თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 19:02
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3288,
კომენტარები: 17
სერ ალექს ფერგიუსონი ბრუნდება ?!
ყვითელი პრესა ლეგენდარული შოტლანდიელის დროებით დაბრუნებაზე ალაპარაკდა.
სერ ალექს ფერგიუსონი ბრუნდება ?!
ცნობილი გამოცემა CaughtOffside მიიჩნევს, რომ კლუბის ამერიკლ მფლობელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და აპირებენ დევიდ მოისის განთავისუფლებას. მის ადგილს კი, ისევ სერ ალექსი დაიკავებს ოღონდ მცირე ხნით.

გლეიზერები მართლაც რომ შიშობენ იმას, რომ კლუბი შესაზლოა ოთხეულს მიღმა დარჩეს და ეს გარკვეულწინად გამოიწვევს ფინანსურ ჩავარდნას, რაც კლუბის რეპუტაციის შელახვით იქნება გამოწვეული.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დევიდ მოიესმა ვერ გაართვა თავი და სახლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ, "ფულჰემთან". კლუბს კი წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები ელის. "ეშმაკუნები" 9 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს", ამასთანავე მომდევნო ტური "მეთოფეებთან" აქვთ ემირეით სთედიუმზე. ამით არ რჩება თებერვალი. წინ კიდევ არის შეხვედრა კარგ ფორმაში მყოფ "კრისტალ-პალასსთან" და ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ოლომპიაკოსთან".

კლუბის ხელმძღვანელობამ დევიდ მოიეს გამოუყო თანხა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. მოხდა სარეკორდო თანხის ტრანსფერი, ხუან მატას სახით, მაგრამ როგორც მომავალში გაირკვა, ამ შენაძენს ჯერ სულაც არ მოუხდენია ეფექტი გუნდზე. "იუნაიტედი" კვლავ განაგრძობს სუსტი თამაშის ხარისხის ჩვენებას.

დევიდ მოიესი გუნდს სათავეში ჩაუდგა ივლისის დასაწყისში. მან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ახლა ალბათობა იმისა, რომ იგი ერთბაშად მიიღებს 6 წლის გასამრჯელოს და ბარგს ჩაალაგებს, დიდია.

ჩატარებული 24 შეხვედრიდან "იუნაიტედმა" უკვე 8 თამაში დათმო. გამოვარდა რა Fa Cup-იდან, ასევე გამოეთიშა Capital One Cap-ის გათამაშებას იანვარში. იმედი იმისა, რომ ამ სეზონში გუნდი რამე ქვეყნის შიდა თასს მოიგებდა, ამით საბოლოდ გაქრა. "იუნაიტედმა" ნახევარფინალში დათმო შეხვედრა "სანდერლენდთან" და გამოეთიშა ასპარეზობას. ამით კი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების იმედზე დარჩა.

გაჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ის მოსაზრება, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლა შეუძლებელი იყო, მისივე არჩეული მოიესი, მინიმალურ გამოწვევებსაც ვერ უმკლავდება.

გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ დევიდ მოიესმა საბოლოდ დაკრგა "გასახდელის ფაქტორი", ვინაიდან წამყვანმა ფეხბურთელებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მისი შესაძლებლობა, რომ გაუძვეს ად დიად გუნდს. ამის საბაბი კი ფეხბურთელებს უკანასკნელი მატჩის შედეგების ხილვით მიეცა.

შესაძლოა გლეიზერებმა ვერ დაარწმუნონ სერ ალექსი და მან უარი თქვას პენსიიდან დაბრუნებისას. ამ შემთხვევაში კი, ისინი ყოფილ ფეხბურთელებს და ამჟამინდელ დამხმარე მწვრთნელებს, რაიან გიგზს და ფილ ნევილს მიანდობენ კლუბს, მანამ სანამ უფრო უკეთ არ დაფიქრდებიან ამ მეტად გადაწყვეტილებაზე, თუ ვინ უნდა გაუღვეს ღირსეულად "მანჩესტერ იუნაიტედს".

წყარო: CaughtOffside
ჭორები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 19:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჭორი სეზონის ბოლომდე ისე ცოტა დროა დარჩენილი ფერგიუსონი კი არა პლანი რო მოაწევიო 4 ეულის ფეხბურთელებს მანც ვერ დავეწევით ეგ მაგარი ჭორია და გიგზი მწვრთვნელად რავიცი ჯერ გამოცდილება არ აქ და არამგონია მოიესზე უკეთესად მოაქციოს გუნდი :X
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2014 19:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამაზე მაგრად არაფერი გამიხარდება მაგრამ წლის ჭორია :დ
0
№3
ავტორი: Jubo
10 თებერვალი 2014 19:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დიდად არ მჯერა მარა რომც მოვიდეს აზრი? ამ სეზონს ამოვქაჩავთ კარგი, მეორე სეზონშიც ვიზამთ რაღაცას მარა უკვდავი ხო არაა ხო ისევ წავა, თუ მოიესის მოხსნაზე მიდგა მართლა საქმე წესიერი შემცვლელი იპოვონ ჯობია და ბაბუ დაასვენონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: VaRdo
10 თებერვალი 2014 19:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რაღაც ნაბიჯები არის გადასადგმელი, მაგრამ რა ეს არ ვიცი. იმედია სწორ არჩეანს გააკეთებენ და კიდევ ერთ შეცდოამს არ დაუშვებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: tupaca
10 თებერვალი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Ogond moyesi gaagdon Da tu ginda sezonis bolomde giji maradona danishnon :D
0
№6
ავტორი: Count Alucard
10 თებერვალი 2014 20:20
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Caughtoffside ჭორების ბუდეა, სერიოზული ჟურნალისტები არ მუშაობენ მანდ და რაც თავში მოუვათ ყველაფერს წერენ, მოისი შეიძლება გაუშვან მაგრამ ფერგი აღარასდროს დაბრუნდება.
0
№7
ავტორი: Jonberi
10 თებერვალი 2014 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
Arsenals movugebt da mag dgidan icyeba chveni cinsvla damijeret es daimaxsovret kargad
0
№8
ავტორი: zatara
10 თებერვალი 2014 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ფერგის დაბრუნება იმიტომ გამიხარდება რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და ფერგის შეუძლია ამ ტიტულის ჩვენთვის მოცემა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№9
ავტორი: gilmour
10 თებერვალი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ზე ჭორი, უჭორესი, მსოფლიო ჭორების დამსახურებული ლიდერი, ჭორთა შორის უჭორესი!!!
პ.ს. ისე მართლა რო დაბრუნდეს:)))))
0
№10
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 22:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: jonn25
Arsenals movugebt da mag dgidan icyeba chveni cinsvla damijeret es daimaxsovret kargad


და არსენალს მოვუგებთ ? 12 ში ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top