"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
სტადიონი: ვილა პარკი,ბირმინგემი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, 11 ტური.
მსაჯი: კევინ ფრენდი
თარიღი: შაბათი, 10 ნოემბერი, 2012 წელი.
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"ასტონ ვილა"
ტრავმირებულები: ბენტი
დისკვალიფიკაცია: ლიშაი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ჟოზეფ ბენეტი
შემადგენლობა: Guzan, Given, Lowton, Clark, Vlaar, Baker, Bennett, Stevens, Herd, Ireland, El Ahmadi, Albrighton, Westwood, Bannan, Delph, Holman, Bent, Agbonlahor, Benteke, Bowery, Weimann, Burke, Johnson, Williams.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ვიდიჩი, კაგავა,ნანი,ჯონსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონი ევანსი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Ferdinand, Evans, Smalling, Evra, Buttner, Valencia, Carrick, Fletcher, Cleverley, Powell, Scholes, Anderson, Giggs, Young, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
გუნდების ფორმა
მე-17 ადგილი - 9 ქულა
"ასტონ ვილამ" ბოლო 20 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოგება შეძლო.პრემიერ ლიგის წინა ტურში ისინი "სანდერლენდს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.გამარჯვების გოლი 57' წუთზე გაბრიელ აბგონლახორმა გაიტანა.მიმდინარე სეზონში მათ ანგარიშზე მხოლოდ 8 გოლია ხოლო 14 გოლი აქვთ გაშვებული.ბოლო ხუთ მატჩში "ასტონ ვილამ" 5 ქულის დაგროვება მოახერხა.მათ მხოლოდ "ქპრსა" და "სანდერლენდის" დამარცხება მოახერხეს.
პირველი ადგილი - 24 ქულა
პრემიერ ლიგის ბოლო 10 რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო.მათ მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვთ გატანილი ხოლო 14 აქვთ გაშვებული საკუთარ კარში.მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამოდენიმე "ქამბექი" გააკეთა თუ არ ჩავთვლით "ტოტენჰემს",სადაც "წითელი ეშმაკები" 2:3 დამარცხდა "ოლდ ტრაფორდზე".სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ბევჯერ მოუწიათ რთული მატჩების თამაში,მაგრამ მათი ფორვარდების ხარჯზე ისინი ადვილად უმკვლავდებოდნენ მეტოქეს.
ურთიერთშეხვედრები
ეს ორი გუნდი სულ 178-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს."ასტონ ვილამ" 49 მატჩის მოგება შეძლო,"წითელმა ეშმაკებმა" 91 მატჩის ხოლო 38 მატჩი ფრედ დასრულდა."მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ასტონ ვილამ" ბოლო 33 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება შეძლო,9 ფრედ დასრულდა ხოლო 23 "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა."ვილა პარკზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა სულ 12-ჯერ მოიგო.ამ მაჩვენებლით გუნდი მეორე ადგილსაა,რადგან "ევრტონს" ამავე მოედანზე 14 მატჩი აქვს მოგებული.ამ ორი გუნდის ბოლო ხუთ შეხვედრაში 3-ჯერ "ასტონ ვილამ" გახსნა თამაშში ანგარიში,მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ გამარჯვების მოპოვებას.
შესაძლო შემადგენლობა
Reader's Predictions
Head to Head
Last Five Matches
Editor's Prediction
მიმდინარე ცხრილი