თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 21:11
ავტორი: love united,
ნანახია: 1786,
კომენტარები: 8
მომღერალი სექტორის დაბრუნება
ფილ ნევილმა მომღერალ სექტორზე ისაუბრა
მომღერალი სექტორის დაბრუნება
"იუნაიტედის" მწვრთნელმა, ფილ ნევილმა ისაუბრა მომღერალი სექტორის რეალიზაციაზე. როგორც ცნობილია, ეს სექტორი კვირის მატჩში "ფულემის" წინააღმდეგ დაბრუნდება. პირველად ეს იდეა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "რეალ სოსიედადთან" განხორციელდა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. სტადიონს ერთ-ერთ კუთხეში, კერძოდ J და K ტრიბუნაზე კვლავ განთავსდება მომღერალი სექტორი. აქ ზუსტად 2,661 ადამიანი ეტევა.

მომღერალი სექტორის დაბრუნება


მომღერალი სექტორის დაბრუნება


ფილ ნევილმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ ეს პროექტი ყველა მატჩში განხორციელდება, რადგან მომღერალი სექტორი ხელს უწყობს ატმოსფეროს გაუმჯობესებას "ოლდ ტრაფორდზე":"იდეალური იქნებოდა, თუ 75,000 კაცი ერთად იმღერებდა, მაგრამ მოდით მხოლოდ რეალურად ვისაუბროდ. თუ მომღერალი სექტორი სისტემატიურ სახეს მიიღებს, გააქტიურდება ტრიბუნების სხვა ნაწილები."

მომღერალი სექტორის დაბრუნება


მომღერალი სექტორის დაბრუნება


მომღერალი სექტორის დაბრუნება


"მე ვკითხულობ ფან-ზონების განცხადებებს. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით სისტემატიურად არ ხდება, მაგრამ იმედია ყველა თამაშში იქნება მომღერალი სექტორი."

არსებობს რამდენი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ამ პროექტის განხორციელებას. უნდა განისაზღვროს ადგილი, სადაც განთავსდება მომღერალი ტრიბუნა. ასევე შეიქმენება პრობლემები სეზონურ ბილეთებთან. "ფულემთან" მატჩში ბევრი მათგანი სწორედ მომღერალ სექტორს მიაშურებს და არა თავის ადგილს. ასევე უარი მიიღება სტუმარი ფანების სექტორის სხვაგან გადატანასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ასე რომ, ფანებს, რომლებსაც სურთ მომღერალი სექტორის სისტემატიური მოქმედება, ჯერ-ჯერობით მოცდა მოუწევთ. ერთ-ერთი ფან-ზონა აცხადებს:"მოდით ვიყოთ გულახდილები: "ფულემს" არ აქვს კარგი ატმოსფერო "კრივენ კოტეჯზე". ვეცადოთ, რომ "იუნაიტედის" ჩანტები საუკეთესო გახდეს ინგლისში. სწორედ ამიტომ, საჭიროა ცვლილებები."

წყარო:dailymail
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 21:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვა ძაან მაგარია winked მაგრამ ნევილს გუნდს მიხედე wink
0
№2
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 21:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფანები ასე რომ იხარჯებიან ამათმაც უნდა გაახარონ ისინი :X
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2014 21:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კაია რო დაბრუნდა მომღერალი სექტორი გუნდს მაგრად ეხმარება .ფეხბურთელებს ძალას და სტიმულს მატებენ
0
№4
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 22:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იდეალური იქნებოდა, თუ 75,000 კაცი ერთად იმღერებდა, მაგრამ მოდით მხოლოდ რეალურად ვისაუბროდ.


აუ ოლდ ტრაფორდზე ვიყო და რა გამაჩერებს, ფეხბურთელებზე არანაკლებად დავიხარჯებოდი.
0
№5
ავტორი: Lev
8 თებერვალი 2014 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ოთხეულზე იფიქრე ნევილ და კონკრეტულად და პრინციპულად მიუდექით თითოეულ არაფრისმაქნის ფეხბურთელს.სიმღერებს და კომპოზიტორობას თავი დაანებე...ტრ//კის თამაში სპორტი არ არის.

ვერც სიმღერები და ვერც ფიგურული სრიალი ჩვენს თამაშს ვერ გამოასწორებს სანამ საკადრო ცვლილებები არ მოხდება

ნევილზეა მათქვამი ძაღლი შინ არ ვარგოდა , სანადიროდ გარბოდაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: love united
8 თებერვალი 2014 23:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lev,
ნევილზეა მათქვამი ძაღლი შინ არ ვარგოდა , სანადიროდ გარბოდაო

lol
0
№7
ავტორი: Tamara
9 თებერვალი 2014 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
იმღერე ფილ, იქნებ უკეთ ეგ საქმე გამოგდის
0
№8
ავტორი: ლადო
9 თებერვალი 2014 09:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს კი მისასალმებელი და კარგია, მაგრამ ახლა ჯობია გუნდზე იფიროთ, მეშვიდე ადგილს ვერ ავცდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top