თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2014, 15:55
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1597,
კომენტარები: 8
ჩიჩარიტო უკმაყოფლიოა
მექსიკის ეროვნული ნაკრების მწვრთვნელი, მიგელ ერერა ადასტურებს, რომ ხავიერ ერნანდესი უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით.
ჩიჩარიტო უკმაყოფლიოა
25 წლის ფორვარდმა მხოლოდ 16 პრემიერ ლიგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან ის ძირითადად სათადარიგო შემადგენლობაში ხვდება ხოლმე და შესაბამისად მხოლოდ 4 შეხვედაში დაიწყო თამაში პირველივე წუთებიდან.

ჩიჩარიტოს წასვლაზე საუბრები არ წყდებოდა გასულ თვეში. მეტიც, მისმა აგენტმა დაადასტურა რომ მან უარით გაისტუმრა რამდენიმე შეთავაზება ევროპული კლუბებიდან. მექსიკელ ვარსკვლავს კონტრაქტი 2 წელში ეწურება, მაგრამ ერერა აცხადებს, რომ ჩიჩარიტომ მასთან საუბრისას არ დამალა რომ უკმაყოფილია ამჟამინდელ კლუბში.

"ის კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებილიც ჩანდა, რადგან მიუხედავად თავდაუზოგავი ვარჯიშისა, მას არ ეძლევა შესაბამისი სათამაშო დრო. სიმართლე ის გახლავთ, რომ როდესაც ის თამაშობს, მას მართლაც მოაქვს სარგებელი გუნდისთვის". აცხადებს ერერა Raza Deportiva-ს თან ინტერვიუში.

"ის უკმაყოფილოა, რადგან მოიესი არ აძლევს შანს თავის გამოსაჩენად, ის არ დანებდება და განარძობს მუშაობას რომ გახდეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მას მოსწონს მუშაობა და მოსწონს შეუპოვრობის ჩვენება, რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოს." - დაასრულა მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
11 თებერვალი 2014 16:09
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ფერგის დროს უძლიერესი იყო. რომ გამოდიოდა უეჭველი გოლს იტანდა ახლა კი :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Shako Jones
11 თებერვალი 2014 16:16
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უძლიერესი ჩიჩარიტო არასდროს ყოფილა ძაან სუსტი ფეხბურთელია ყველანაირად თითქმის
ვერ ჩამოყალიბდა ფორვარდად
პრეტენზიები რატო აქვს ვან პერსი რუნი და უელბეკი მაგასთან შედარებით დაფრინავენ თავისი ბრალია angry
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
11 თებერვალი 2014 16:19
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Shako Jones,
როგორც ზამენის ფეხბურთელი. თორე ეს ძირითადში ვერ გაქაჩავს თან ასაკშია უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: ლადო
11 თებერვალი 2014 16:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩიჩა ბაბუს აღმოჩენილია და მაგან მაგრად იცოდა ამ კაცის გამოყენება, ზუსტ დროს გამოყავდა მინდორზე და ძალიან ეხმარებოდა კლუბს...თუ წავა გუნდიდან არ გავამტყუნებ, მაგრამ თუ დარჩება ასე თუ გააგრძელა ზამენას ვერ გაცდება.თუ წავა კიდე ჯობია იტალიაში ან ესპანეთში წავიდეს
0
№5
ავტორი: Malboro463
11 თებერვალი 2014 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Luka Gelashvili
თან ასაკშია უკვე.

25 წლისა ახალგაზრდა ჯერ.

არასტაბილური ფეხბურთელია პასი და შორიდან დარტყმა ისწავლა რეგულარულად რო ითამაშოს უფრო დაიხვეწება ესპანეთში გაქაჩავს მაგრად
0
№6
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2014 17:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეთ მოთამაშე მანჩესტერში ამის ადგილს ვერ ვხედავ ძირითადში. ფერგი ათამაშებდა მაგრად და ბოლო წუთზე შემოსული როცა ყველა მკვდარი იყო მასინ იტანდა კარგ გოლებს :დ მაგარი კაცია მაგრამ არამგონია შანსები ჰქონდეს
0
№7
ავტორი: VaRdo
11 თებერვალი 2014 20:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვნახოთ რა იქნება. ჯერ მარტო მიდიან ფეხბურთელები და თუ ზაფხულში ფულ იარ დახარჯეს მერე ნახეთ თქვენ კრიზისი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Luka Gelashvili
11 თებერვალი 2014 21:44
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Middlesbro,
25 წლის ასაკისთვის უფრო დახვეწილი უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top