თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2014, 13:37
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 7
მოიესმა ტრავმირებულებზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "არსენალთან" მატჩს გამოტოვებენ მარუან ფელაინი და ფილ ჯონსი
მოიესმა ტრავმირებულებზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "არსენალთან" მატჩს გამოტოვებენ მარუან ფელაინი და ფილ ჯონსი. მისი განცხადებით დღევანდელ მატჩში შესაძლოა ორივე ფეხბურთელი ვიხილოთ მოედანზე.

ჯონსმა მიიღო დაზიანება თავის არეში ჯონათან უოლტერთან შეჯახების შემდეგ, ამის გამო მას მოუწია "ფულემთან" გამართული შეხვედრის გამოტოვება.

რაც შეეხება ფელაინს, იგი 4 დეკემბრის მერე არ გამოსულა მოუედანზე, მას შემდეგ რაც ჩაიტარა ოპერაცია მაჯაზე. პროცედურების დასრულების შემდეგ მისი დაბრუნება კიდევ ერთი კვირით გადაიდო, რადგან მან მიიღო საზარდულის ტრავმა ვარჯიშზე.

თუმცა მედიასთან საუბრის დროს, მოიესმა აღნიშნა, რომ ორივე ფეხბურთელი ახლოსაა სრულ გამოჯანმრთელებასთან და ორივეს ექნება მოედანზე გამოსვლის შანსი.

ასევე მენეჯერმა ისაუბრა ამ დაპირისირების მნიშვნელობაზე.

"ეს წლების განმავლობაში ძალიან კარგი დაპირისპირება იყო." - განაცხადა მან. "ჩვენ არაერთი შესანიშნავი მატჩი გვინახავს ამ გუნდების მონაწილეობით. მე ძალიან კარგად ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გუნდები არიან ისინი "პრემიერ ლიგისთვის". ეს ყოველთვის ძალიან რთული დაპირისპირება იყო."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
12 თებერვალი 2014 13:38
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჯონსი ბრუნდება, გადამალეთ იოზილი am
0
№2
ავტორი: Lev
12 თებერვალი 2014 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Vodafone, არავის დახმარება არ უნდა თვითონაც კარგად გადამალავს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2014 15:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსი მილიონებს გადამალავს და არსენალს ისევ გავაპობთ

დღეს უნდა მოვიგოთ wink
0
№4
ავტორი: UTD-Rule
12 თებერვალი 2014 15:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საწყალი მესუთი biggrin2 3 ქულა დაიდოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: Lev
12 თებერვალი 2014 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
გიორგი, რატომღაც მგონია რომ არსენალთან სულ სხვანაირად ვმითამაშებთ. მოგების იმედი მაქვს. ფსიქოლოგიური მომენტია. მატა გვყვავს და კიდევ ის რომ ადნანი, პერსი და რუნი პირველივე წუთებიდან გამოვლენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: gilmour
12 თებერვალი 2014 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჯონსი გამიხარდა საჭიროა, ფელაინის რა გითხრათ, ტრავმამდე საშინელ ფორმაში იყო და ახლა საერთოდ გატრაქტორებული იქნება.
0
№7
ავტორი: Manchester_M
12 თებერვალი 2014 18:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Lev,
მეც ეგრე მგონია რომ კარგ თამაშს ჩაატარებენ მაგრამ 4 ეულის იმედი მაინც არ მაქ :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top