თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2014, 18:57
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1497,
კომენტარები: 7
მოიესი: ვიდიჩის წასვლა ჩემს გეგმებში არ შედიოდა
დევიდ მოიესმა კომენტარი გააკეთა ვიდიჩის წასვლასთან დაკავშირებით.
მოიესი: ვიდიჩის წასვლა ჩემს გეგმებში არ შედიოდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენჯერმა დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ ვიდიჩის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების შემდეგ იქნა მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" კაპიტანს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, თუმცა ის არ აპირებს მის გახანგრძლივებას და შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის გუნდს დატოვებს.

"ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ მე და ნემანიამ." - განაცხადა მოიესმა. "ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო მისთვისაც და კლუბისთვისაც."

"რაც მასთან განვიხილე საიდუმლოდ დარჩება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მან შესანიშნავი სამსახური გაუწია "მანჩესტერ იუნაიტედს". ის გუნდის კაპიტანია და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. ვიდიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია და აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას დარჩენილ მატჩებში."

"ხალხმა იცის, რომ მე საკუთარი გეგმები მაქვს და მინდა გუნდში რამდენიმე ცვლილება მოვახდინო. თუმცა ვიდიჩის წასვლის მიზეზი ეს არ არის, მისი გაშვება ჩემს გეგმებში არ ყოფილა. როგორც უკვე გითხარით ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ის ფიქრობდა, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა. ჩვენ ამას შევეგუებით და გავაგრძელებთ წინსვლას."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: washington
7 თებერვალი 2014 19:04
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
კაი რამ მოიესს !!... შენ რომ გდომოდა სერბი დამცველის დატოვება, ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებდი, ახალ კონტრაქტზე უარს ნემანია არ გეტყოდა დარწმუნებული ვარ!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
7 თებერვალი 2014 19:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ეს დაღუპავს ბოლოს გუნდს და ეგ იქნება. ვიდიჩი მიდის, ფერდინანდიც ალბათ. ევრაც და მაინტერსებს ძალიან რა ტრანსფერებს აკეთებენ ესეთს რო შეავსონ.
0
№3
ავტორი: ლადო
7 თებერვალი 2014 19:08
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კი ვუშვებთ ამ ვეტერან იგროკებს, მაგრამ მაგათ მაგივრად ვინ უნდა მოიყვანოს
0
№4
ავტორი: Vodafone
7 თებერვალი 2014 19:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ალბათ დაგეგმილია სერიოზული ტრანსფერები, ბევრი დაგვტოვებს და შემცვლელებია საჭირო!!!!
0
№5
ავტორი: Z A C K™
7 თებერვალი 2014 19:38
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
გასაშვებია ნახევარჯერ დამტვრეულია და გუნდს კაპიტნობას ვერ უწევს თან ფორმაც დაკარგა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: Manchester_M
7 თებერვალი 2014 19:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ალბათ 2 მცველის ყიდვაა მაინც დააგვჭირდება :X და სად იშოვის ამ 2 მცველს არ ვიცი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2014 01:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასეთ კაცს რო უშვებ უნდა გყავდეს მინიმუმ შერჩეული მაინც ვინმე. როგორც ა რუნდა ცუდ ფორმაში იყოს ვიდიჩი ვიდიჩია. ისედაც დირკა დაცვას უარეს ნუ გახდი შენი ჭიირმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top