თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2014, 15:18
ავტორი: love united,
ნანახია: 2244,
კომენტარები: 9
მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის
ვის შეიძენს მოიესი 100 მილიონ ევროდ?
მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის
დევიდ მოიესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონ ევროს დახარჯავს. ეს იქნება რეკორდული თანხა "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელიც ტრანსფრებისთვის გამოიყოფა. შოტლანდიელ სპეციალისტს გუნდში შექმნილი კრიზისის გამოსწორება ტრანსფერებით სურს. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ კლუბის მფლობელები, გლეიზერების ოჯახი. მანჩესტერელთა მთავარი სამიზნე "იუვენტუსის" ნახევარდაცვის წყვილი, არტურო ვიდალი და პოლ პოგბა იქნებიან. მათი საერთო ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნება.

მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

მოიესი გუნდში შექმნილი ვითარების გამოსწორებას ტრანსფერებით ეცდება


მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

არტურო ვიდალი და პოლ პოგბა მანჩესტერელთა მთავარ სამიზნეებად ითვლებიან


მოიესს ასევე სურს "აიაქსის" ცენტრალური მცველის, ჯოელ ველტმანის და "საუტჰემპტონის" ფლანგის მცველის, ლუკ შოუს დამატება. ამავდროულად, მანჩესტერელთა მწვრთნელი ეცდება მადრიდის "ატლეტიკოს" 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდის, დიეგო კოშტას შეძენას, რომლითაც ის უკვე დიდი ხანია ინტრესდება. მოიესმა სია უკვე გადასცა ედ ვუდვორდს, რომელსაც ევალება ყველა ტრანსფერის შესრულება.

მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

პოგბა-ვიდალის დუეტისთვის "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა 60 მილიონ ევროს გამოყოფს


მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

ყველაფერი ამ ორ ადამიანზეა დამოკიდებული


თუ მოიესს მძიმე ტვირთი შეხვდა და არის სერ ალექსის მემკვიდრე, არანაკლებ მძიმე სამუშაოს ასრულებს ედ ვუდვორდი, რომელიც დევიდ გილის მემკვიდრეთ ითვლება. ვუდვორდისთვის პრობლემა არ იქნება ფინანსური საკითხების მოგვარება ტრანსფერის დროს, მაგრამ თუ "იუნაიტედი" ვერ შევა ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ფეხბურთელთა დაყოლიება კიდევ უფრო გაჭირდება. ვუდვორდი კლუბში 2005 წელს მოვიდა და წარმატებით უძღვებოდა ფინანსურ საკითხებს. დევიდ გილის წასვლის შემდეგ ის დააწინაურეს. ჯერ-ჯერობით ვუდვორდი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს- მატას ტრანსფერი "ჩელსიდან" ამის კარგი მაგალითია.

მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

დიეგო კოშტა "იუნაიტედის" რადარზე მოხვდა


მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

მანჩესტერი ახალგაზრდა ბრიტანელი მცველის შეძენასაც ეცდება


რაც შეეხება პოლ პოგბას- 20 წლის ნახევარმცველი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, კლუბი კი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო დატოვა. ის მანჩესტერშიც გამორჩეული ახალგაზრდა იყო, მაგრამ "იუვენტუსში" კიდევ უფრო კარგად ათამაშდა. ახლა "იუნაიტედს" მოუწევს 30 მილიონი ევროს გადახდა მასში, ვინც 18 თვის წინ უფასოდ გაუშვა იტალიაში. მისი ჩილელი გუნდელი, არტურო ვიდალი კიდევ უფრო ძვირად ფასობს. ის "ბებერმა ქალბატონმა" 2011 წელს 10 მილიონ ევროდ შეიძინა "ბაიერ ლევერკუზენიდან".

მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

ჯოელ ველტმანი(მარჯვნივ) ვიდიჩის შემცვლელად მოიაზრება


მოიესის 100 მილიონი ტრანსფერებისთვის

ნემანია გუნდს ზაფხულში დატოვებს


ნემანია ვიდიჩის გადაწყვეტილებამ მოიესს აიძულა დაიმატოს ცენტრალური მცველი. ერთ-ერთი მცველი, ვის ყიდვასაც მანჩესტერი ეცდება ველტმანია. "იუნაიტედის" აგენტი დაესწრო მის თამაშს "გრონინგემის" წინააღმდეგ. მატჩს "არსენალის", "ჩელსის" და "სიტის" სკაუტებიც ესწრებოდნენ.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 თებერვალი 2014 15:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფულის პრობლემა არ აქვს მანჩესტერის ხელძღვანნელობას და ტრანსფერები ამ წელს გავაკეთოთ ბევრი ოღონდ ღირებული რა
0
№2
ავტორი: N10
9 თებერვალი 2014 15:49
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
კია ოღOნდ წესიერი ტრანსფერები გაკეთონ!
0
№3
ავტორი: Shako Jones
9 თებერვალი 2014 15:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
პოგბას ვინღა დაგიბრუნებს. 1 კარგი ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი
0
№4
ავტორი: GeorgeBest
9 თებერვალი 2014 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა კოშტა გაათრიონ როგორ არ მევასება ეგ როჟა derpstare

მანგალა, კროოსი (ერარა) და კავანის ამბავი მომეწონა, ვან პერსიში გაცვალონ მშვენიეირ იქნება :დ ჭორია მაგრამ მაინც. აქედან პოგბა ან ვიდალი დაგვხატავს მაგრამ არაფერი გამოვა
0
№5
ავტორი: LizarD
9 თებერვალი 2014 17:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიორგი,
კროსს, ვიდალს და პოგბას ვერატი ჯობია. თან თქვა გადმოსვლა მინდაო. კავანის გაცვლა თუ რეალური იქნება ძალიან სარფიანი წინადადებაა... მცველების ყიდვაა საჭირო მარცხენა და ცენტრალური.
0
№6
ავტორი: Jubo
9 თებერვალი 2014 17:35
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მემგონი ყველაზე აქტიური სატრანსფერო ფანჯარა გველოდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: ლადო
9 თებერვალი 2014 18:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კროოსი, კოშტა, კავანი, მანგალა, შოუ, ვიდალი, პგბა. აქედან ერთ -ერთიც რომ დავითრიოთ დახათავენ გუნდს
0
№8
ავტორი: SAF
9 თებერვალი 2014 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ამას კაპიკი არ მისცეთ ამის ცენზურა დედასცენზურა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: WAYNE ROONEY 10
9 თებერვალი 2014 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
პოგბა თუ გადმოვიდა მაგარი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top