ხავიერ ერნანდესმა ManUtd.com-ის მომხმარებლებს მისი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის მადლობა გადაუხადა. ექსკლუზიურ ინტერვიუში მან თამაშის მსვლელობისას გულშემატკივრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ან მხრივ, წლევანდელი სეზონიდან "ჩელსისთან" და "ბრაგასთან" მატჩი გამოყო.
"რა თქმა უნდა, მე მათ მნიშვნელობაზე ხშირად ვსაუბრობ და მადლობასაც ყოველთვის ვუხდი. ამას მხოლოდ ჩემი სახელით არ ვაკეთებ, მე მათ მადლობას ყველა ფეხბურთელის და მთლიანად კლუბის სახელით ვეუბნები. ჩვენ მადლობელნი ვართ ყველა იმ ფანისა, ვინც სტადიონიდან ან ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობს. მე მათ საქებრად სიტყვები ყოველთვის გამოვნახავ." - უპასუხა ჩიჩარიტომ, როცა გულშემატკივრების მნიშვნელობის შეფასება სთხოვეს.
ძალიან კარგი თვე იყო, ერთადერთ ცუდ მომენტად კარლინგის თასზე მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე გაშვებული გოლი შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ჩვენ მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან პრემიერ ლიგაში მათთან გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ეს მატჩი ძალიან რთული იყო. ვიცით, რომ "სტემფორდ ბრიჯი" მოსაგებად ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილია, ლიგაში მათთან 10 წელიწადი არ გვქონდა მოგებული. კმაყოფილები ვართ ჩემპიონთა ლიგაში მოგებული ყველა მატჩით და პრემიერ ლიგის შედეგითაც. ეს შედეგები ფავორიტად გვაქცევს და ამით მოხარულები ვართ." - დაასრულა ჩიჩარიტომ.