თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2014, 18:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1654,
კომენტარები: 4
ჰოჯსონი: "რუნის შეუძლია საუკეთესო გახდეს"
როი ჰოჯსონმა უეინ რუნიზე ისაუბრა
ჰოჯსონი:
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ რუნი 2014წლის მუნდიალის დროს საუკეთესო ფორმაში იქნება.

"უეინმა მანჩესტერ იუნაიტედის ბევრ საქმეში პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ის ნაკრებისთვისა და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისთვის 2014ძალიან მნიშვნელოვანი წელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იგი მუნდიალს საუკეთესო ფორმაში შეხვდება, რადგან ყველამ ვიცით რომ მას შეუძლია საუკეთესო გახდეს"-განაცხადა ჰოჯსონმა

"გასულ წლებში მან თავისი შესაძლებლობები ნაკრებში ვერ დაამტკიცა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუნის ნაკრებში ასპარეზობა ჩაუვარდება. იგი ჯერ კიდევ 28წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. 2014 წლის მუნდიალი უეინის შესაძლებლობებისა და ძალების დემონსტრაციისთვის საუკეთესო დროა. მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ იგი არამარტო ინგლისის პრემიერ ლიგის არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა"-დაასრულა ინგლისელმა


წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
14 თებერვალი 2014 18:40
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რა აქვს რუნის დასამტკიცებელი ყველამ იცის თუ რა შეუძლია და ვინ არის !!! love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2014 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინგლისის ნაკრებს შანსი რამდენად აქვს არ ვიცი მაგრამ რუნი რომ ბევრს გააკეთებს მუნდიალზე ამაში დარწმუნებული ვარ
0
№3
ავტორი: ლადო
15 თებერვალი 2014 09:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აი ამ მუნდიალზე რუნი ბომბარდირი გახდება, თუ გინდა მერე თუ არ გახდა წადით და მიჩივლეთ
0
№4
ავტორი: chudikone
15 თებერვალი 2014 14:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მთელი გულით ვუგულშემატკივრებ ინგლისის ნაკრებას და რუნის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top