თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 16:02
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1895,
კომენტარები: 9
კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
"იუნაიტედი" კრიზისშია, კაპიტანი კი სწორედ ამ დროს დატოვებს კლუბს.
კაპიტანს
რამდენიმე დღის წინ, ვიდიჩმა ფანებისთვის თავზარდამცემი განცხადება გააკეთა. კაპიტანი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ამ სიახლემ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. მარტინ კეონმა კი თავისი აზრი გამოთქვა ამ ყველაფრის შესახებ:

კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
მარტინი "არსენალში" "იუნაიტედის" წინააღმდეგ.


"მე შეძრწუნებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ნემანია ვიდიჩი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც კი კლუბს გასაჭირის პერიოდი დაუდგა, მაშინვე გადაწყვიტა კაპიტანმა წასვლა. რათქმაუნდა მე არ ვიცი ყველაფერი იმის შესახებ რაც "იუნაიტედის" შიგნით ხდება, თუმცა "მანჩესტერმა" ვიდიჩს ძალიან ბევრი მისცა ამ წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ფანებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება მისი ეს გადაწყვეტილება."

კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
მომავალი სეზონის ჩატარება "იუნაიტედის" ბოსს ვიდიჩის გარეშე მოუწევს.


"ვიდიჩს ჯერ კიდევ აქვს სათამაშო დრო, ის 32 წლისაა. ჩემი აზრით, ის კლუბში უნდა დარჩენილიყო და ყველაფერი გაეკეთებინა ამ კრიზისიდან "იუნაიტედის" ამოსაყვანად. ბოლოს და ბოლოს სწორედ ამ კლუბში ყოფნისას მოიპოვა მან 5 პრემიერ ლიგის, 1 ჩემპიონთა ლიგის და 3 ლიგის თასის ტიტული.

კიდევ არ მჯერა ნემანიას ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ მაინტერესებს, რომელ კლუბში იგრძნობს ის თავს უკეთ ? ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შესაძლოა დევიდ მოიესმა არც იბრძოლა მის შესანარჩუნებლად და ვიდიჩს ამან უფრო გაუადვილა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს მას მაინც არ ამართლებს."

კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
ვიდიჩი კონტრაქტს აწერს ხელს. 2006 წელი.


კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
ვიდიჩმა დაახლოებით 400-მდე მატჩი ჩაატარა წითლების მაისურით, მას შემდეგ რაც "წითლებმა" შეიძინეს £7 მილიონად.


კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
ხუთი პრემიერ ლიგის ტიტული "იუნაიტედთან" ერთად.


"როდესაც მე "არსენალში" ვთამაშობდი, არ დავტოვე კლუბი ბოლო წუთამდე სანამ თამაში შემეძლო, მაგრამ 37 წლის ასაკში მე უკვე სხვა გზა აღარ მქონდა.

სწორედ ამიტომ არ მესმის სად მიდის ვიდიჩი? რატომ გარბის კლუბიდან? ის საოცარი ფეხბურთელია და სასიცოცხლო მნიშვნელობაც ენიჭებოდა გუნდისთვის, ის "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად აქცია. მაგრამ რას აკეთებს ახლა ? ის ზურგს აქცევს კლუბს მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს, ზურგს აქცევს კლუბს, რომელმაც კაპიტნის წოდება რიოს მაგივრად მას მიანიჭა. ამ დროს კლუბმა მას დიდი რწმენა აჩვენა, სწორედ ამიტომაც მისი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელია ის, რომ ბრძოლის გაგრძელებას არ აპირებს. ის თუნდაც სიმწრით უნდა იბრძოდეს ბოლო წუთამდე.

"იუნაიტედს" დააკლდება და მოენატრება მისი კაპიტანი. ის საოცრად თამაშობს, ის კლუბის გაუვალი კედელია."

კაპიტანს "იუნაიტედის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.
ვიდიჩისა და რიოს საოცარი დუეტი. ვიდიჩი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ გოლს აღნიშნავს "ინტერის" წინააღმდეგ 2009 წელს მის პარტნიორთან ერთად.


"ვიდიჩს "მანჩესტერის" ფანები დიდი სიყვარულით გაიხსენებენ. დარწმუნებული ვარ მათ "წითელი არმიის" კაპიტანი ძალიან მოენატრებათ. რა ცხოვრებას გააგრძელებს "იუნაიტედი" ვიდიჩის გარეშე? ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მოიესს კარგი დაცვის შეძენას ვურჩევდი."

DailyMail.co.uk
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
8 თებერვალი 2014 16:12
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვიდიჩ არ უნდა წასულიყავი! მაგრამ მაინც მადლობა ყველაფრისთვის!
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2014 16:13
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არუნდა წასულიყავი მართლაც ! ყველაფრისთვის მადლობას გიხდი კაპიტანო ამდენი წელი წითლების ერთგული რომ იყავი !!!
0
№3
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2014 16:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეხხხ ვიდააა sad მაგარი კაპიტანია love
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა სისულელეა ეს კლუბის ზურგშექცევას არ ნიშნავს. ვიდა ის აღარაა რაც იყო და თვითონაც კარგად იცის, მიდის და ასპარეზს სხვებს უთმობს. რა შუაშია აქ გაქცევა და რაღცეები, გააწამეს ამ ტრავმებმა და ჯერ ისედაც ვერ ხვდება ძირითადში და თუ ხვდება როგორ თამაშობს ბოლო დროს ვიცით

არამგონია ვინმემ ბრალი რამეში დასდოს, ძაან მაგარი კაცია და ყველა დიდი სიყვარულით გაიხსენებს
0
№5
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 18:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ალბათ აქვს რაღაც მიზეზი რადგან ეს გადაწყვეტილბა მიიღო. პატივი უნდა ვცეთ მის აზრს და და მადლობა გადავუხადოთ თითოეული წუთისთვის, რომელიც "იუნაიტედის" მაისურით ჩაატარა.
0
№6
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 18:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არა მგონია ასე უცებ დატოვოს :X ალბათ თუ ჩადგება ფორმაში სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივებენ თორე ამის შემცვლელი სად უნდა ნახონ :X
0
№7
ავტორი: zatara
8 თებერვალი 2014 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
გიორგი,

ზურგის შექცევა ის არის რომ მანჩესტერი გასაჭირშია თან დაცვის ხაზი ძალიან სუსტია და ზუსტად ამ დროს მიდის და უფრო გვისუსტებს ისედაც დაუძლურებულ დაცვას... მესმის ვინმე რომ გვეყიდოს ისეთი რომ დაცვა გაძლიერებულიყო კიი წავიდოდა მაგრამ ამ მდგომარეობაში იუნაიტედის მიტოვება პიროვნული სისუსტე მიმაჩნია მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№8
ავტორი: tupaca
8 თებერვალი 2014 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Vida arsad ar garbis ar ugrdzelebdnen kontrakts Da ra eqna? Es moyesi debilia Da gleizerebis kide pexebze kidiat pexburti gundi Da tradiciebi
0
№9
ავტორი: red devil
9 თებერვალი 2014 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Arada rogor miyvars es fexburteli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top