თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 13:04
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2378,
კომენტარები: 10
ნანი გაურკვევლობაშია
რას გადაწყვეტს ნანი?!
ნანი გაურკვევლობაშია
Goal-ის თანახმად "იუნაიტედი" მზადაა მიიღოს შეთავაზებები ნანის თაობაზე. "იუნაიტედში" მოსვლისას მოიესის მიზანი ნანის კარიერის რეაბილიტირება იყო. შოტლანდიელთან შეთანხმებით ნანიმ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიუხედავად ამისა 27 წლის ფეხბურთელმა ვერ მიიღო საკმარისი სათამაშო პრაქტიკა და შესაბამისად ვერ გაამართლა იმედები. მიმდინარე სეზონში ნანიმ პრემიერ-ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

როგორც ინგლისური პრესა იტყობინება ნანისაც სურს კლუბის დატოვება. პორტუგალიელს მოიესთან ურთიერთობით უკმაყოფილოა, რადგანაც ახალი კონტრაქტის თანახმად ნანი 120 000 ფუნტის მაგივრად 90 000 ფუნტს იღებს კვირაში.

მსოფლიო პრესის თანახმად "იუნაიტედი" ნანის 20 მილიონად გაუშვებს. პორტუგალიელით "იუვენტუსი", "ზენიტი" და "სპორტინგი" არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის შემდეგ პრემიერ-ლიგაში ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემის ავტორი სწორედ პორტუგალიელი ლუიშ ნანია.
სტატიები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
10 თებერვალი 2014 13:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მერე რა, ვალენსია და იანგი ხო გვყავს გუნდში რაც მთავარია <3 ზაჰა და ნანი რა საჭირო იყო საერთოდ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: ლადო
10 თებერვალი 2014 13:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ან ვალენსიაც რა გუნდში დასარჩენია ხო გვყავს უნივერსალი იანგი, ორივე ფლანგზე დაფრინავს
0
№3
ავტორი: Russiantodes
10 თებერვალი 2014 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უნდა წავიდეს winked
0
№4
ავტორი: DaTo_O
10 თებერვალი 2014 14:48
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ამას რომ გაუშვებენ და ინაგს ვალენსიას დატოვებენ მართლა უნდა მოუტყნა დედა სამწვრთნელო შტაბს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№5
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 14:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველა ერთი დონისაა ვალენსია იანგი ნანი და 3 ივეს ერთი ფერი აქ ამ 3 ერთი გვყავდეს და ნორმალური ჯობია
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2014 15:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზაფხულს დიდი წმენდა იქნება გუნდში, ბევრი წავა და იმედია ტრანსფერების გაკეთებას მაინც მაოხერხებენ და ცოტა დაალაგებენ გუნდს
0
№7
ავტორი: LizarD
10 თებერვალი 2014 18:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: chudikone
მერე რა, ვალენსია და იანგი ხო გვყავს გუნდში რაც მთავარია <3 ზაჰა და ნანი რა საჭირო იყო საერთოდ <3

ვიცით რომ კრეატიული ფეხბურთელია ნანი და შეუძლია თამაში მაგრამ შემახსენე რამდენი წელია ეს იმ თამაშს ვეღარ აჩვენებს რასაც მაღალი დონე ჰქვია?
0
№8
ავტორი: Red Hooligan
10 თებერვალი 2014 19:39
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
LizarD,
ბოლო 5 წლის განმავლობაში ნანიმ პრემიერ-ლიგაში ყველაზე მეტი ასისტი გააკეთა. ესისე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: LizarD
10 თებერვალი 2014 20:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Red Hooligan,
გასაგებია ეგ ყველაფერი, ნანი ძალიან მიყვარს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია ჩემთვის მაგრამ ან უნდა ითამაშოს რათა ფორმა აკრიფოს ან წავიდეს.
0
№10
ავტორი: washington
11 თებერვალი 2014 13:34
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ნანიმ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიუხედავად ამისა 27 წლის ფეხბურთელმა ვერ მიიღო საკმარისი სათამაშო პრაქტიკა და შესაბამისად ვერ გაამართლა იმედები.


და როგორ მიიღებდა საკმარის სათამაშო პრაქტიკას, როცა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ლაზარეთში იმყოფება სულ!...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top