თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2014, 18:53
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2144,
კომენტარები: 5
მატა: ''ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ''
ხუან მატამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ბრძოლას აპირებს
მატა: ''ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ''
ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მას და მის გუნდელებს არ ეშინიათ და სურთ, რომ ბრძოლა განაგრძონ.

25 წლის ესპანელის დებიუტი შუა კვირაში უკვე შედგა "კარდიფთან" შეხვედრაში, რომელიც "ეშმაკებმა" 2-0 მოიგეს ''ოლდ ტრაფორდზე''. სარეკორდო თანხად შეძენილი ნახევამცველი, იმედს გამოთქვამს, რომ ''იუნაიტედი შეძლებს მისი ძალების აღდგენას და მის ჩვეულ სტილს დაუბრუნდება.

"ყოველთვის რთულია ყოველ მატჩში სასურველი ანგარიშის მიღწევა, ამიტომ ჩვენ თუ სწრაფ თამაშს ვითამაშებთ და სწრაფ კონტრშეტევებზე წავალთ, შევქმნით გოლის გატანის რეალურ შანსებს და ასევე მომგებიან პოზიციაშიც აღმოვჩნდებით, რითაც ყოველთვის უნდა ისარგებლოს კლუბმა."

"პრემიერ ლიგაში ძირითადად გრძელ გადაცემებს აკეთებენ და ფიზიკურად ძლიერი კლუბები არიან, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება, რომ ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოწინააღმდეგე კლუბს არ მივცეთ შეტევების გაკეთების უფლება, ამისათვის ჩვენ საკმარისად მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს, ამის გაკეთება რომ შევძლოთ." - აცხადებს მატა.

ასევე ფეხბურთელს ჰკითხეს, არიან თუ არა შეშინებულები წაგებებით მომდევნო მატჩების წინ.

"არა, შეშინებულები არ ვართ, მე ყველაზე მეტად თამაში მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სტადიონზე იქნება ეს შესაძლებელი. მთავარია იყოს სტადიონი, რომელიც მე მუდამ მეხმარება გაუმჯობესებაში. ვიმედოვნებთ ყველა ჩვენთაგანი, რომ შევძლებთ ყველაფრის გამოსწორებას.'' - დაასრულა მატამ.

skysports.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2014 18:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოთხეული დადეთ
0
№2
ავტორი: love united
3 თებერვალი 2014 19:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
თავის თავს უნდა გადაახტნენ და ლივერპულის ზემოთ აღმოჩნდენ წლის ბოლოს!
0
№3
ავტორი: ლადო
3 თებერვალი 2014 20:02
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ქულა დასაკრაგი აღარ არის და ლივერპულზე წინ უნდა მოვხვდეთ უეჭველი და ოთხეულშიც ასევე
0
№4
ავტორი: Manchester_M
3 თებერვალი 2014 20:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლუბი ტაქტიკის გარეშე 4 ეულში როგორ უნდა შევიდეს ვინმეს დახმარება ჭირდება მოიესს :X
0
№5
ავტორი: red devil
4 თებერვალი 2014 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gunds taqtika ar aq da otxeuls itxovt ravici ravici
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top