ჩემპიონებმა მიმდინარე სეზონი რთულად დაიწყეს. მეტიც, მათ რთული მისია აქვთ შესასრულებელი, იმისათვის რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზონ. ისინი 9 ქულით ჩამორჩებიან ცხრილის მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს".
დევიდ მოიესის და მისი გუნდის კრიტიკა უამრავი განშტოებით მიემართება, მაგრამ გულშემატკივარს ყველაზე ხშირად მიზანში ტომ ქლევერლი ჰყავთ ამოღებული. "როდესაც პირველად გამაკრიტიკეს, ძალიან ცუდად მომხვდა გულზე." აცხადებს ქლევერლი Mirror-თან ინტერვიუში. "მაგრამ როდესაც გუნდი ვერ თამაშობს, ამის მოსმენა საჭიროა, რათა გაანაზილო პრობლემები და შემდგომში გამოასწორო ის."
"ჩემი სამუშაო ხანდახან ჩრდილქვეშ რჩება. მე არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, რომ კუთხესთან მივიმწყვდიო სამი ან ოთხი ფეხბურთელი და გავუმკლავდე მათ. ან გამუდმებით ფეხებში ჩავუარდე მეტოქეს, როგორც ამას როი კინი აკეთებდა."
"მე მიხარია, როდესაც ფანები მხარს მიჭერენ, მაგრამ მწყინს როდესაც მაკრიტიკებენ, რადგამ მე ამ კლუბში გავიზარდე და ისევე მიყვარს, როგორც რიგით გულშემატკივარს. მაგრამ არიან კლუბში ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც იგივეს გამოხატავენ და ამავდროულად აკეთებენ ყველაფერს, რომ მათმა ტალანტმა საქვეყნოდ იბრწყინოს."
"მე ზუსტად მათ უნდა მივბაძო. მე დავიწყე პროგრესი და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დამეხმარება უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ ახლა თავს განტევების ვაცად ვგრძნობ. მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ მე ჩემს სამუშაოს ვერ ვასრულებ."
"ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ხალხი ტრაგედიად აღიქვამს და აზვიადებს იმას, რომ მე გოლები არ გამაქვს. რა თქმა უნდა გოლების გატანა ჩემი პირველადი ფუნქცია არ გახლავთ."
ქლევერლის შედევრი "ნიუკალსთან"
"იუნაიტედის" ფანებს სურთ რომ ქლევერლიმ საჯარიმოს მისადგომებთან იმოქმედოს, მაგრამ ამის წინააღდმეგია დევიდ მოიესი, რომელიც მას ავალებს ჩამშლელის როლში ყოფნას.
"მე ხშირად ვუყურებ ესპანურ ფეხბურთს" - აგრძელებს ტომასი. "თუ ისინი ბურთს მხოლოდ გვერდით აგორავებენ და საბოლოო ჯამში ფლობენ მას, გულშემატკივარი აპლოდის მენტებს არ იშურებს. მათი შეხედულება ასეთია: "თუ ბურთს დიდი ხნის მანძილზე გააკონტროლებ, მეტოქე ვერ დაგამარცხებს"".
"ვიცი რომ აქ განსხვავებული მენტალიტეტია და ეს ხდის ჩვენს ფეხბურთს მსოფლიოში საუკეთესოს, რადგან აქ ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთს თამაშობენ. მაგრამ ხანდახან მე არ უნდა მოვუსმინო სხვებს, რადგან მიმაჩნია რომ კლუბისთვის საუკეთესოს ვაკეთებ." - დაასრულა ქლევერლიმ.