თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 12:00
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2102,
კომენტარები: 7
ჯონსს ჩამოყალიბება აკლია
დევიდ მოიესი გამოსავალს ხედავს ფილ ჯონსისთვის.
ჯონსს ჩამოყალიბება აკლია
უნივერსელმა ფეხბურთელმა უკვე გამოტოვა რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო, მას შემდეგ რაც იგი "ბლექბერნიდან" ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდა. ასევე მოხდა "სტოკთან" მატჩის დროსაც, ჯონსმა გონება დაკარგა შეჯახებისას და დევიდ მოიესი იძულებული გახდა შეეცვალა ახალგაზრდა მცველი. არის მოსაზრება იმისა, რომ ფილს ამ პოზიციაზე მართლაც რომ არ უმართლებს.

"მე ვფიქრობ ეს გამოწვეულია იმით, თუ როგორ თამაშობს ის." აცხადებს მოიესი. "ის ძველმოდური ფეხბურთელია, რომელიც თავს არასოდეს ზოგავს და შესაძლოა კითხვაც გაგიჩნდეს მის შემხევვარე: "რატომ აკეთებ ამას?" სწორედ ამიტომ არის, რომ ჯონსს ტრავმები სეზონში რამდენიმეჯერმე აწუხებს."

"ჩვენ მართლაც რომ არ გვინდა მან ასე განაგრძოს თამაში. ვფიქრობ, რომ მისი "დაღვინება" ამ პრობლემას გამოასწორებს. ის მიხვდება თუ რა მომენტში ღირს ბოლომდე ბრძოლა და როდის უნდა გაჩერდეს."

"ამ მუნდიალის შემდეგ, ჩვენ ინგლისის ნაკრებში ჯონსისა და სმოლინგის წყვილს უნდა ველოდოთ დაცვის ცენტრში." აგრძელებს მოიესი. "ჩვენ ორივე მათგანი გვყავს კლუბში და შანსაც ვაძლევთ, მაგრამ ინგლისის ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მათ დრო დასჭირდებათ."

"მე ვხედავ თუ როგორ ყალიბდება ჯონსი ცენტრალურ მცველად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მას ასევე კარგად გამოსდის საყრდენ ნახევარმცველად თამაში. ჩვენ შესაძლოა მისი ამ პოზიციაზე გამოყენება კვლავაც დაგვჭირდეს." - დაასრულა შოტლანდიელმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 თებერვალი 2014 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დავაი რაააა. მომაბეზრებელი ხდება უკვე ამ კაცის ერთი და იგივე ლაპარაკი.
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
10 თებერვალი 2014 12:38
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
1) როცა ეთამაშები ბოლო ადგილოსან გუნდს და როცა მანჩესტერ უნაიტედი გქვია, მახიმუმ 40 წუთში უნდა უმთავრებდე თამაშს.
2) როცა გყავს 2 უძლიერესი ფლანგელი ვალენსია-იანუზია. არუნდა ათამაშებდე ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველს ფლანგზე(მატა).
3) რატო თამაშობ მარჯვენა მცველის გარეშე,როცა გაქ იმის რესურსი რო ყველა თავის პოზიცაიზე იდგეს(რაფაელი) ისედაც შეტევაში უყვარს ყოფნა და ვალენსიას ფუნქციებასც ასრულებინებ, კაცი იმდენად დაიღალა ვეღარც კი აწოდებდა.
4) თუ გოლის გაშვების შემდეგ ისე შეგიძლია თამაში,რაც მანჩესტერმა აჩვენა 81-19-ხე ბურთის ფლობა,რატო არ აკეთებ ამას პირველივე წუთებიდან.
5) გაქ ძალიან დიდი რესურსი გუნდში და ამას არ იყენებ. ან იყენებ ცუდათ.
6) 25 წელი აწყობილ გუნდს,მოდიხარ ვიღაც მოიესი და ერთი ხელის მოსმით შლი. უშვებ გუნდიდან ყველას და მოგყავს ფილ ნევილი,რომელიც როგორც ფეხბურთელიც კი არ იყო მაღალი კლასის.
7) რატო ცვლის 25 წლიან გუნდის ფილისოფიას,როცა შეიძლება უბრალოდ იმას შემატიო ახალი იდეები და არა დაშალო და გუნდის რომელსაც მანჩესტერი ქვია,ახლიდან აწყობა დაუწყო.
8)100 მილიონი ფერგის სულ არ დაუხარჯია 25 წლის მანძილზე ტრანსფერებში. და ეს თანხა გამოუყვეს მოიეს. ეს იმას ნიშნავს რო როგორც ტაქტიკოსი ხარ ნაგავი და გუნდის წარმატება გინდა მხოლოდ ტოპ კლასის ფეხბურთელების ხარჯზე.
9) 40 მილიონად ნაყიდი მატა,საერთოდ რა საჭირო იყო, თუ ცენტრში ისევ ფლეჩერი-კერირი უნდა მდგარიყო? საერთოდ ვერ ვხვდები.
10) ჩემი აზრით ევრა არუნდა გაუშვან გუნდიდან,ეს დღევანდელ თამაშიც გამოჩნდა.
0
№3
ავტორი: red_girl
10 თებერვალი 2014 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ALEXFERGUSON,
+1
0
№4
ავტორი: ლადო
10 თებერვალი 2014 13:20
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველაფერზე ერთი და იგივე კომენარების წერა მომწყინდა....ჩამოყალიბება ჯონსს კი არა შენ გჩირდება....თვითონაც არ იცის რას აკეთებს, ამასხა უკვე ბლიიინ
0
№5
ავტორი: tupaca
10 თებერვალი 2014 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Dges ro gavigvidze vipiqre moxsnili damxvdeboda moyesi, es kide turme tavis stiqiashia modi Da ar agino exla deda
0
№6
ავტორი: Manchester_M
10 თებერვალი 2014 14:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჯონს აკლია ჩამოყალიბება და იანგია ჩამოყალიბებული ხო აბააა :X
0
№7
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2014 15:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ მაგრად იბაზრე good2 ჯონსი ზუსტად იმიტომ მევასება რომ ბოლომდე ბრძოლობს დ აყველა ბურთზე მიდის თავს არ ზოგავს არასდროს winked მაგრამ შენ მარტო ანგარიშის სენარცუნებაზე იცი თამასი და ეგეც არ გამოგდის აბა რა გიყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top