როი კინი 2000 წლის ნამდვილი სიმბოლო იყო, მან ხომ მთელი თავისი ცხვორება მანჩესტერ იუნაიტედს მიუძღვნა.
როი კინი დღეს არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ნერვიულობს საკუთარ მომავალზე. ეს ნათელია - ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ინგლისის პრემიერ ლიგაში.
სერ ალექსი."ყოველთვის, როცა სერ ალექსს ვხედავ სპორტულ ფორმაში ჩაცმულს, ვხვდები, რომ უნდა მოვახდინო შთაბეჭდილება მასზე ჩემი თამაშით ყოველ მატჩში. ის აწესებს საზღვარს, რომლის ქვევით ჩამოსვლა არ შეიძლება. მე ვიცი ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც მოვიდნენ იუნაიტედში და ვერ გაუძლეს ასეთ პირობებს. ასეთ ფეხბურთელებზე გადაწყვეტილებას იმავე თვესვე იღებენ. ფერგიუსონის ვარჯიშების ინტენსიურობა შემაშფოთებელია. ის ყოველთვის მეტს მოითხოვს. არ შეგიძლია - შენი ადგილი იუნაიტედში არაა. მე ბევრ ფეხბურთელს ველაპარაკე, რომბლებაც ვერ შეძლეს კლუბში დარჩენა, ისინი ძალიან ნანობენ, რომ თავიანთი შანსი ვერ გამოიყენეს."
"როცა როი კინს უსმენ ხვდები, რომ ის სამართლიანი ადამიანია. ის არ იყენებს არანაირ შაბლონურ ტერმინებს და არ მოსწონს შოუ ბიზენსის წესები. ეს როი კინია კაპიტანი, ლიდერი, დაუნდობელი მოწინააღმდეგების მიმართ. მას აღიზიანებდნენ ის ფოტოები სადაც ჩაფიქრებული იყო. ის ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სულაც არაა ასეთი."
სამართლიანობა. "როი ამბობს, რომ ის ვერასდროს გახდება დიდი ფეხბურთელი, რადგან რაც მან იცის სერ ალექსისგან ისწავლა. მოდით გავუწოროთ სიმართლეს თვალები - როი კინი არაა დიდი ფეხურთელი და ამაში არაფერია გასაკვირი. კლუბს ჰყავს ლეგენდები:ლოუ, ბესტი, ჩარლტონი. მათ ტიცხვს არ მივეკუთვნები. უნდა მოვიგო ზალიან ბევრი ყიყული იმისითვის, რომ მათ ოდნავ მაინც მივუახლოვდე. მე არ მაქ ფენომენალური სისწრაფე, როგორც რაიან გიგზს და ვერ ვაკეთებ ისეთ გადაცემებს, როგორსაც დევიდ ბექემი. უბრალოდ ვაკეთებ, რაც მევალება. მე ვიბრძვი და მინდა მოგება."
სიამაყე."მე არ ვარ ლეგენდა. გამარჯვებული ვარ და ვამაყობ ამით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიე იმისთვის, რომ მწვერვალისთვის მიმეღწია. ახლა იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. მეშინია იმის წარმოდგენა, თუ რა დამემართებოდა იმ შემთხვევაში, როცა დავყრიდი ფარ-ხმალს. როცა ვუყურებ ახალგაზრდების ვარჯიშს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ, იმისთვისმ რომ მიაღწიონ წარმატებას. მე ჩემს თავს ვეუბნები: როი შენ მათთვის მაგალითი უნდა იყო."
"სასაცილოა, მაგრამ ხშირად ვიხსენებ ჩვენს წარუმატებლობას. იმას თუ როგორ დავუთმეთ ჩემპიონობა ბლექბერნსა და არსენალს. იმას თუ როგორ წავაგე ინგლისის თასის ფინალში ტოტენჰემის წინაარმდეგ, როცა ნოტინგემ ფორესტში ვთამაშობდი. 29 წლის ვარ და ვზრუნავ ჩემს ჯანმრთელობაზე. ვიკვებები ჯანსაღი საკვებით და ვისვენებ იმდენს, რამდენიც აუცილებელია. ახლა რომ ისე ვცხოვრობდე, როგორც 5 წლის წინ, არანაირი შანსი არ მექნებოდა წარმატების მიღწევის. ფეხბურთელის ცხოვრება ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. იუნაიტედში ყველა ფეხბურთელი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები. არ იფიქროთ, რომ კლუბი ფეხბურთელების ჭკუაზე დადის. თუ არ ხარ საკმარისად კარგი, უნდა წავიდე გასასვლელისკენ."
მონდომება."დღეს არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 50 ფუნტის გამო ბოლომდე იხარჯებოდეს, როგორც მე ადრე."
ფული."ვფიქრობ ძალიან არ შევცვლილვარ. არასდროს არ მივსდევდი მატერიალურ ღირებულებებს. არაფერი არ მჭირდებოდა ერთი მანქანისა და მყუდრო სახლის გარდა. მე არ ვხარჯავ ფულს ტანსაცმელზე, მაქვს რამდენიმე პიჯაკი, რომლებიც სრულად მაკმაყოფილებენ. არაფერი არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც ოჯახთან ერთად ყოფნა, ან ძალღლების განსერინება. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თუ იუნაიტედი გაუმჯობესებულ კონტრაქტს შემომთავაზებს უარს ვიტყვი. ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს გაწეულ სამუშაოს. ფულს არ გავუფუჭებივარ. არსებობს ბევრი სხვა რამ რაც მაბედნიერებს. ფული უბრალოდ გმატებს თავდაჯერებულობას და გაძლევს კომფორტს. როცა მოედანზე გამოდიხარ მხოლოდ ერთი ფიქრი გაქვს-ფეხბურთი. ყველაფერს იღებ მოსაგებად. ის ფეხბურთელი რომელიც მოედანზე გამოდის და 50 ფუნტი აქვს ხელფასი, გამარჯვებას იქნება მოწყურებული. ამიტომ უნდა დავანახო ყველას ჩემი შესაძლებლობები. ვაჩვენებ, რომ მოედანზე საუკეთესი ვარ. მე საერთოდ არ მაქვს ფულთან პრობლემა. ისე უაზროდ არ ვხარჯავ ფულს როგორც სხვა ფეხბურთელები. ერთ დღესაც ვერ ვიცხოვრებდი ბექსის ცხოვრებით და შესაბამისად ის ჩემით. ყველა განსხვავებულები ვართ, თუმცა მოედანზე ყველანი ვერთიანდებით. ჩვენზე ბეჯითად არავინ არ მუშაობს. არადროს არ მიუღია გუნდის წევრს შენიშვნა იმაზე, რომ ბოლომდე არ დაარჯულა. ჩვენ ცვენს მაქსიმალურს ვაკეთებთ. "
მომავალი. არასდროს მომეცემა შანსი, რომ მოვაწერო 5-6 წლიან კონტრატს გუნდთან. ჯერ ძალიან ადრე მომავალზე ფიქრი. იმ პოზიციაზე სადაც მე ვთამაშობ ძალიან ბევრი მომეთხოვება. მაშინ, როდესაც მოვა კონტრაქტის ამოწურვის დრო, შეიძლება მოვიდეს ახალი მწვრთნელი, რომელიც მეტყვის რომელიც უარსი იტყვის ჩემს სერვისზე და მომიგებს:"მადლობ დახმარებისთვის."
ფორმის პიკი."არ მინდა იმ ფორმის დაკარვა, რომელიც ახლა მაქვს. საუბარია კლუბის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მწვერვალზე მინდა იმდენ ხანს დარჩენა რამდენსაც შევძლებ. სიმართლეს თვალს ვუსწორებ და ვხვდები, რომ ყოველ მომდევნო წელს ეს უფრო მირთულდება. ძალიან ვაფასებ ერიკ კანტონას, რომელმაც ერთხელ გადაწყვიტა, რომ თავი დაენებებინა მოწევითვის. ეს იმიტომ გააკეთა, რომ გაითავისა. რამდენიმე ტურის შემდეგ მიხვდა, რომ უფრო მეტის გაკეთჱბა შეუძლია ვიდრე ადრე. ის ყოველთვის ბრძოლობდა. მას ვგავარ. თავიდა მას ძალიან უჭირდა ინგლისურ ფეხბურთზე მორგება, მაგრამ მან ეს შეძლო და პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ერიკი იყო შესანიშნავი მაგალითი ბექემისთვის, ბატისთვისა და სქოულზისთვის."
მოტივაცია. "ჩვენ ძალიან გვიყვარს გამარჯვება. ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია. ერთხელ, როცა ინგლისის თასიდან გამოვარდით მამაჩემს დავურეკე, რადგან ძალიან მომინდა მასთან საუბარი. ის მოწყენილი იყო. იმ დღეს თითქოს მთელი ოჯახი მოკვდა. მწუხარებას არასდროს არ უნდა მიეცეთ. თავი ხელში უნდა აიყვანოთ და უნდა იბრძოლოთ მათთვის, ვინ ტრიბუნებიდან ყვირის იუნაიტედს. ისინი გვემარებიან წინსვლაში. სერ ალექსისთვისაც ეს ძალიან დიდი ბიძგია. სამწუხაროდ მსოფლიოში ბევრია ისეთი, ვისაც ჩვენი წარუმატებლობა უხარიათ"
წყარო:
Redevils.ru