თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2014, 16:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1931,
კომენტარები: 7
იანუზაის დასამახსოვრებელი წელი
როგორ გადაიქცა 18 წლის ბელგიაში დაბადებული ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდად.
იანუზაის დასამახსოვრებელი წელი
ადნან იანუზაიმ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო მე-19 დაბადების დღეზე გულშემატკივრებისგან, ის არჩეულ იქნა იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც არა მხოლოდ მისი ახლანდელი ფორმის, არმედ მთელი წლის განმავლობაში განცდილი პროგრესის დამსახურებაა.

ქვემოთ გთავაზობთ მისი გასული წლის მოკლე მიმოხილვას, თუ როგორ გადაიქცა 18 წლის ბელგიაში დაბადებული ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდად.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


თებერვალი (2013): მან გაიტანა პირველი გოლი "იუნაიტედის" U21-ის შემადგენლობაში "საუზჰემპტონის" წინააღმდეგ, მაშინ ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო. მომავალ რვა დღეში კი ის ორჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის დალაშქვას. პირველად მან "ოლდჰემს" გაუტანა, სადაც მისმა გუნდმა 7-0 იმარჯვა, ხოლო მეორედ "არსენალის" ახალგაზრდულ კლუბს წაართვა სამი ქულა.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


მარტი: მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ 18 წლის ფეხბურთელი იყო, ის ხდება U21-ის გუნდის რეგულარული წევრი და ითვისებს რამდენიმე როლს: ცენტრალური ფორვარდი, ვინგერი და ფლეიმეიქერი. მისი შესანიშნავი ფორმა არ დარჩენილა შეუმჩნეველი. "ადნანი ძალიან დაბალანსებულია"- განაცხადა სერ ალექსმა. " ის მხოლოდ 18 წლისაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა ის ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია."

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


აპრილი: იანუზაი ამტკიცებს, რომ მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უირენ ჯოისის გუნდის სატიტულო ბრძოლაში და ახალგაზრდა "წითლებს" აწინაურებს ცხრილში. თვის ბოლოს კი ის იღებს 44 ნომერს პირველ გუნდში.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


მაისი: ექვსი დღის განმავლობაში ის ხდება რეზერვის საუკეთესო ფეხბურთელი, პირველად ხვდება "იუნაიტედის" განაცხადში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ, შემდეგ კი ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ზეიმობს U21 "პრემიერ ლიგის" მოგებას. ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ძირთად გუნდში დებიუტს, თუმცა ყველას უჩვენებს თავის უსაზრვრო შესაძლებლობებს.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


ივლისი: "წითლების" ახალი ბოსის დევიდ მოიესის თავკაცობით, ის ხვდება 19 კაციან შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს 2013 წლის წინა-სასეზონო ტურის მატჩებში. მან მოახერხა 6 მატჩში ჩატარება, აქედან სამჯერ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო. ასევე მან გაიტანა პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში "კიტჩის" წინააღმდეგ.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


აგვისტო: წინა-სასეზონო ტურნეზე შესანიშნავი თამაშის წყალობით, ის პირველად ატარებს ოფიციალურ მატჩს "იუნაიტედის" შემადგენლობაში "ქომუნითი შილდზე", სადაც ეუფლება კარიერის პირველ ტიტულს პროფესიონალურ კარიერაში.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


სექტემბერი: რთული კალენდრის გამო იანუზაი ხშირად ვერ ხვდებოდა მოიესის გუნდის შემადგენლობაში, თუმცა თვის მეორე ნახევარში ის სათადარიგოდან შესანიშნავად შემოვიდა "კრისტალ პალასის", "ლივერპულისა" და "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


ოქტომბერი: ყველასთვის მოულოდნელად იანუზაი ხვდება ძირითად შემადგენლობაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ, სადაც მისი ორი გოლის წყალობით გუნდი იღებს ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულას. ადნანი ხდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. მოგვაინებით კი თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზსაც იღებს, ხოლო მისი მეორე გოლი "სანდერლენდთან" ხდება თვის საუკეთესო გოლი. ბოლოს კი ის ხელს აწერს 5 წლიან კონტრაქტს "იუნაიტედთან". რის შემდეგაც ის აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია ამ გუნდში თამაში და აპირებს კარიერის ბოლომდე "იუნაიტედის" ერთგული დარჩეს.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


ნოემბერი: ის მოხვდა "ჩემპიონთა ლიგის" განაცხადის "B სიაში' (სადაც მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელები არიან). მან ვერ მოახერხა ბასკეთში, "სოსიედადის' წინააღმდეგ თამაში, თუმცა შესანიშნავად იასპარეზა "პრემიერ ლიგაში" "ფულემის" წინააღმდეგ, სადაც მან საგოლე გადაცემა გაუკეთა რობინ ვან პერსის.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


დეკემბერი: იანუზაი ხვდება BBC-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა 10 კაციან სიაში. ასევე ის კიდევ ერთხელ ახერხებს გოლის გატანს "პრემიერ ლიგაში" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, სადაც "წითლებმა" მეტოქე 3-1 დაამარცხეს.

იანუზაის დასამახსოვრებელი წელი


იანვარი (2014): მიუხედავად მისი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობისა, იანუზაი არის ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში და ხმების 75%-ით ის მეორედ ხდება თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2014 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სიახლეა good2

უკვე გუნდის ლიდერია, პირველივე სეზონში და 18 წლის ასაკში მოახერხა ამდენი

მთავარია პროგრესირება განაგრძოს, ბევრს მიაღწევს და იმედია ჩვენთან დარჩება ბოლომდე
0
№2
ავტორი: Manchester_M
5 თებერვალი 2014 17:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გიორგი,
თუ ასე გააგრძელა მანჩესტერმა დარჩება ხო ხო facepalm

მაგარი იგროკია უკვე !!! და მოიესმა ამ ბოლო 2 თამაშში არ ათამაშა და მაგან თუ ფულხემთანაც არ ათამაშა და მაშინ რაგაცა უბრიგინებს თავში .
0
№3
ავტორი: love united
5 თებერვალი 2014 18:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Manchester_M,
19 წლის ბიჭს ყველა თამაშში ხო არ გამოიყვანს?კარგით რა,ყველაფერს ნუ ტენით მოიესს.
0
№4
ავტორი: Manchester_M
5 თებერვალი 2014 18:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
love united,
შენ მოგეწონა სტოკთან სასტავი ? ჯერ დააკვირდი სტოკის ფეხბურთელებს ჯანზე არიან 3 იანგის და კლევერლის ერთად გაგილახავენ და მაგათთან მაგნაირ სუსტი ტანის ფეხბურთელის გამოყვანა იქნებოდა ? თან დაასვენოს ისეთ სეზონს არ ვატარებდეთ რომ გოლი გოლზე გაგვქონდეს რაცაა რესურსი უნდა გამოიყენოს ყოველი ქულის მოსაპოვებლად არცერთი ქულის დაკარგვის უფლება აღარ აქვთ თორე დავრჩით ჩემპიონთა ლიგის გარეშე.
0
№5
ავტორი: rvpevil
5 თებერვალი 2014 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
მართალია ამან რო ყველა ითამაშოს ეხლა რეგულარულად შეიძლება ძან სერიოზული ტრავმა მიიღოს ფიზიკურად ჯერ კიდევ მოიკოჭლებს ბევრი აქ სამუშაო 2 წელში საოცარი იგროკი იქნება
0
№6
ავტორი: red devil
5 თებერვალი 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mtavaria tavshi ar auvardes da progresi gaagrdzelos
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
5 თებერვალი 2014 19:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი სიახლეა !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top