თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2014, 00:24
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1800,
კომენტარები: 8
მოურინიო: "იუნაიტედის გამო ვწუხვარ"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედს" უკეთესს მომავალს უწინასწარმეტყველებს
მოურინიო:
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა. მოურინიო თვლის, რომ "წითლებს" კიდევ აქვთ ოთხეულში მოხვედრის შანსები, მაგრამ ეს გაუჭირდებათ. ჟოზეს აზრით, დევიდ მოიესი შესაფერისი პირია "იუნაიტედის" მწვრთელობისთვის.

"მათ გამო ვწუხვარ. არასოდეს მსიამოვნებს რომელიმე გუნდის პრობლემის ყურება, მაგრამ იუნაიტედი კვლავ იუნაიტედია. დევიდი საკმარისად გამოცდილია, რომ პრობლემას გაუმკლავდეს და მომავალი მათთვის უკეთესი იქნება. დიახ, ის შესაფერისი კანდიდატია ამ პოსტისთვის. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ოთხეულში შესვლა. ყველამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მათ იციან, რომ ოთხეული უსაზღვრო არაა და მასში ისეთი კლუბები არიან, როგორებიცაა ლივერპული, არსენალი და ჩვენ. შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ რთული იქნება ოთხეულში ადგილის დამკვიდრება" - დაასრულა მოურინიომ.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს 41 ქულით, ოთხეულამდე კი ცხრა ქულა აკლია.

წყარო: dailystar.co.uk
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2014 00:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შანსი გვაქვს ისევ მაგრამ ამ თამასით და ამ ფონტზე მეშვიდეზე დარჩენაც გაგვიჭირდება
0
№2
ავტორი: chudikone
11 თებერვალი 2014 00:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეგ არაფრი, რაც მთავარია ბიჭებს მოტივაცია და შემართება ცოტა შეეტყოთ და 2-3 გამარჯვება გვჭირდება ზედიზედ რო ფორმა ავკრიფოთ ! არ დავნებდებით ჩვენ ! BELIEVE
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2014 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტები შანსები კიდევ არის...მაგრამ რეალურად როცა შევხედავ შეუძლებელი მგონია ლივერპულმა 3 თამაშზე მეტი წააგოს მაგარ ფორმაში არიან...და კიდევ ერთი რამ...ასეთი მანჩესტერi ყველა თამაშს ვერ მოიგებს სეზონის ბოლომდე თუმცა როგორც chudikone იტყვის:
BELIEVE!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: VaRdo
11 თებერვალი 2014 03:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Lev
ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტები შანსები კიდევ არის...მაგრამ რეალურად როცა შევხედავ შეუძლებელი მგონია ლივერპულმა 3 თამაშზე მეტი წააგოს მაგარ ფორმაში არიან...და კიდევ ერთი რამ...ასეთი მანჩესტერi ყველა თამაშს ვერ მოიგებს სეზონის ბოლომდე თუმცა როგორც chudikone იტყვის:
BELIEVE!



3 არა 2 : )) თუ ამის ამბიცია გვაქვს ლივერპულს უნდა მოვუგოთ და 6 ქულა ამოქაჩვადია. უბრალოდ ამისთვის ხვალ აუცილებლად მოგებაა საჭირო. ხვალ თუ მოვიგეთ ჩათვალე დიდი ბრძოლაა წინ თუ არა და დაიკდიეთ და მომდევნო სეზონზე იფიქრეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2014 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
VaRdo, გეთანხმები. გუნდს იცი ყველაზე მეტად რა აკლია? სწრაფი გოლი. გახსოვს ადრე რა სწრაფად ვიტანდით ხოლმე პირველ გოლს?))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 თებერვალი 2014 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვინ რას წარმოიდგენდა რო მოურინიო მანჩესტერის გამო დამწუხრდებოდა და ოთხეული სანატრელი გვექნებოდა. ( moyes OUT!!!! )
0
№7
ავტორი: Manchester_M
11 თებერვალი 2014 14:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წელს არამგონია 4 ეულში შევიდეთ და მომავალ წელს რა იქნება კაცმა არ იცის X:
0
№8
ავტორი: Shako Jones
11 თებერვალი 2014 16:22
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვერგიტან :))
რა საზიზღარი ადამიანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top