თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2014, 01:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1705,
კომენტარები: 7
მოიესი ზაჰას ტრანსფერს მართებულად მიიჩნევს
სერ ალექსის უკანასკნელი შენაძენი დღეს "კარდიფის" ღირსებას იცავს...
მოიესი ზაჰას ტრანსფერს მართებულად მიიჩნევს
სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელი შენაძენისგან ყველა გასაოცარ მატჩებს მოელოდა "იუნაიტედის" მაისურით, თუმცა უილფრიდ ზაჰამ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ რაც მან 15 მილიონად "კრისტალ პალასი" დატოვა. ახლა კი, იგი არენდის საშუალებით "კარდიფ სიტის" ფეხბურთელად ითვლება მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

უილფრიდს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა უელსურ კლუბში, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუ რატომ არ ეძლეოდა შანსი "იუნაიტედში." თუმცა დევიდ მოიესი განმარტავს, რომ ზაჰას კონკურენტები: იანუზაი, ნანი, ვალენსია, იანგი და შინჯი კაგავა არიან ამაში "დამნაშავენი", რადგან ისინი ყოველთვის იბრძვიან ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად.

"შენ დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ ყველაფერს ნათლად ხედავ." აცხადებს მოიესი. "მის პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა გუნდში. როდესაც აქ მოვედი, მე დამხვდა ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი და ნანი. შემდეგში დაგვჭირდა ადნან იანუზაი და ასევე შინჯი კაგავა, რომელსაც ფლანგზე თამაშიც ასევე კარგად გამოსდის."

"მე ვხედავდი თუ როგორ ვარჯიშობდა ზაჰა ყოველდღე. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. ჩვენ შეგვეძლო უფრო ადრე მისი არენდით გაშვება, მაგრამ ნანის ტრავმის გამო თავს ვიკავებდით. საბოლოო ჯამში ეს კარგია მისთვის (ზაჰასთვის), ეს კარგია მისი გაუმჯობესებისთვის. ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ნახოს მისი თამაში. მთავარი არსი იმაში დევს, რომ მან დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და გუნდში უფრო ძლიერი დაბრუნდეს." - დაასრულა მოიესმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 02:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს ბევრს დაამტკიცებს ეს კაცი ამ არენდის პერიოდში და მომავალ წელს სკამზე არ ამოხდება სული
0
№2
ავტორი: Vodafone
8 თებერვალი 2014 02:43
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაია, მომავალ წელს გამოგვადგება. მაგრამ ახლაც უნდა მიეცა მეტი შანსი
0
№3
ავტორი: Manchester_M
8 თებერვალი 2014 10:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მომავალ წელსაც იმედია სკამზე არ დასვავს
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 თებერვალი 2014 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სასაცილოა რააა, შანსი რო მიეცა ზაჰასთვის, ისე როგორც იანუზაის მისცა, დღესდღეობით ნანისაც აჯობებდა და იანგსაც, ნუ კაგავა რაც არი ფლანგზე ყველამ კარგად ვიცით. არაუშავს ზაჰა დაუმტკიცებს, რო ეგ კაცი არ იყო გასაშვები, მაგრამ სკამზე ჯდომას რა თქმა უნდა წასვლა ჯობდა.
0
№5
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2014 14:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იანგსაც აჯობებდა და ნანისაც ფლანგზე, კაგავა არც ისე ვარგა ფლანგზე და უნდა მიეცა შანსი
0
№6
ავტორი: Lev
8 თებერვალი 2014 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ლადო, გეთანხმები
VAXO ( G G M U ), ამ კაცს არ აქვს მაგდენი ლოგიკა ძმა....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: red devil
9 თებერვალი 2014 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yangio ro tqva mashin mivxvdi ro gadaobda :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top