თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2014, 19:27
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2009,
კომენტარები: 7
ვიდიჩი კლუბს დანარჩენი სეზონის მანძილზე უკაპიტნებს
დევიდ მოიესის სამაგალითო საქციელი.
ვიდიჩი კლუბს დანარჩენი სეზონის მანძილზე უკაპიტნებს
დევიდ მოიესმა გადაწყვიტა გუნდის კაპიტნის სამკლაური ნემანია ვიდიჩისთვის კაპიტნის სამკლაური ჩაებარებინა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ იგი ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს.

ვიდიჩი, რომელიც ბოლო ხანები აქტიურად იყო დაკავშირებული მილანის "ინტერთან" უკაპიტნებს გუნდს დარჩენილი სეზონის განმავლობაში. დევიდ მოიესი აცხადებს, რომ ის კვლავ ძირითად ფეხბურთელად დარჩება და დაეხმარება კლუბს ოთხეულში შესვლაში. "ეს იყო ის, რაც ორივე მხარემ ერთად შევათანხმეთ" - აცხადებს მოიესი. "ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც მომგებიანი იქნება. ვიდიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია და ის კაპიტნად დარჩება სეზონის ბოლომდე. ის მშვენივრად გამოგვადგა და დარჩენილი დროის განმავლობაში ჩვენ მას აქტიურად გამოვიყენებთ."

ბოლო ადგილზე მყოფ, "ფულჰემს" გუნდი ჯონი ევანსის და მარუან ფელაინის გარეშე გამართავს, თუმცა მწყობრშია ფილ ჯონსი, რომელიც ტრავმის გამო დატოვა მოედანი "სტოკ სიტისთან" გამართულ მატჩში.

ეს მატჩი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ "ფულჰემის" ახალი მენეჯერი, რენე მალესტინი პირველად ესტუმრება ოლდ ტრაფორდს, მას შემდეგ რაც მან დატოვა "იუნაიტედის" სამწვრთვნელო შტაბი. დევიდ მოიესი კი მოუთმელნად ელის რენესთან შეხვედრას.

"როდესაც აქ მოვედი, რენე მე დამეხმარა." აცხადებს მოიესი. "მე მასთან მქონდა საუბრები, ის მეხმარებოდა და მიხსნიდა თუ რა დამოკიდებულება დამეჭირა ფეხბურთელებთან. მე მინდოდა ის კლუბში დარჩენილიყო, მაგრამ როდესაც წასვლა გადაწყვიტა მე მას ვერ შევეწინააღმდეგე. მასთან შეხვედრას მე მოუთმენლად ველი." დაასრულა შოტლანდიელმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
7 თებერვალი 2014 19:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია თამაშებს აღარ გამოტოვებს ვიდა და სეზონის ბოლომდე ჩვენი სრულყოფილი კაპიტანი იქნება
0
№2
ავტორი: Manchester_M
7 თებერვალი 2014 19:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ალბათ თუ დაიბრუნებს ფორმას კონტრაქტს შესთავაზებს თუ არადა გაუშვებს თორე ასე მცველის ყიდვა ძნელია თან ვიდიჩი რომ შეცვალოს
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
7 თებერვალი 2014 20:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არ გაუშვა მოიეს !
0
№4
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2014 20:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძნელი იქნება ვიდას შემცვლელის პოვნა, მაგრამ უნდა ჰყავდეთ შერჩეული ხალხი. რიო, ვიდა ევრა ამათი შეცვლა ესე ადვილი არაა, დაცვა ჯერ ისედაც ცუდ დღეშია და უარესი არ უნდა დამართონ
0
№5
ავტორი: gilmour
7 თებერვალი 2014 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გადაწყდა უკვე რო ზაფხულში მიდიიის???
0
№6
ავტორი: Count Alucard
7 თებერვალი 2014 20:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოისი იბრალებს ძლიერი გუნდის აშენება მინდაო და ვიდიჩს უშვებს areyoukiddingme
0
№7
ავტორი: tupaca
7 თებერვალი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
She siro rato gaushvi Vida puu sheni dedac Da gleizerebis kide vin unda viyidot uketesi??? Mangala? Pui
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top