თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2014, 11:02
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1723,
კომენტარები: 10
ჰოლივუდური ფინალი
ჰოლივუდური ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესრულებით
ჰოლივუდური ფინალი
უყურო "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშს იგივეა, რაც უყურო რომანტიულ კომედიას. სიუჟეტი ასეთია, მთავარმა გმირმა იპოვა გოგონა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის მიიღოს. ფილმის შუა ნაწილში მთავარი გმირი სირთულეებს ხვდება, შემდეგ ამ ყველაფერს გადალახავს და იმ გოგონასაც მიიღებს. ბედნიერი დასასრული და მაყურებელი თვალებიდან ცრემსლ იშრობს.

ასე იყო ძველად...

ახლა, ჩვენ მხოლოდ საშინელებათა ფილმს ვუყურებთ!

დიდი ხანია მივეჩვიეთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაღ თამაშს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი მოხიბლოს. შესანიშნავი ფეხბურთელები, ჯადოსნური "ოცნების თეატრი", რომელიც გამარჯვებების ადგილად იქცა.

იმედგაცრუების და სასოწარკვეთილების ცრემლები, მალევე შეიცვალა სიახრულის ცრემლებით. დრო გავიდა და გულშემატკივარი სტადიოზნე იმისთვის რჩებოდა, რომ "Fergie time" ენახათ. ახლა კი გულშემატკივარი "Moyes time"-ს არ ელოდება, რომელშიც "იუნაიტედი" საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს.

ყოველი წუთის შემდეგ, "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი მცირდება და ყველას ძალიან სურს, 2013-14 წლის სეზონი მალე დაივიწყონ. მოდით ვიყოთ რეალისტები, დროა კლუბი შემდეგი სეზონისთვის მოემზადოს.

კლუბს ახალი თილისმა სჭირდება, რომელიც ახალი გუნდის წამყვანი ფიგურა გახდება. მოიესი, კი ასეთ ფეხბურთელად ადნან იანუზაის მიიჩნევს. ამ სეზონში ბელგიელი ვუნდერკინდი ერთადერთ ნათელ წერტილად ითვლება "იუნაიტედის" ჩაბნელებულ სამეფოში. იანუზაის ნამდვილად აქვს ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ როდესაც ასეთი დიდებული გუნდი ერთ მოზარდზეა დამოკიდებული და ფიქრობს, რომ სწორედ ის მოზარდი გამოიყვანს კრიზისიდან, აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს კლუბში.

სამწუხაროდ მოიესს ძალიან დიდი დრო არ აქვს, ხოლო გულშემატკივარი ყოველი მარცხის შემდეგ კარგავს მოთმინებას. დარწმუნებული ვარ მოიესი, როგორც ფერგი, იანუზაის მსოფლიო ფეხბურთის თამაშის გემოს აგრძნობინებს და შემდეგ სისტემატიურად შეიყვანს დიდ თამაშებში.

თუ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, გუნდში დიდი გაწმენდა მოხდება. უეინ რუნი, პირველი მოისურვებს კლუბის დატოვებას, და კლუბსაც ურჩევნია მისგან ფული აიღოს, ვიდერ თავად ფორვარდმა გადაწყვიტოს გუნდიდან თავისუფალი აგენტის სახით წასვლა. შესაძლებელია უეინს, რობინიც მიყვეს. ჰოლანდიელი "არსენალიდან" "ოლდ ტრაფორდზე" იმ იმედით გადმოვიდა, რომ ტიტულები მოეპოვებინა, მაგრამ კლუბი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "ბოქსიორის ტომარას" დაემსგავსა, ხოლო ვან პერსი ისეთი კლუბის ძებნას დაიწყებს, რომელსაც უფრო მეტი პოტენციალი ექნები ტიტულებისთვის ბრძოლაში.

რიო ფერდინანდი უკვე ფიქრობს, თუ რით დაკავდეს საფეხბურთო კარიერის შემდეგ. ეს ის რიო აღარ არის, ძველი რიო ფერგისთან ერთად წავიდა. მოიესი დაინტერესებულია მარცხენა მცველის შეძენით, ასე რომ პატრის ევრას წასვლაც არ არის გამორიცხული. შოტლანიელი ნამდვილად არ ენდობა შინჯი კაგავას და თუ ასე გაგრძელდება, იაპონელი მალე გერმანიაში დაბრუნებაზე იფიქრებს. ასევე გაურკვეველია ვიდიჩის მომავალიც, დიდი ალბათობით ისიც დატოვებს კლუბს.

კლუბმა თავდაჯერებულობის გრძნობა დაკარგა. ყოველთვის სანდო ვალენსიას თითქოს ბურთის ჩაწოდება დაავიწყდა და ახლა დარბის აქეთ-იქით სანამ რომელიმე მცველი არ მივა და მის მაგივრად არ ჩააწვდის ბურთს. გული მწყდება, რომ მის მაგივრად ბურთს სმოლინგი აწვდის. ნანი და ეშლი იანგი ძალიან არასტაბილურები არიან, რას უნდა მოველოდეთ მათგან.?

იმის თქმაც არ შეიძელბა, რომ ამ გუნდს მომავალი არ აქვს. ვხედავ ნათელ მომავალს დავიდ დე ხეაში. ფილ ჯონსს და ჯონი ევანს ცენტრში შეუძლიათ თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ რაფაელი ჩვენგან წასვლას არ მოისურვებს, რადგან ახლა მარჯვენა ფლანგი, სწორედ მას ეკუთვნის დამსახურებულად. ნიკ პაუელი შესანიშნავად ასპარეზობს "უიგანში" და მას ნამდვილად შეუძლია მომავლის "იუნაიტედის" მთავარი წამყავნი ფიგურაც კი გახდეს. ველბეკიც ნელ-ნელა ამტკიცებს თავის პროდუქტიულობას. იანუზაის კი შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფლეიმეიქერი გახდეს. გამიხარდებოდა ხავიერ ერნანდესის მთავარ თავდამსხმელად ნახვა, იმ შემთხვევაში თუ კლუბს რობინი და რუნი დატოვებენ. სასიხარულო იქნებოდა უილფრედ ზაჰას და ჯესი ლინგარდის კლუბში ნახვა.

თუ კლუბი ტიტულების გარეშე დარჩება, ბევრ ფეხბურთელს აღარ მოუნდება ჩვენთან თამაში, მითუმეტეს ახლა, როდესაც "ფული ჯოჯოხეთს ანათებს". რომან აბრამოვიჩი და მისნაირი მილიარდელები, ისევ გააგრძელებენ სატრანსფერო ფანჯრის დროს მილიონების ხარჯვას.

მოიესმა ბევრი უნდა იმუშაოს, რომ შესაფერისი ფეხბურთელები შეიძინოს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის დაიკვეხნის იმით, რომ ის ვარსკვლავებს არ ყიდულობს, არამედ თვითონ ზრდის მათ. ამ სიაში არ ვიღებთ რობინს.

პირველ რიგში ისინი უნდა ვიყიდოთ, ვინც "იუნაიტედის" მაისურის ტარების ღირსია და ვისაც სისხლში "წითელი ეშმაკის" დნმ აქვს. მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის მიუხედავად, რადგან სწორედ ასეთმა ფეხბურთელებმა აქციეს "იუნაიტედი" დიდებულ კლუბად.

ჩვენ არ ვთამაშობთ ძალიან ლამაზ ფეხბურთს, ეს წოდება "არსენალს" და "ბარსელონას" ეკუთვნით. ჩვენ არ ვაგროვებთ ვარსკვლავებს, ეს "რეალის" და "სიტის" საქმეა.

ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც არასდროს ნებდება. ჩვენ არ დავნებებულვართ, როდესაც "ოლდ ტრაფორდი" დაბომბეს, არ დავნებეულვართ "მიუნხენის ტრაგედიის" შემდეგ! არ დავნებებულვართ სერ მატ ბასბის წასვლის შემდეგ და არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავნებდით, როდესაც მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე "იუნაიტედი" 1-0 აგებდა "ბაიერნთან". ჩვენ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის მერეც ვიბრძოლებთ!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ტრადიციას და ისტორიას არავინ დაივიწყებს. ბასბის და ფერგის თაობის შემდეგ იწყება ახალი თავი კლუბის ისტორიაში!

დაიმახსოვრეთ ეს რთული პერიოდი, რადგან მალე "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ წამოდგება ფეხზე. როგორც საშინელებათა ფილმების უმრავლესობაში, ფილმის მთავარი გმირი ბოლოს ცოცხალი რჩება!

სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
9 თებერვალი 2014 11:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბოლომდე წაიკითხეთ სამაოდ საინტერესო გამოდგა...

პ.ს ესეც 700 gun2
0
№2
ავტორი: Lomsa099
9 თებერვალი 2014 11:22
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
გილოცავ ლადუნ 700_ე სიახლეს :* წავიკითხავ ბოლომდე დამაინტერესდა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: Luka Gelashvili
9 თებერვალი 2014 12:16
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლადო feel

საშინელებათა ფილმს კი არა პორნოგრაფიას ვუყურებთ :დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Manchester_M
9 თებერვალი 2014 12:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლადო,
სგ !!!! სუპერ !!!!!!!!!! hi2 good2 წაიკითხეთ გირჩევთ . :)

2 წლის შემდეგ რა იქნება მაინტერესებს ვინ დარჩება წავა და მოვა მაგრამ ვიცი რო მანჩესტერი მაინც არ განადგურდება ვინც არ უნდა წავიდეს და მოვიდეს :)
0
№5
ავტორი: Shako Jones
9 თებერვალი 2014 12:25
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ყოჩაღ ლადო.
არ მინდა რუნი სხვა კლუბის მაისურით angry
0
№6
ავტორი: Nigermanx
9 თებერვალი 2014 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
№7
ავტორი: Beckham 7
9 თებერვალი 2014 13:16
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ლადო გილოცავ მე-700 ს :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№8
ავტორი: Rosso Diavolo
9 თებერვალი 2014 13:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ ლადო კარი სტატიაა !! ეს სეზონი 4-ე ადგილზე მაინც ჩავამთავროთ...მომავალი სეზონიდან იუნაიტედი ჩვეულ ფორმას აღიდგენს
0
№9
ავტორი: Vodafone
9 თებერვალი 2014 15:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ლადო და გილოცავ მე-700 სიახლეს.

თავიდან ცოტა პესიმიზმით იყო დაწერილი მარა ბოლოს იმედის მომცემად დაამთავრე derpthumb
0
№10
ავტორი: GeorgeBest
9 თებერვალი 2014 16:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გილოცავ 700–ე სიახლეს winked

ჩვენ არ ვთამაშობთ ძალიან ლამაზ ფეხბურთს, ეს წოდება "არსენალს" და "ბარსელონას" ეკუთვნით

ბარსელონა ხო მაგრამ არსენალი? wink იყო გამონათება ამ სეზონში, მაგრამ უკეთეს ფეხბურთსაც თამაშობენ. ამ ფილმის მთავარი გმირი მემგონი რო ფილმის დასასრულს ვერ ნახავს, სიტუაცია მძიმეა და ყელში აქვს ყველას ყველაფერი უკვე. თუ ლიგაზე ვერ გავედით არც რუნი და მითუმეტეს ვან პერსი არსად არ წავლენ. დიდი წმენდაა გუნდში ჩასატარებელი, მაგრამ ჯერ სწორი ტრანსფერებია საჭირო და პირველ რიგსი გუნდის დალაგაგება უნდა მაოხერხოს, საერთოდ რას თამაშობენ აზზე არ ვარ. არ ვიცი იმედს ბოლომდე მიკლავს კურტკიანი მთავარი გმირი და ველოდები სეზონის დასრულებას. არ მინდა მაგის წასვლა, სიტუაციის გამოსწორება მინდა დ აყველა მაგას ითხოვს, იმედიანად არ ვარ რომ მოიესი ამას მოახერხებს, მაგრამ ვნახოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top