თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2014, 21:42
ავტორი: love united,
ნანახია: 1864,
კომენტარები: 4
მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს
დღეს "იუნაიტედის" ლეგენდები და ფანები "ოლდ ტრაფორდთან" შეიკრიბნენ
მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს
გარი ნევილმა და სერ ბობი ჩარლტონმა პატივი მიაგეს მიუნხენის 1958 წლის ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებს. უკვე 56 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელმაც მატ ბასბის გუნდის რვა ფეხბურთელი შეიწირა. დღეს "ოლდ ტრაფორდთან" არაერთი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც გაიხსენეს ისინი და პატივი მიაგეს მათ სულებს.

მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს

"იუნაიტედის" ფანები შეიკრიბნენ, რათა პატივი მიაგონ დაღუპულებს


მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს

სერ ბობმა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა, გაიხსენა მისი მეგობრები.


მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს

ღონისძიებაზე გარი ნევილიც მივიდა


მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს

როგორც ყოველთვის, დღესაც "იუნაიტედის" მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი "ოლდ ტრაფორდთან" შეიკრიბა


მათ მოიგეს ევროპის თასის ნახევარფინალი, ხოლო როდესაც უკან, ბრიტანეთში ბრუნდებოდნენ, მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა. უგონოდ მყოფი სერ ბობი ჩარლტონი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან "იუნაიტედის" მეკარემ, ჰარი გრეგმა გამოიყვანა. ამ ადამიანმა კიდევ შვიდი გუნდელის გამოყვანა შეძლო უსაფრთხო ადგილას- ჯოფ ბენტის, როჯერ ბირნის, ედი კოლმენის, მარკ ჯონსის, დევიდ პეგის, ტომი ტეილორის და ლაიამ ველანის. დანკან ედვარდსმა საავადმყოფოში 15 დღე განაგრძო სიცოცხლისათვის ბრძოლა.

ბობი ჩარლტონს არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ITV-ს ჟურნალისტს, მაიკლ პარკინსონს მაინც მისცა ინტერვიუ:"მე ვფიქრობდი:"რატომ გადავრჩი?" მე არაფერი მჭირდა, თუ არ ჩავთვლიდით თავის დაზიანებას, ჩემი მეგობრები კი დაიღუპნენ. ეს უსამართლობა იყო, რატოომ მაინცდამაინც მე? დიდი ხანი დამჭირდა, რათა თავი უკეთ მეგრძნო. ამ ფეხბურთელებს შეეძლოთ უამრავი წარმატების მიღწევა, ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ დაგვატყდა თავს ეს უბედურება?"

მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს


მანჩესტერში დაღუპულები გაიხსენეს


წყარო:dailymail
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2014 21:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი წარმატების მიღწევა შეეძლოთ, უძლიერესი გუნდი იყო, მაგრამ რას ვიზამთ...
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 თებერვალი 2014 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მხოლოდ მანჩესტერს შეეძლო ასეთი ტრაგედიის შემდეგ წინსვლა გაეგრძელებინა და იმედი გვაქვს რომ ეს ჩავარდნაც რაც გუნდს დღესდღეობით სჭირს დროებითია. სერ ბობი კი ნამდვილი ლეგენდაა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.
0
№3
ავტორი: I L C
6 თებერვალი 2014 23:09
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
როგორ შეიძლება ამხელა ისტორიის და ამხელა ლეგენდების გუნდი ასეთ დღეში იყოს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Shako Jones
7 თებერვალი 2014 00:33
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ცოტა ხალხია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top