, ეს პატაა ბიჭუნა აქ ვერ გაქაჩავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 09:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნანი და კაგავა გავუშვათ დორტმუნდში, როისი და გუნდოგანი გამოუშვან
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 თებერვალი 2014 10:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნანი ზაფხულში უნდა გაყიდონ და კაგავაც მიაყოლონ თორე ამ ზამთრის ტრანსფერზე არც ერთი არ უნდა გაეშვათ და სწორადაც მოიქცნენ.
0
№7
ავტორი: chudikone
15 თებერვალი 2014 15:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გული მწყდება რო ვალენსიასა და ქლევერლის გამო იჩაგრებიან ასეთი ფეხბურთელები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top