თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 02:23
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1711,
კომენტარები: 8
რუნი ვან პერსისთან და მატასთან მუშაობას მოუთმენლად ელის
ოლდ ტრაფორდის ახალი სამეული.
რუნი ვან პერსისთან და მატასთან მუშაობას მოუთმენლად ელის
უეინ რუნიმ დაუფარავად ისაუბრა იმის შესახებ, რომ იგი მოუთმელად ელის ხუან მატასთან და რობინ ვან პერსისთან ერთად თამაშს. სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ 60-იანი წლების შესანიშნავ სამეულად მიიჩნეოდა, რომელებიც მიუძღვოდნენ კლუბს გამარჯვებებისკენ. სწორედ ამ სამეულს ადარებს ბევრი თანამედროვე "იუნაიტედის" შემტევ ხაზს.

რუნიმ, მატამ და ვან პერსიმ ერთხელ უკვე დაიწყეს მატჩის პირველივე წუთები ერთად, მაგრამ ყველსგან მოულოდნელად "ეშმაკუნებმა" ეს მატჩი 2-1 დათმეს "სტოკ სიტისთან", თუმცა BBC-სთან საუბარში რუნი აცხადებს, რომ ეს სამეული ნამდვილად მოუტანს წარმატებას რთულ პერიოდში მყოფ "იუნაიტედს".

"მე ნამდვილად კარგად ვიცნობ რობინს. მასთან ერთად უკვე საკმაო დროა ვთამაშობ. ახლა კი მატა, რომელსაც ერთი შეხედვითაც შეატყობ რომ შესანიშნავად გამოსდის ბურთის კონტროლი." - აცხადებს რუნი. "მას შეუძლია შექმნას და გაიტანოს გოლი. ასე რომ, მისი გუნდში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად ვიშრომებთ და თავს კარგად წარმოვაჩენთ მოედანზე."

"როდესაც კლუბში მატასა და რობინის ნაირი ფეხბურთელები გყავს, ასევე დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში არიან, გინდა ყოველთვის მოიგო და ისიამოვნო თამაშით. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. შედეგი და სანახაობა ერთდროულად." დაასრულა რუნიმ.

Mirror
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 02:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა მატასნაირი ფეხბურთელი გემატება გუნდში სასიხარულოა. არ ვართ განებივრებულები ტრანსფერებით. იმედი მაქვს გამოსწორდება სიტუაცია და ბევრ გოლს ვიხილავ ამ სამეულის შესრულებით
0
№2
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 02:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუ ეს ტრიო ათამაშედეს და მერე გამოდით ლუბოი wink
0
№3
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 10:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამ ტრიოს კაი ტაქტიკა უნდა თორე გავარდნით ფონს ვერ გავალთ :)
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2014 11:04
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უმაგრესი ტრიო იქნება !!!
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2014 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეტევის ხაზი მართლა ნებიმიერი გუნდისთვის საოცნებოა, მაგრამ ამ ყველაფერს ძლიერი ტაქტიკოსი უნდა, მოიესში ძლიერ ტაქტიკოსს მე პირადად ვერ ვხედავ, არ ვიცი იმედია შეძლებს და ამ ფეხბურთელებს გამოიყენებს. ( გამოყენება მარტო ფეხბურთელის ძირითადში დაყენება არააა...)
0
№6
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2014 14:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ვერ ვიყენებთ სწორად
0
№7
ავტორი: Wilfried Zaha
8 თებერვალი 2014 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
აბა რა <3
0
№8
ავტორი: red devil
9 თებერვალი 2014 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kargi trioa magram gamoyeneba undat gamoyeneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top