"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი რობი ბრედი სულ მალე "ჰალ სიტის" რიგებს შეუერთდება იჯარის სახით.ამავე გუნდშია "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ბენ ამოსი.
"მე ვფიქრობ ჩემი არენდით გაშვებაში დიდი როლი ითამაშა გუნდის ინგლისის თასიდან გამოვარდნამ,რადგნა მე ძირითადად პირველ გუნდთან ერთად თამაში სწორედ ამ თასზე მიწევდა." - განაცხადა რობი ბრედიმ.
"ჩემი აზრით დროა იჯარის სახით წავიდე სხვა გუნდში.ალბათ სულ მალე მე შევუერთდები "ჰალ სიტის" რიგებს."
"რათქმაუნდა სიამოვნებით მივიღე ეს შეთავაზება.მე ადრეც მქონდა რამოდენიმე შეთავაზება,მაგრამ ეხლა ვადასტურებ,რომ სულ მალე სხვა გუნდში ვიქნები."
გარდა ამისა სამშაბათ ღამით "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი ჯეს ლინგარდი და მაიკლ კინი იჯარის სახით გადავიდნენ "ლესტერ სიტიში".