თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2014, 16:52
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1834,
კომენტარები: 7
მოიესი: ''ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ მაგრამ ჩვენ არ გვიმართლებს''
მოიესი ისევ იმედგაცრუებულია.
მოიესი: ''ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ მაგრამ ჩვენ არ გვიმართლებს''
"იუნაიტედის" თავკაცმა "სტოკ სიტისთან" წაგების შემდეგ ანგარიშით 2-1 განაცხადა, რომ მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა.

"იუნაიტედმა" მაინც დათმო ''სტოკთან'' შეხვედრა ხუან მატამ, უეინ რუნიმ და რობინ ვან პერსიმაც ვერაფერი გაკეთეს იმისათვის რომ გამარკჯვება მოეპოვებინათ. მოიესი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ხელიდან ძალიან ბევრი საგოლე მომენტები გაუშვა, თავისივე კარშიც მიიღო 2 უპატიებელი გოლი რითაც ''იუნაიტედი'' 2-1 დამარცხდა.

"არ ვიცი გამარჯვებისთვის რა უნდა გავაკეთოთ ან ეს მარცხი რას დავაბრალოთ. მე ვფიქრობ, რომ გუშინაც არ გაგვიმართლა როგორც წინა მატჩებში. ჩვენ რთული პირობები გვქონდა შექმნილი, მაგრამ ჩვენ მაინც კარგად გამოვიყურებოდით, უბრალოდ არ გაგვიმართლა და ყველაფერი უარესობისკერენ წავიდა რამაც ჩვენი მარცხი გამოწვია, როდესაც ბურთი კერიკს მოხვდა და პირველი გოლი გავიდა ეს მომენტი იყო არასასიამოვნო ყველა ჩვენთაგანისთვის, შემდეგი გოლიც შემთხვევითი დარტყმის შემდეგ გავიდა." - აცხადებს მოიესი.

"ამასთან ერთად ჩვენ კიდევ გავუშვით გოლის გატანის საკმაოდ ბევრი შანსი ხელიდან და ამ მარცხში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ და ისეთი შეცდომები აღარ დავუშვათ როგორც ეს ''სტოკთან'' მატჩში მოხდა" - დაასრულა მოიესმა.


sports.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
2 თებერვალი 2014 17:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამდენჯერ რო არ გიმართლებს ეგ ბედის ბრალი კი არ არი არასწორი ტაქტიკის ბრალია, ასეთი გუნდი რო გყავს თავზე უნდა ახევდე ბურთს სტოკს და ინიციატივას არ უნდა უთმობდე.
0
№2
ავტორი: love united
2 თებერვალი 2014 17:11
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი რა მოიესს..
0
№3
ავტორი: Manchester_M
2 თებერვალი 2014 17:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგი თვეში 1 ხელ ურტყამს და იტანს და მაგას ქვია არ გიმართლებს ? კაი რა უნდა მეტი გამართლება კარში დასარტყმელი მომენტი არ იქნება და თუ ირტყმება 20 მეტრიდან და სადგაცა ცენზურადან რა.
0
№4
ავტორი: ლადო
2 თებერვალი 2014 18:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საერთოდ არ ვარგა ხარისხი, სტილიც სულ შეცვლილია თამაშის, ტაქტიკებზე აღარ ვსაუბრობ....კლუბის სახელია დარჩენილი და ფეხბურთელების, მეტი არაფერი
0
№5
ავტორი: Lev
2 თებერვალი 2014 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
შეგვეშვი რა თუ ძმა ხარ იმას ვერ ხვდები რომ სტოკისნაირ ფიზიკურად ძლიერ გუნდთან ფიზიკურად ძლიერი ვალენსია დააყენო და შენ რამეს მიხვდები მწვრთნელობაში?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: lefty
2 თებერვალი 2014 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
სულ ბედს აბრალებს ყველაზე მეტად ეს მაგიჟებს ამ ვითომ მწვრთნელის, ნახეთ ხალხი რა დღეშია ეს გამოვა და დაიწყებს უაზრობებს.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
2 თებერვალი 2014 19:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"არ ვიცი გამარჯვებისთვის რა უნდა გავაკეთოთ ან ეს მარცხი რას დავაბრალოთ

derpstare მერე გეტყვი ცალკე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top