თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2014, 00:37
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1845,
კომენტარები: 4
ბენტმა ''იუნაიტედის'' ბედი დამატებულ წუთებზე გადაწყვიტა
ბენტმა იუნაიტედი გამარჯვების გარეშე დატოვა.
ბენტმა ''იუნაიტედის'' ბედი დამატებულ წუთებზე გადაწყვიტა
ჩატარებული 25-ე ტურის შემდეგ, ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ვერ გაუმკლავდა პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილზე მყოფ ''ფულჰემს'' საკუთარ კედლებში და მათ შეხვედრა ფრე 2-2 დაასრულეს.

წინა მატჩის წაგების შემდეგ ''სტოკთან'' (2-1) ''წითელ ეშმაკებში'' 3 ცვლილება მოხდა. ნემანია ვიდიჩი, რაფაელ და სილვა და დარენ ფელტჩერი. ისინი პირველივე წუთებიდან გამოჩნდნენ მოედანზე.

მასპინძლებმა თავიდანვე ჩაკეტეს მოწინააღმდეგე თავიანთ საჯარიმოში, ''ფულჰემი'' იბრძოდა ბოლომდე კონტრშეტევებშიც კარგად მიდიოდა და ამ ბრძოლამ კარგი შედეგიც გამოიღო, რადგან სტუმრებმა შეძლეს დღევანდელი შეხვედრის ფრედ დაასრულება.

19-ე წუთზე სტუმრებმა მოულოდნელად გაიტანეს გოლი მასპინძლების კარში, ჰოლტბის შესანიშნავი სააგოლე გადაცემა გამოუვიდა სტივ სიდველის მიმართულებით ამ უკანასკნელმა ბურთი ერთი შეხებით გაუშვა კარის ბადეში და ანგარიში 0:1 გახადა.

''წითელმა ეშმაკუნებმა" ისევ ჩაიგდეს მატჩის სადავეები ხელში და დაიწყეს ჩაწოდებები ფლანგებიდან, დევიდ მოიესის გუნდს მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო გარდა ჩაწოდებებისა და შეტევისა.

37-ე წუთზე, ''ფულჰემმა'' შესანიშნავად შეუტია მანჩესტერს, მუამარ ტანკოვიჩმა გადაცემა გაუკეთა კირენ რიჩარდსონს, მაგრამ უკანასკნელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და იხსნა მისი ყოფილი გუნდი გოლისგან.

ბენტმა ''იუნაიტედის'' ბედი დამატებულ წუთებზე გადაწყვიტა


მეორე ტაიმში სტუმრები აგრძელებდნენ "იუნაიტედის" იერიშების მოგერიებას, როდესაც მცველები უშანსოდ რჩებოდნენ მარტინ სტეკელენბურგი ასწორებდა მათ შეცდომებს, მან გააკეთა რამდენიმე შესანიშნავი სეივი.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლები მაინც გოლზე თამაშობდნენ. 78-ე წუთზე ხუან მატამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა რობინ ვან პერსის რომელმაც ბურთის კარში გადაგზავნა ადვილად შეძლო, ანგარიში კი 1-1 გახადა.

მასპინძლებს გატანილმა გოლმა სტიმული შემატა, ''იუნატედი'' ფლანგებიდან უტევდა. სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოსთან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს რითაც მაილ კერიკმა მაშინვე ისარგებლა და ''იუნაიტედი'' დააწინაურა ანგარიშით 2-1.


ამ გადამწყვეტი მომენტის შემდეგ გუნდები დამშვიდნენ, როგორც ყოველთვის ''იუნაიტედი'' მოეშვა და მშვიდად ათამაშებდა ბურთს საკუთარ ნახევარზე, თუმცა მცველებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს როგორც მათ სჩვევიათ რითაც დარენ ბენტმა მაშინვე ისარგებლა. ამ მომენტში დავიდ დე ხეამ შესანიშნავი სეივი გააკეთა მაგრამ ბურთი მაინც კარის ბადეში გაეხვა და საბოლოდ ტაბლოზე ანგარიში 2-2 დაფიქსირდა.

ბენტმა ''იუნაიტედის'' ბედი დამატებულ წუთებზე გადაწყვიტა


აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ''ფულჰემთნ'' დაკარგული ქულების შემდეგ ''იუნაიტედი'' ამჟამად მე-4 ადგილზე მყოფ ''ლივერპულს'' 9 ქულით ჩამორჩება. ამიტომ ''წითლებს'' ძალიან დიდი შრომა მოუწევთ იმისათვის, რომ შეძლონ და მიმდინარე სეზონი ოთხეულში მყოფებმა დაასრულონ. თუმცა ''წითლებს'' დღევანდელი ფრის შემდეგ შანსები ძალიან შეუმცირდათ ტოპ ოთხეულში მოხვედრისა.

წყარო: fapl.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
10 თებერვალი 2014 00:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა ოთხეუზეა საუბარი მეშვიეე ადგილს თუ გავცდით მადლობელები უნდა ვიყოთ areyoukiddingme 2 კვირის წინ ოთხეულის იმედი მაინც მქონდა ახლა ეგეც არ მაქვს, ლივერპული ამ შანსს არ გაუშვებს ხელიდან, ჩემპიონთა ლიგაზე კიდე თუ მოხდა სასწაული და ოლიმპიაკოსს გავცდიმ მერე ნახეთ ვინც შეგვხვდება დაგვანგრევს. არაფრის შანსი არ გვაქ წელს, მე პირადად ყველაფრის იმედი დავკარგე და ტუ ვინმეს კიდე სჯერა იმის რომ მოისი მანჩესტერთან ერთად რამეს მიაღწევს დამენახეთ და ამიხსენით რისი იმედი გაქვთ.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2014 01:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოთხეულიში შესვლის შანსი კიდევ გვექნება რო? :დ ბოლო ორი მატცი რომ მოგვეგო და თან რა მატცბეი იყო ეხლა 3 ქულა იქნებოდა სხვაობა დ ამშვიდად ვიქნებოდი. ეს რა არი იმენა სვარკა, სვარკაც აღარაა უარესია
0
№3
ავტორი: ლადო
10 თებერვალი 2014 12:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არამგონია წელს ოთხეულში დავამთავროთ ჩემპიონატი...დროა შხაპი მიიღონ ფეხბურტელებმა
0
№4
ავტორი: Gio Ghonghadze
16 თებერვალი 2014 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მართალია მეოთხე ადგილს ვეღარ დავიკავებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top