"The Mirror"-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ტომ ქლევერლისთვის ხელფასის გაზრდას.
23 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი ძალიან სწრაფად პროგრესირებს და სწორედ მასზე მყარდება "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების იმედები.მისმა სწრაფმა პროგრესმა და კარგმა თამაშმა გამოიწვია კლუბის დირექტორების ყურადღების მიპყრობა და ისინი ამზადებენ ტომ ქლევერლისთვის ახალ კონტრაქტს.
წინა სეზონში დადებული ხელშეკრულების თანახმად,ტომი 40,000 ფუნტს იღებს კვირაში და ეხლა "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ამ თანხის გაორმაგებას.