სერ ალექსმა გაგვიზიარა თავისი აზრები ვილა პარკთან დაკავშირებით. აქ გამართული მატჩები საკმაოდ რთული და დასამახსოვრებელი იყო. ამ სტადიონზე არაერთხელ გაუმარჯვია, მაგრამ მძიმე ბრძოლაში. ასევე აქ გაიმართა ინგლისის თასის ნახევარფინალები 1999 და 2004 წლებში, რომლებიც იუნაიტედმა არსენალის წინააღმდეგ გამართა:"ვფიქრობ, ძალიან კარგად ვთამაშობთ ამ სტადიონზე. მახსენდება ინგლისის თასის ერთ-ერთი მატჩი, რომელიც 2002 წელს ასტონ ვილას წინააღმდეგ გავმართეთ. 2-0 ვაგებდით, მაგრამ რუდ ვან ნისტელროის დუბლისა და ოლე გუნარის გოლის წყალობით გავიმარჯვეთ 3-2. ასევე ვილა პარკზე გავმართეთ 1999-2000 წლების სეზონის ბოლო მატჩი. იმ მატჩში 4 გოლი, რომ გაგვეტანა სეზონში გატანილი ბურთების რაოდენობა გადებოდა 100, თუმცა შერინგემის ბევრი მცდელობის მიუედავად ასე არ მოხდა. იმ მატჩში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ სამწუხაროა, რომ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და 97 გატანილ გოლს დავჯერდით. ასევე ამავე დღეს მოედანზე გამოვუშვი 15 წლის ფლეტჩერი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა იუნაიტედში, თუმცა კანონით მე ეს მეკრძალებოდა.