ხუან მატას მორიგი გზავნილი გულშემატკივრებს.
მოგესალმებით ყველას,
სიმართლე რომ გითხრათ, არ არის ადვილი ამის დაწერა ამ კვირაში... მე ახლახანს ვიშოვე სახლი (როგორც იქნა მანჩესტერში სახლი ვიპოვნე) ამ
დიდი იმედგაცრუების შემდეგ.
გულწრფელად რომ ვთქვა, ფეხბურთი ძალიან სასტიკად გვექცევა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ 3 ქულა აგვეღო, მაგრამ მოგება გოლების გატანაზეა და ჩვენ ბოლო წუთზე მივიღეთ ბურთი საკუთარ კარში. სტატისტიკას თუ გადახედავთ,
ეს არარეალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ამ მეტად მნიშვნელოვანი მატჩის მოგება. ეს უფრო გვამძიმებს, მაშინ როდესაც ვაანალიზებტ, რომ ჩვენ შევძელით ქამ-ბექი გაგვეკეთებინა "ფულჰემის" ნაადრევი გოლის შემდეგ. როდესაც ქერიქმა ანგარიში 2-1 გახადა ჩვენ ვიფიქრეთ რომ ყველაფერი წესრიგში დგებოდა. მაგრამ როცა გოლი ყველაფერს წყვეტს, შესაძლოა ერთმა გოლმა დიდი ზიანი მოგაყენოს და ჩვენ ზუსტად ეს გამოვცადეთ გუშინდელ მატჩში.
იგივე სიტუცაია იყო ერთი კვირის წინ, "სტოკთან" მატჩში, სადაც ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით დავთმეთ. თითქოს იღბალი ჩვენს მხარეზე არ არის... მაგრამ
თქვენ კარგად იცით, რომ მე არ მიყვარს თავის მართლება. ჩვენ უნდა გავუმჯობესდეთ და გამოვასწოროთ დარტყმების სიზუსტე, ვინაიდან ბევრჯერ მოვხვდით საჯარიმოში და მრავალი დარტყმის შემდეგ მხოლოდ ორი ბურთის გატანა შევძელით.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსწორდება, მაგრამ წინ უფრო და უფრო ნაკლები მატჩი რჩება.ყველაფრის და მიუხედავად, არის ისეთი ფაქტორები, რომელზე დაყრდნობაც ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია: მოთმინება და თავგანწირვა. ჩვენ სწორედაც რომ ბოლომდე დავიხარჯეთ გუშინ, მატჩის შემდგომ ზუსტად ეს გრძნობა დამეუფლა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თავის მართლება არ შეგვშვენის.
გზა, რომელიც უნდა განვაგრძოთ არის ერთ მუშტად შეკვრა, გუნდი და გულშემატკივარი, ვისწავლოთ შეცდომებისგან და ვიყოთ პოზიტიურები და ვაჩვენოთ ის ხასიათი, რომელიც ამ გუნდს ყოველთვის გააჩნდა.მატჩის ფრედ დასრულების მიუხედავად,
მე არ მინდა დავივიწყო საწყისი წუთები, წუთიერი დუმილი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ხედავ თუ როგორ მიაგებს კლუბი პატივს იმ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლებს. ეს ყველაფერი კი იმ პატივისცემას უსვამს ხაზხ, რომელიც გააჩნიათ კლუბის ლეგენდების მიმართ.
გზა, რომლითაც გადალახა კლუბმა ეს გასაჭირი, მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის.წინა კვირას ჩატარებული ვარჯიშები ძალიან სახალისო იყო. მე უკეთ გავიცანი ჩემი თანაგუნდელები და ვიგრძენი ის ფანტასტიკური ატმოსფერო, რომელიც გასახდელში ყოველთვის არის. იმედი მაქვს ამ ყველაფერს დავანახებთ გულშემატკივარს
მომდევნო ოთხშაბათს, "არსენალის" წინააღმდეგ. ძალიან რთული მატჩი გველის წინ, მაგრამ
რამდენიმე თვით ადრე მე უკვე ვესტუმრე ემირეით სთედიუმს და კარგი მოგონებებიც დამრჩა. იმედი მაქვს, ამჯერადაც ვისიამოვნებ თამაშით.
არ არის ადვილი ყოველთვის იგებდე. "ატლეტიკოს" მარცხი "ალმერიასთან" ამისი კარგი მაგალითია. ხანდახან ისე არ ხდება, როგორც მოსალოდნელია და გამარჯვება ხდება ურთულესი.
ლა ლიგაში ძალიან მჭიდრო კონკურენციაა, რადგან პირველ სამ ადგილს თანაბარი ქულებით ინაწილებენ გუნდები. "ბარსელონა" 1 ბურთით მარცხდებოდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს 4-1. "რეალმა" კი შეძლო კარგად შეთამაშებული "ვილიარეალის" დამარცხება ბერნაბეუზე, ანგარიშით 4-2.
მე კვლავ მაოცებს მიუნჰენის "ბაიერნი". 45 წაუგებელი მატჩი ბუნდესლიგაში; ეს სიმტკიცის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მე ოდესმე მინახავს. ეს ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რაც მიგვანიშნევს რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ისინი კარგად მუშაობენ. როგორც ვიხილეთ მათ ორჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა.
სანამდ დაგემშვიდობებით, მინდა ჩემს მეგობარს,
ორიოლ რომეუს უზარმაზარი ჩახუტება გავუგზავნო. დარწმუნებული ვარ შენ მალე ჩადგები მწყობრში, მეგობარო.
გაჭირვების გადალახვა უფრო ადვილია, როდესაც დადებითი განწყობით ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი გიდგას გვერდში, ისევე როგორც მე, სოციალური ქსელების დახმარებით. შენ ძლიერი ხარ და მალე დაბრუნდები, ორი.
თქვენთან მოწერა დღეს ცოტა გამიჭირდა, ვინაიდან ჯერ კიდევ იმედგაცრუებული ვარ გუშინდელი მატჩის გამო, მაგრამ
მინდა იცოდეთ რომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სეზონის ბოლომდე, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ.
მადლობას გიხდით ყველა მხარდასაჭერი წერილისთვის.
ვგრძნობ, რომ ეს ახალი გამოწვევაა ჩემს კარიაერაში და გაუმჯობესებისკენ ვისწრაფვი. შედეგები შესაძლოა უკეთესი ან უარესი იყოს, მაგრამ მე ვაპირებ თითოეულ მატჩში კლუბს მივცე ყველაფერი რაც კი სჭირდება. როგორც აქამდე, ეხლაც ვცდილობ დავტკვე ფეხბურთით, ცუდ და კარგ სიტუაციებშიც.
მილიონობით მადლობა. ბედნიერ კვირას გისურვებთ.
სიყვარულით
ხუანი.