თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 14:50
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1846,
კომენტარები: 6
მატა: დიდი პატივია ვან პერსისთან და რუნისთან თამაში
მატამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია რობინ ვან პერსისთან და უეინ რუნისთან თამაში და დაამატა, რომ მათთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს ურთიერთგაგებაზე.
მატა: დიდი პატივია ვან პერსისთან და რუნისთან თამაში
მატამ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია რობინ ვან პერსისთან და უეინ რუნისთან თამაში და დაამატა, რომ მათთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს ურთიერთგაგებაზე.

შემტევი ტრიო უკვე იხილეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა "სტოკთან" მატჩში, თუმცა მათი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი 3 ქულის მოსაპოვებლად.

თუმცა ესპანელი ფეხბურთელი თვლის, რომ ის უკვე დამკვიდრდა "იუნაიტედში" და აპირებს გამოიყენოს ისეთი კალიბრის ფეხბურთელებთან ერთად თამაშის შანსი, როგორიც უეინ რუნი და რობინ ვან პერსი არიან.

"ჩვენ ვარჯიშის დროს ბევრს ვმუშაობდით ურთიერთგაგებაზე." განუცხადა მატამ MUTV-ს. "თუმცა როცა საქმე გაქვს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც ისინი არიან, ყველაფერი ადვილი გეჩვენება."

"რობინ, უეინი და ადნანი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან და დიდი პატივია მათ გვერდით თამაში."

"მე მსურს გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი კლუბის დასახმარებლად. ვფიქრობ, ჩემი მთავარი ამოცანა ასისტების გაკეთება და ფორვარდებისთვის მომენტების შექმნაა. თუმცა თუ გოლსაც გავიტან უკეთესი იქნება."

"ჩემი კარიერის განმავლობაში, ნახევარმცველის პოზიციიდან ბევრი გოლი გამქონდა და შევეცდეები იგივე გავაეკთო ახლაც, რადგან ამ გრძნობას არაფერი შეედრება."

მატამ დაამატა, რომ მან უკვე გაიცნო ქალაქი მანჩესტერი და მისი მეგობრის, დევიდ დე ჰეას დახმარებით უკვე მოახერხა სახლის პოვნა. 25 წლის ნახევარმცველი ძალიან მოხარულია დე ჰეას და სხვა თანაგუნდელების მხარდაჭერით, ისევე როგორც კლუბის გულშემატკივრების ქომაგობით.

"ის დახვედრა, რომელიც მე ფეხბურთელებმა, მენეჯერმა და გულშემატკივრებმა მომიწყვეს, უბრალოდ საოცარი იყო. არასდროს დამავიწყდება ჩემი დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე". იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე რაც შეიძლება ბევრ მატჩს მოვიგებთ, რადგან გულშემატკივრები ამას იმსახურებენ."

"დევიდი ძალიან დამეხმარა პირველ დღეებში. პირველი კვირა ის სულ ჩემთან იყო, ყოველ წუთას მირეკავდა, რომ შეემოწმებინდა კარგად ვიყავი თუ არა და მეკითხებოდა რა მჭირდებოდა. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან მიხარია რომ ისევ ერთად ვართ."


წაყრო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2014 14:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუაუაუუაუაუუაუაუა ვგიჟდები ამ ფეხბურთელზე, მაგარი ჭკვიანი პასავშიკია...ხვალინდელ თამაშს ველი
0
№2
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 14:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამ სამი ფეხბურთელის იმედიღა მაქვს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 15:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს კიდე დაფრინავს, სულ დებიუტზე და დახვედრაზე საუბრობს wink ამას მანჩესტერი ჭიჭვეიშვილი ჩელსი ეგონა თუ რა ხდება belay

მაგარი კაცია და მაგრად დაგვეხმარება მომავალშიც, იმედია მოგვარდება ყველაფერი და ამ დიდი სამეულს იანუზაიც დაემატება მალე. ესეთი შეტევის ხაზით მომავალ წელს შედეგი გვინდა. წელს ოთხეული
0
№4
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ როგორ მინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგას არ დავაკლდეთ :|
0
№5
ავტორი: love united
8 თებერვალი 2014 18:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ისე შემდეგ წელს როისიც რომ იყიდონ :დ როისი-რუნი-მატა-პერსი რა შეტევა იქნება
0
№6
ავტორი: LizarD
8 თებერვალი 2014 20:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დე ხეა რა კაცია :დ მაგარი "ბრატები" არიან :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top