თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2014, 14:02
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1782,
კომენტარები: 10
ფლეტჩერი: "გულშემატკივრები შეცდნენ, როცა "იუნაიტედი" ჩამოწერეს"
დარენი ოპტიმისტურადაა განწყობილი
ფლეტჩერი:
„იუნაიტედის“ ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი მიიჩნევს, რომ გუნდს აქვს უნარი გააგრძელოს ბრძოლა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შევიდეს.
„ახლა ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. გუნდი უკვე ჩამოწერეს, ყველას მიეცა სალაპარაკო თემა ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე. ახლა კი დროა მოთამაშეებმა დავუმტკიცოთ ხალხს, რომ ისინი ცდებიან.
“იუნაიტედი“ მსოფლიოს უდიდესი კლუბია და როგორც კი არასასურველ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს მსოფლიოს აღსასრულს ემსგავსება. განცდილი მარცხებით დიდ გამოცდილებას ვიღებთ და ხანდახან ასეთი მომენტებიცაა საჭირო საბოლოოდ წარმატების მისაღწევად.
ხალხისთვის იმის დამტკიცება, რომ ცდებიან, ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს მიზანი „საწვავად“ უნდა გამოიყენო, რომ წარმატებას მიაღწიო.
გუნდს აქვს იმის უნარი, რომ ოთხეულში შევიდეს, ჩვენ მხოლოდ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
ამის გარდა, ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ჩემპიონთა ლიგაზე. მიმდინარე სეზონის ფორმა კი ფანტასტიკურია.
გასახდელში მე ვხედავ გუნდის მონდომებას, ვხედავ როგორ განიცდიან ფეხბურთელები მარცხს. დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდებით და კიდევ მივაღწევთ წარმატებებს და ეს შორეულ მომავალში არ მოხდება.“
- დაასრულა ფლეტჩერმა.

წყარო: SkySports.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
6 თებერვალი 2014 14:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეეჰ დარენ, მეც თქვენნაირი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ეგ ოპტიმიზმი არარეალურ ოცნებებში არუნდა გადაიზარდოს. თუ თამაშის ხარისხი არ გამოსწორდა რბილად რომ ვთქვათ დარხეული გვაქვს!
0
№2
ავტორი: ViDa
6 თებერვალი 2014 14:17
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
საქმე დარენ, საქმეე...თქვენ თუ მაგას გააკეთებთ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: chudikone
6 თებერვალი 2014 14:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მერამდენე წელია სანახაობა მოგვკალეს ფეხბურთელებმა, მაგრამ მანამდე შედეგს მაინც დებდნენ. ეხლა საერთოდ აღარაფრის იმედი არ მაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
6 თებერვალი 2014 15:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
4 ეულში შესვილის შანსი არის მაგრამ ასე თუ გაგრძელდა 5 ეულშიც ვეღარ შევალთ :X
0
№5
ავტორი: buka oboladze
6 თებერვალი 2014 17:23
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
4ეულში უნდა შევიდეთ უეჭველი და ლიგიდან ჩამოსაწერი გუნდი არვართ ნამდვილად.. ცოტა თუ გაგვიმართლა და ფინალში ამოვყავით თავი მერე იქ ვისაც არ უნდა შევხვდეთ თანაბარი შანსები გვექნება
0
№6
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2014 17:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოთხეულში შესვლის ძალა რა თქმა უნდა გავქვს, მაგრამ ისეთი შანსი როგორც წინაზე გავუშვით რავიცი რავიცი

ბარდაგია გუნდში, ვინ სად დარბის მოედანზე, ნახევარდაცვაში საერთოდ რა ხდება არ ვიცი. უნდა მოწესრიგდეს სიტუაცია და ყველაფერი რიგზე იქნება
0
№7
ავტორი: Vodafone
6 თებერვალი 2014 18:00
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მართალი ხარ მაგრამ მაგის მტკიცება ცოტა ადრე უნდა დაგეწყოთ, სტოკთან როგორ შეიძლებოდა ქულების დაკარგვა derpwhy ჯერ ვიტოვებ იმედს მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება ოთხეულში შესვლა
0
№8
ავტორი: Count Alucard
6 თებერვალი 2014 21:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სწორს ლაპარაკობს მაგრამ, ეს არ არის მანჩეტსრეის დონის გუნდის ფსიქოლოგია, ასე შეიძლება სტოკმა გაიმართლოს თავი, ბარსელონას და რეალს რატო არ ჭირდებათ ასე თავის მართლება? იმიტომ რომ ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან და იგებენ თამაშებს, ერთი ფაქტორიცაა, წესიერი მოწინააღმდეგე არ ყავთ ესპანეთში, მაგრამ მაინც, მანჩეტსრეს ასე თავის მართლება და დამცირების ატანა არ უნდა ჭირდებოდეს. მთელი სეზონია ერთი, ერთადერთი, მატჩიც კი არ ჩაუტარებიათ ისეთი როგორიც მანჩესტერს ეკადრება, თუ ვიგებდით წვალებით და ეს წვალება კიდე დედაცენზურა სტოკის დონეა მანჩესტერი არ უნდა გამოდიოდეს მოედანზე იმის იმედით რომ გაუმართლებს და მოიგებს, მანჩესტერი უნდა გამოდიოდეს და ცოცხლად ჭამდეს მოწინააღმდეგეს, როგორც ადრე ფერგის დროს იყო, ახლანდელ გუნდში მარტო 4-5 კაცს თუ აქვს შერჩენილი ის ბრძოლისუნარიანობა და მოგების ჟინი რაც ადრე იყო და ეს არ არის საკმარისი.
0
№9
ავტორი: Manchester_M
6 თებერვალი 2014 21:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
nika_123,
+1

ფულხემთან მატჩი არ არის გასამაზი და უნდა მოიგონ აუცილებლად!!!
0
№10
ავტორი: red devil
7 თებერვალი 2014 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es tamashic tu ver moiget da mere shansi agar iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top