ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაში,სადაც ერთამანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ბრაგა დაუპირისპირდნენ პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ლუის ნანიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ ლუის ნანი მალე დაუბრუნდება კლუბს.
"ნანიმ მიიღო ბარძაყის ტრავმა და ის სავარაუდოდ 10 დღეს გამოტოვებს,რაც ძალიან სამწუხაროა"-განაცხადა სერ ალექსმა
ასევე ასტონ ვილასთან შესაძლოა ვერ ვიხილოთ ჯონი ევანსი,რომელსაც სავარაუდოდ ტრავმა აწუხებს.
"შესაძლოა ასტონ ვილასთან შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს ევანსმა,მაგრამ კრის სმოლინგს შეუძლია თავისი დაბრუნება ძირითად შენადგენლობაში გააგრძელოს და ითამაშოს შაბათს გასამართ შეხვედრაში"-დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა