თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2014, 22:28
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1855,
კომენტარები: 4
ცნობები ტრავმირებულების შესახებ
"იუნაიტედი" ცენტრალური მცველების გარეშე.
ცნობები ტრავმირებულების შესახებ
ჯონი ევანსი იძულებული იყო მოედანი მე-11-ე წუთზე დაეტოვებინა ტრავმის გამო. მოგვიანებით კი, პირველი ტაიმის დასრულებამდე, ჯონსი დაშავდა ვოლტერსთან შეჯახების შედეგად. როგორც ვნახეთ, შეტაკება მძიმე და უხერხული გამოდგა, რის შედეგადაც ფილმა ვერ მოახაერხა თამაშის გაგრძელება და მოიესი იძულებული გახდა მეორე ცვლილება გაეკეთებინა პირველივე ტაიმში. ამ ცვლილებებმა მთავარი როლი ითამაშეს მატჩის სურათის შეცვლაში. მაიკლ ქერიქს ცენტრალური მცველის როლის მორგება მოუხდა, ხოლო უეინ რუნიმ მისი ადგილი დაიკავა მოედნის ცენტრში. ხოლო ჯონსის მაგივრად შემოსული დენი უელბეკი, როვინ ვან პერსის დაუწყვილდა შეტევის წინა ხაზში.

"ჯონი ევანსს კუნთი დაეჭიმა, ხოლო ჯონსმა გონება დაკარგა" აცხადებს მოიესი MUTV-სთან ინტერვიუში. "ფილი კარგადაა. მოედანზე წოლისას მან გონება დაკარგა, თუმცა შემდგომ მას ჰოსპიტალში დახმარება აღმოუჩინეს. სკანერის საშუალებით დადგინდა რომ მას დაზიანება არ აქვს და სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯონსი რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს."

ეს გახლავთ უკანასკნელი ინფორმაცია ლაზარეთიდან. შეგახსენებთ რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება რიო ფერდინანდი, რომელიც სავარაუდოდ მალე ჩადგება მწყობრში. მარუან ფელაინმა ახლახანს გაიკეთა მაჯის ოპერაცია და ნანი კი სავარაუდოდ 1 თვეში დაუბრუნება გუნდს, ისევ და ისევ მოიესის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მან პარასკევის კონფერენციაზე წარმოთქვა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: love united
2 თებერვალი 2014 22:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჯონსი გადარჩა.თავიდან ვიფიქრე ფეხი ხო არ მოტყდათქო,მაგრამ კიდევ კარგი არაფერი არ სჭირს.
0
№2
ავტორი: fabio
2 თებერვალი 2014 22:44
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
es ro ar iyos ar vici ra mouvidoda
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 თებერვალი 2014 23:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძლივს ცოტა დამამშვიდბეელი ამბავი გავიგე
0
№4
ავტორი: Manchester_M
3 თებერვალი 2014 13:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი ხისტად თამაშობდა სტოკი ჯონსსაც უნდა მიემტვრია 1 - 2 და დამშვიდდებოდნენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top