თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2012, 16:55
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3857,
კომენტარები: 31
ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, ნანი. განსაკუთრებულად ნანი.
არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც უნდა ორი კურდღელი ერთი გასროლით დაიჭიროს, მაგრამ ისე რომ ენერგიაც არ დახარჯოს
ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, ნანი. განსაკუთრებულად ნანი.
ნანი გუნდში 2007 წელს მოვიდა, როგორც მეორე კრიშტიანუ რონალდო. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასეთი ტრანსფერები არც თუ ისე გამართლებულია. 5 წლის განმავლობაში მას არაერთი ფუნქცია მისცეს:დაწყებული ტალანტური თინეიჯერიდან და დამთავრებული ყველა შეტევის გამპუჭებლათ. ამის ამოხსნა შეუძლებელია, იმიტომ რომ ფეხბურთელის ყოველ ჩავარდნას რაღაც ახალი მიზეზი მოყვებოდა, რამაც გამოიწვია მისი გუნდის დატოვებების საკითხი.

"ამ სეზონში ნანი გუნდისათვის კიარა, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს."

ნანიზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. უკვე მეხუთე წელიწადია რაც იგი ინგლისში იმყოფება და მან კიდევ ვერ ისწავლა გუნდში თამაში. პორტუგალიელს არაერთხელ ჰქონდა წარმატებული მომენტები სეზონში, მაგრამ ეს ყველაფერი იშვიათად ხდება. კი, არის მომენტები როდესაც მას თამაში მართლა მისდის, ატყუებს ყველა მცველს მის ფლანგზე და გააქვს ხუთიდან ერთი შორიდან დარტყმული ბურთი-და ამით მორჩა. გასაგებია ეს კარგია, მაგრამ ნანი ამას იშვიათად აკეთებს. ის რომ ყოველ მატჩში ასე თამაშობდეს, მისი გუნდში ყოფნა/არყოფნის საკითხი არ დაისმებოდა.

ასე თამაშობდა რონალდო-დიახ დიახ, ის ამდაგვარად თამაშობდა. მაგრამ ნანი უფრო დაბალი დონის ფეხბურთელია. თუ მას არ შეუძლია მთელი თამაშის განმავლობაში ბურთის თრევა, მაშინ რა აზრი აქვს მის გუნდში გაჩერებას. მითუმეტეს, თუ ფერგის ყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გაკეთება ნანიზე უკეთესად შეუძლიათ. ამასთან ერთად, მისი ცვლილებაზე გამოყვანა შეხვედრის გამოსაცოცხლებლად, სრული უაზრობაა. ვინაიდან, იგი უნდა თამაშობდეს მატჩიდან მატჩამდე, იმისათვის რომ ფორმა შეინარჩუნოს. მისი გუნდიდან წასვლა კარგი იქნება, როგორც მანჩესტერისთვის, ასევე ნანისთვისაც. მართლაც, ნანი წელს გუნდისათვის კიარა, საკუთარი თავისთვის თამაშობს. ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ მისი თამაში არაფრად არ ვარგა. ასე, რომ რას უნდა ველოდეთ, თუ მან თავისი შესაძლებლობები ხუთი წლის მანძილზე ვერ გამოამჟღავნა.

კრეატივი, უამრავი ფინტები და სიჩქარე. ეს ყველაფერი მას გააჩნია, მაგრამ ნანის დაქვეითებული აქვს ინტელეკტი. როდესაც იგი ბურთს მიიღებს, აღარ იცის რა უნდა ქნას. ამით იგი თავის შესაძლებლობებს, ნულზე კიარა, არამედ მინუსემში გადააქვს. დიახ, მას შეუძლია რაღაც განსხავებულის მოფიქრება სხვა ფეხბურთელებთან შედარებით. მაგრამ ამ სეზონში მას ამდაგვარი არაფერი არ უჩვენებია. ყოველეთვის, როდესაც იგი მოედანზე გამოდის მაინც გრჩება იმის იმედი, რომ ნანი აიწყვეტს, როგორც იცოდა ხოლმე და თამაშს გამოასწორებს, მაგრამ სამწუხაროთ ყველაფერი პირიქით ხდება. ყოველ მატჩში მის დონე იკლებს და იკლებს. ამის გამო, მისი ფასი საგრძნობლად დაეცა და . არამგონია რომ ძლიერ გუნდებმა მასზე ინტერესი გამოამჟღავნონ. შესაძლოა, მით დაინტერესდნენ ანჟი, პსჟ და ზენიტი. ან კიდევ ინგლისის მეორეხარისხოვანი გუნდები:ტოტემჰემი, ნიუკასლი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნანისთვის კარგი ვარიანტი იტალიაში გადასვლა იქნებოდა. პორტუგალიელით არაერთი იტალიური გუნდი იყო დაინტერესებული:მილანი, იუვენტუსი, ასევე შეუძლიათ მისი შეძენა რომას და ინტერსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ორი გუნდი მასში დიდ თანხას არ გადაიხდის.

"არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც უნდა ორი კურდღელი ერთი გასროლით დაიჭიროს,
მაგრამ ისე რომ ენერგიაც არ დახარჯოს."


პირველი, რაც მოგივა აზრათ, როდესაც დაინახავ ნანის არის-პიჟონი. იგი იყო, არის და ყოველთვის დარჩება პიჟონათ. თუ ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი თავის შეცვლა ამდენი ხნის მანძილზე, მაშინ იგი არასდროს არ შეიცვლება. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ ყველა მასზე აეწყობა და არა პირიქით, იგი აეწყობა სხვებს. ეს მისი უდიდესი მინუსია და მთავარი განსხვავება მასსა და რონალდოს შორის. იდიალურ შემთხვევაში, ნანის თავისუფლად შეუძლია მარცხენა ფლანგის დახურვა. მაგრამ მისი გამოსწორება არ იქნება. თუმცა, მოიცადეთ. რატომაც არა. არის ერთი რამ, რითაც შეიძლება მისი გამოსწორება. ეს არის დიდი თანხის ფული და გარანტია. გარანტია იმისა, რომ პორტუგალიელი ბოლომდე დაიხარჯება იმისათვის რომ გუნდს შეეწყოს საბოლოოდ. თუმცა სამწუხაროთ, მას ორი კურდღელის დაჭერა ერთი გასროლით სურს, მაგრამ ისე რომ ენერგიაც არ დახარჯოს. საბედნიეროთ ასეთი რამ მანჩესტერში არ ჭრის.
სტატიები
31 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
9 ნოემბერი 2012 16:56
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
რავი, უნდა წავიდეს რა ! smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: UTD-Rule
9 ნოემბერი 2012 16:58
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე მაინც მინდა რო დარჩეს what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: robin vav persie
9 ნოემბერი 2012 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
dzalian magari iyo nani! exa ar vici ra chirs ar tamashobs sheidzelaba ragac proble,ebi aqvs kidevac dzaan magaraia darchi!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
!!!!as rogor unda gaushva!!!!
0
№4
ავტორი: Shako Jones
9 ნოემბერი 2012 17:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუ რავიცი ხან მინდა წავიდეს ხან მინდა დარჩეს !!! ვიცი რო ეს ფეხბურთელი სხვა კლუბში ნომერ პირველი გახდება იმიტო რო ძალიან მაგარია ! პროსტა რა სჭირს რა !
0
№5
ავტორი: creep
9 ნოემბერი 2012 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ეს ყველაფერი კარგი მარმა პიჟონობა რა შუაშია? ან ამიხსნას ვინმემ რას ქვია პიჟონი ფეხბურთელი და რატომ კნინდება ამით
0
№6
ავტორი: Ví Ví
9 ნოემბერი 2012 17:23
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
სათაურზე კარგად ვიცინე მარა ნანი არ მინდა რო წავიდეს ცოტაც ვაცადოთ რა წელს დავიტოვოთ და თუ ვერაფერი ქნა მაშინ ზაფხულში გავუშვათ
0
№7
ავტორი: Malboro463
9 ნოემბერი 2012 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ციტატა: robin vav persie
as rogor unda gaushva!!!!

აღარა ეს კაცი თორე არავინ არ გაუშვებდა


თU წავა ვალენსია ან მ.ატლეტიკო კარგი ვარიანტია ჩემი აზრით
0
№8
ავტორი: gilmour
9 ნოემბერი 2012 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ViDa,
ეს ნათარგმნია თუ შენი მოსაზრებაა?
ბევრი რამე სწორად წერია, უბრალოდ ძალიან მკაცრადაა შეფასებული ზოგი რამ. მაგრამ მთლიანობაში მაინც ვეთანხმები ამ სტატიას, უბრალოდ ასეთი ნიჭის პატრონი რო ასე ფუჭდება გული მწყდება.
0
№9
ავტორი: ViDa
9 ნოემბერი 2012 17:31
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
gilmour,
არა ეს ნათარგმნია, თუმცა მეც რო დამეწერა უმეტესობას ამდაგვარად დავწერდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№10
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2012 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი ის ძველი ნანი აღარაა, დღეს ვალენსია ჯობია, მაგრამ არც იანგის მეიმედება დიდად, რაც შეეხება გაშვებას დიდად ნანი არ მეხატება გულზე, მაგრამ მაინც რატომღაც ა რმინდა რომ ეს კაცი წავიდეს გუნდიდან, მაინც იმედი მაქვს რომ დაბრუნდება ის ნანი რაც ადრე იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top